არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთხი ერის გათამაშებისთვის მოსამზადებლად 33 მორაგბეს უხმო
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთხი ერის გათამაშებისთვის მოსამზადებლად 33 მორაგბეს უხმო.

"პუმები" წლეულს პირველად დაემატებიან სამი ერის გუნდებს - ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და საინტერესო ბრძოლაში ჩაებმებიან.

არგენტინის ნაკრებზე ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ბობოლა სარაგბო ქვეყნებთან ტოლ-სწორად ბრძოლა შეუძლიათ და მათი წარმატებები ამ ქვეყნების ნაკრებებთან ასპარეზობისას ეპიზოდური არ არის. ეს ხელ-ფეხს გაუხსნის IRB-ს, სხვა განვითარებადი ქვეყნებიც წაახალისოს და ელიტურ გუნდებთან ხშირად ათამაშოს.

აღსანიშნავია, რომ "პუმების" თავკაცმა თითქმის ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმო, მათ შორის, ვეტერანებსაც. ფელანის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა მგეზავი ფელიპე კონტეპომი. როგორც ჩანს, მწვრთნელმა მას ასაკით უფრო უმცროსი ხუან მარტინ ერნანდესი არჩია, რომელმაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ტრავმის გამო გამოტოვა.

ოთხი ერის გათამაშებაზე იასპარეზებს შერკინების ბურჯი როდრიგო რონსეროც, რომელიც ტურნირის დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლას აპირებს.

"ოთხი ერის გათამაშებაში უმძიმესი ბრძოლები გველის. ჩვენ მსოფლიოს სამი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა ეს ერთადერთი გზაა, რათა პროგრესი განვიცადოთ, განვვითარდეთ.

კარგი შედეგის მისაღწევად უქმეებს მაქსიმალურად მობილიზებული უნდა შევხვდეთ. იმედი მაქვს, რომ დიდი რაგბის თამაშს შევძლებთ" - თქვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პატრისიო ალბასეტემ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ლეგიონერი არგენტინის ნაკრებში ქართველ მორაგბეთა ფრანგულ კლუბ "მონპელიეს" ჰყავს. "პუმების" რიგებში ჩვენებურთა ექვსი თანაგუნდელი იასპარეზებს. ესენია: მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო და გონსალო ამოროსინო.

არგენტინის ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეთაგან ეროვნულ ნაკრებში ვერავინ მოხვდა. ყველაზე მეტი, შვიდი მოთამაშე "პამპასებს" ჰყავს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში, ანუ "ვადაკომის თასზე" ასპარეზობს. პამპასელთა ღირსებას იცავენ: ტომას კუბელი, ტომას დე ლა ვეგა, ხულიო კაბელო, მარტინ ლანდახო, ტომას ლეონარდი, ბრუნო პსოტილიონი და ლეონარდო სენატორე.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩს არგენტინის ნაკრები 18 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან, სტუმრად, კეიპ თაუნში გამართავს.

არგენტინის ნაკრები

ორასიო აგულა (ბასი), პარტისიო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო (ორივე-ტულუზი), მარკოს აიერსა (ლესტერი), მარსელო ბოსხი, მანუელ კარისა, ეუსებიო გუნასუ (სამივე-ბიარიცი), მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო, გონსალო ამოროსინო (ექვსივე-მონპელიე), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), რაფაელ კარბალო, ნიკოლას სანჩესი (ორივე-ბორდო), ტომას კუბელი, ტომას დე ლა ვეგა, ხულიო კაბელო, მარტინ ლანდახო, ტომას ლეონარდი, ბრუნო პსოტილიონი, ლეონარდო სენატორე (შვიდივე-პამპასები), ხუან ფერნანდეს ლობე (ტულონი), ავგუსტინ ფიგუეროლა (ბრივი), ალვარო გალანდო, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმოფი, ხუან პაბლო ორლანდი (ოთხივე-მეტრო რასინგი), ხუან ლეგუსამონი (ლიონი), მარტინ როდრიგესი (სტად ფრანსე), როდროგო რონსერო (უგუნდო), ტომას ველახოსი (ჰლანეჰლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო