საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოუგო სომეხ თანატოლებს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოუგო სომეხ თანატოლებს. გია კაზანჯიანის გუნდმა 14 ივლისს პირველ შეხვედრაში სომხები 56 ქულის სხვაობით დაამარცხა და დღესაც ამალოგიური სხვაობით იმარჯვა. გუშინდელი მატჩის ანგარიშია 106:50, ხოლო 15 ივლისს ქართველებმა 95:39 იმარჯვეს.

მატჩის ბედი პირველ მეოთხედშივე გაირკვა, როცა ქართველებმა 24:4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ სომხებს საწყის მეოთხედში თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდიათ. ოთხივე ქულა სტუმრებმა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მაღალი შედეგი (18 ქულა, 8 მოხსნა) გიორგი გუგეშაშვილმა ჩვენა, 12 ქულა ჰქონდა სოსო მაჭავარიანს, ხოლო 10-10 გიგი გოგობერიშვილსა და ვილი ისიანს. 1 ქულა დააკლდა 10-ქულიან ზღვრამდე ნუგზარ ტაბაღუას, რომელმაც 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

რაც შეეხებათ სომხებს, მათგან 10 ქულამდე მხოლოდ მინას ჰაჯი-მინასიანი ავიდა. მაშ ასე, სომხეთის ნაკრებმა დაასრულა თბილისური ტურნე და ერევანში 2 მარცხითა და -112 ქულით მიემგზავრება.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 18 ივლისს, გამთენიისას, რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის სათამაშოდ მიემგზავრება. მთავარი მწვრთნელი 14 კაციდან რუმინეთში წამსვლელ 12 კალათბურთელს ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ დაასახელებს.

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. თბილისი. საკალათბურთო აკადემია. 15 ივლისი

საქართველო 95:39 სომხეთი

24:4, 15:10, 27:14, 29:11

საქართველო: პეტრიაშვილი (5), გოგალაძე (5), მასხულია, ისიანი (10ქ, 10მ), რევაზაშვილი (8); ტაბაღუა (9ქ, 7მ), გუგეშაშვილი (18ქ, 8მ), ცინცაძე (8ქ, 6მ, 5პ), ზაქრაძე (4), მაჭავარიანი (12), ლომიძე (6), გოგობერიშვილი (10)

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საერთაშორისო მატჩი 16-წლამდელთა შორის: საქართველომ სომხეთს 106:50 მოუგო

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად