არსენ ვენგერის გეგმით, "არსენალის" კაპიტანმა, ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა მომდევნო სეზონიც "ემირიტსზე" უნდა გაატაროს
არსენ ვენგერის გეგმით, "არსენალის" კაპიტანმა, ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ მომდევნო სეზონიც "ემირიტსზე" უნდა გაატაროს და თუკი მერეც უარს იტყვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება, თუკი ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა ტრანსფერზე დაყენება ძალიან არ დაიჟინა.

შეხვედრა, რომელზეც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ვან პერსის ბედი, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ამ დღეებში უნდა შედგეს.

"არსენალის" თავკაცს ალბათ იმის იმედი აქვს, რომ 2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ევროპულ გრანდებს ვან პერსისადმი ინტერესი გაუნელდებათ და "მეთოფეები" მას იოლად დაიყოლიებენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ამ დროისთვის ხომ რობინი უკვე 30 წლის იქნება. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის შეძენას "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი" გეგმავდნენ.

ყოველ შემთხვევაში კარლო ანჩელოტის გუნდზე ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ესეკილ ლავესისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩისა შეძენის შემდეგ თავდასხმის ხაზის დაკომპლექტება დაასრულა.

პაულინიო და ჰოლტბი სამიზნეში

"არსენალს" შემადგენლობის გაძლიერება არ დაუსრულებიაო, წერენ ბრიტანული ვებგვერდები. "მეთოფეთა" მიზანში ორი ფეხბურთელია მოხვედრილი.

"კორინთიანსის" 23 წლის გარემარბი პაულინიო და "შალკეს" 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლუის ჰოლტბი.

გელზენკირხენელი დიდი ხანია გერმანიის ნაკრების კანდიდატად მიიჩნევა, თუმცა იოახიმ ლიოვის გუნდში არსებული კონკურენციის გამო იქ მოხვედრას ვერ ახერხებს. ლუისს მამა ინგლისელი ჰყავს და ის რომ პრემიერლიგაში გადასვლაზე ოცნებობს, ყველასთვის ცნობილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა