ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სინბინი: ლუდი და შიშველი ქალები - ჰა, დაინტერესდით?

სინბინი: ლუდი და შიშველი ქალები - ჰა, დაინტერესდით?

სარაგბო სამყაროში კვირა ისე არ გავა, რაიმე სალაღობო ამბავი არ მოხდეს
სარაგბო სამყაროში კვირა ისე არ გავა, რაიმე სალაღობო ამბავი არ მოხდეს. ალბათ, სპორტის სხვა სახეობებშიც და ზოგადად, მსოფლიოში, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ასეა.

ზოგი უცნაურად განზრახ, ყურადღების მიქცევის გამო იქცევა; ზოგის საქციელი კი აბსოლუტურად გულწრფელი, ემოციურია; ზოგსაც პრაგმატული გათვლა აქვს და რამდენიმე წელიწადით წინ იყურება. ხშირად კი ყველაფერი უბრალო შემთხვევის ან გაუგებრობის ბრალია.

მალე ლონდონში ოლიმპიური თამაშები დაიწყება. რაგბი, სამწუხაროდ, იქ წარმოდგენილი არ იქნება.

ოვალური ბურთით თამაშის ოსტატებს კიდევ ოთხი წელიწადი მოუწევთ ლოდინი. თუმცა რიო დე ჟანეიროს უკვე მიაპყრეს თავიანთი მომხიბვლელი მზერა კანადის ქალთა ნაკრების მორაგბეებმა.

მათ ფოტოსესია გამართეს და კალენდარი გამოუშვეს, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხითაც აპირებენ საოლიმპიადოდ უკეთ მოემზადონ და, ამასთან ერთად, საზოგადოებას უჩვენონ სხეულის აღნაგობის პოზიტიური ნიმუში.

"ასეთი რამ პირველად არ ხდება. სპორტის სხვადასხვა სახეობის ქალთა გუნდები ბევრ ქვეყანაში მიმართავენ ასეთ ხერხს ფინანსების მოსაზიდად.

ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რამდენი ვარჯიშია საჭირო, როგორ უნდა იკვებო სწორად, რათა ფიზიკურ სრულყოფას მიაღწიო.

საკუთარი სხეულის სილამაზით ადამიანების მოხიბვლას თუ შევძლებთ, ჩვენთვის ეს დიდი საჩუქარი იქნება" -  თქვა კანადის ნაკრების მორაგბემ ბარბარა მერვინმა.

ვერ იკავებ...

აქამდე გაუგონარი ამბავი მოხდა ავსტრალიის ჩემპიონატის გათამაშებაში "ვიკინგებისა" და "ავონდალის" დაპირისპირებაში.

"ვიკინგების" ერთ-ერთი მოთამაშე, რომლის სახელს და გვარს არ ასახელებენ, თამაშის დროს მოშარდვაში დაადანაშაულეს, თუმცა გამოძიების ჩატარების შემდეგ ეს ბრალდება მას მოუხსნეს.

"მისი საცვალი სველი იყო, თუმცა არავითარი მტკიცებულება არ გაგვაჩნია, რომ ამის მიზეზი მოშარდვა იყო"  - თქვა რეგიონის რაგბის კავშირის თავმჯდომარე პიტერ ვუდსმა.

თავად მოთამაშემ კი განაცხადა, რომ ქომაგების დაცინვა ვერ აიტანა და საპასუხოდ წყალი სპეციალურად დაისხა საზარდულის მიდამოებთან. ამას მოფიქრება ხომ უნდა?

თუ არ შეგიძლია, ნუ მოინდომებ

არგენტინაში ახალი ლუდი ჩამოასხეს, რომელსაც RUGBEER ჰქვია. განსაკუთრებული ამაში, ცხადია, არაფერია, რომ არა ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი. მისი ყიდვა მხოლოდ სპეციალურ აპარატებში შეიძლება, ოღონდ საამისოდ სათანადოდ უნდა გერჩოდეთ ძალა.

ერთი სიტყვით, აპარატის მუშაობის პრინციპი ასეთია: ფულის მონეტას ჩვეულებრივად აგდებთ ამისთვის განკუთვნილ ჭრილში, თუმცა ლუდის ქილას ამაოდ ელოდებით. მას ვერაფრით მიიღებთ, თუ რაგბის თამაშის ერთ-ერთ ხერხს არ გამოიყენებთ.

აპარატს გვერდიდან უნდა მოუაროთ და რაც ძალა და ღონე გერჩით, მხრით დაეჯახოთ. თუ დარტყმა საკმარისად ძლიერი გამოდგა, ქილა ლუდს მიიღებთ. თუ არადა, აპარატს მანამდე უნდა "ეთამაშოთ რაგბი", სანამ ლუდს არ დაათმობინებთ.

ასე რომ, თუ კარგად ნავარჯიშები არ ხართ, შესაძლოა, მხარიც იღრძოთ. ჰოდა, თუ ლუდის გურმანი ხართ, რაგბიშიც ივარჯიშეთ.

მადაგასკარული მარში

აფრიკული რაგბის ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი, მადაგასკარის ნაკრები აკიაფდა. ამ ქვეყნის მოსახლეობის ოცნება, მისმა სათაყვანებელმა გუნდმა 2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე ითამაშოს, ისევ სულდგმულობს.

ოცნება მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც გასულ უქმეებზე მადაგასკარელებმა მსოფლიოს თასის გათამაშებების უცვლელი მონაწილე, ნამიბიის ეროვნული გუნდი სარაგბო თრილერში დაამარცხეს - 57:54.

მიუხედავად ამისა, მადაგასკარის ნაკრებს IRB-ის უთავბოლოებისა და სრულიად გაუგებრად ჩახლართული შესარჩევი სისტემის გამო კიდევ მრავალი ათასი კილომეტრის დაფარვა და უამრავი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. ფაქტობრივად, მომავალი წლიდან ყველაფერი თავიდან დაიწყება, თუმცა დასრულება აფრიკელთა მომავალ მარათონს მხოლოდ 2014 წელს უწერია.

აბა, სცადეთ და აუხსენით ყოველივე ეს იმ 54 ათას მადაგასკარელს, რომლებიც თავიანთი გუნდის ენითაუწერელი გმირობის მოწმენი გახდნენ.

ეს სასაცილო არ არის

იაპონიის ნაკრებმა საფრანგეთის "ბარბაროსებთან" მატჩში 21:40 წააგო. ამომავალი მზის ქვეყნის შვილების თავკაცი ედი ჯოუნზი თამაშის შემდეგ განრისხებული იყო და პრესკონფერენციაზე დანა პირს არ უხსნიდა.

ცხადია, საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილომ მორაგბეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

იქვე იაპონელთა გუნდის კაპიტანი იჯდა, რომელმაც მიკროფონი აიღო და სანამ რამეს იტყოდა, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით ჩაიცინა.

ამან ჯოუნზი კიდევ უფრო განარისხა, თავის მოთოკვა გაჭირვებით შეძლო, თუმცა კაპიტანს ქოქოლა მაინც დააყარა. ეს სასაცილო არ არის - ორჯერ უთხრა მწვრთნელმა შეგირდს.

ჯოუნზი სერიოზული კაცია, ის იაპონიაში დიდხანს იმეფებს.

უელსის პრინცის საკუთარი უელსი

მსოფლიოს რაგბიში უელსის პრინცად ამ ქვეყნის ნაკრების მორაგბეს, გევინ ჰენსონს მოიხსენიებენ, რომელიც კიდევ ერთხელ მოხვდა გაზეთების პირველ გვერდებზე. როგორც თვითონ ჰენსონი საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე წერს, ახლახან კონტრაქტი ინგლისის პრემიერლიგის გუნდ "ოქსფორდ ველშთან" გაუფორმებია.

ამ განცხადებამ ყველა საგონებელში ჩააგდო. აქამდე ასეთი გუნდის არსებობა არავის სმენია, მით უფრო, ინგლისის პრემიერლიგაში. მალე გაირკვა, რომ "უელსელ პრინცს" თავისი მომავალი კარიერა თურმე "ლონდონ ველშთან" დაუკავშირებია.

პაროდიაა, აბა, რა არის. ასეთ სახელოვან კაცს ვერ გაგიგია, რა გუნდში თამაშობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა