ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ესპანეთთან 111:49 დათმო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ესპანეთთან დიდი სხვაობით დათმო.

ჩვენი ჯგუფის ფავორიტმა ბოლომდე ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, მაინც არაფერი დათმო და საბოლოოდ 111:49 იმარჯვა.

თამაშის ბედი პირველი ტაიმის სემდეგ გადაწყვეტილი იყო და მოედანზე ესპანელთა სათადარიგოები გამოჩდნენ, რომლებიც სასტარტოებზე არანაკლებ ყოჩაღად ირჯებოდნენ.

საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლი სიმაღლეა და ეს ესპანეთთან მატჩში კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა. საქართველომ ჯამში 22 მოხსნა მოაგროვა, ესპანეთმა კი - 56.

ქართველებიდან მხოლოდ 2 მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს - ბექა ბურჯანაძემ 15, ხოლო დუდა სანაძემ - 10 ქულა მოაგროვა. რაც შეეხებათ ესპანელებს, მათგან 6 კალათბურთელი ასცდა აღნიშნულ ზღვარს.

ასე და ამგვარად, ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველო ახლა იმ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ბოლო ადგილებზე გასული გუნდები მოიყრიან თავს და XIII-XVI ადგილებს გაითამაშებენ.

მომდევნო ჯგუფში დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქეები იქნებიან ჩერნოგორიის, ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებები. ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა და მატჩები ორშაბათიდან გაგრძელდება.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 14 ივლისი

საქართველო 49:111 ესპანეთი

13-29, 12-25, 19-32, 5-25

C ჯგუფი

1. ესპანეთი 3 3/0 254/160 6

2. თურქეთი 3 2/1 227/207 5

3. ლატვია 3 1/2 200/178 4

4. საქართველო 3 0/3 166/302 3

gbf.ge

ასევე იხილეთ:

დავით უსტიაშვილი: თურქეთთან ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

თორნიკე
მიდით რა გვითხარით როგორც იცით ხოლმე ბიჭებმა უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს რაც შემდგომში უფრო ღირსეულად წაგებაში დაგვეხმარება ვაი თქვენს პატრონს რა ყველაფერში თავისმომჭრელები და სამარცხვინოები ხართ გადახედეთ მაინც სხვების ანგარიშებს ვინღა აგებს დღეს 60-70ქულით
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს