33 წლის მცველმა თქვა, რომ ყურადღების გადატანას "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობაზე აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ინგლისის ნაკრებში ასპარეზობა დაასრულოს.

33 წლის ფერდინანდმა თქვა, რომ ყურადღების გადატანას "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობაზე აპირებს, რათა გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმაროს.

ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო წლებში ტრავმები აწუხებს, აღნიშნავს, რომ ახალ სეზონში იმაზე ნაკლები თამაშის ჩატარებას არ აპირებს, ვიდრე გასულ სეზონში. ფერდინანდმა თქვა, რომ ზურგის ტრავმა სტანჯავდა, მაგრამ 2011/12 წლების სეზონში "იუნაიტედის" 35 შეხვედრაში შეძლო მონაწილეობის მიღება.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ფერდინანდმა 2011 წლის ივნისში ჩაატარა. მცველი ევრო 2012-ზე გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა ფერდინანდის წაყვანაზე უარი "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერისთან მისი დაძაბული ურთიერთობის გამო თქვა.

ლონდონური კლუბის მცველს რიოს უმცროსი ძმის - ანტონ ფერდინანდის რასობრივ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. თუმცა ტერი სასამართლომ გაამართლა.

ფერდინანდმა ინგლისის ნაკრებში სულ 81 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ნაკრების შემადგენლობაში მცველმა სამ მსოფლიოს ჩემპიონატში (1998, 2002 და 2006 წელს) მიიღო მონაწილეობა.

ასევე იხილეთ:

რიო ფერდინანდი: ახალგაზრდები ევროზე წაიყვანეს, მაგრამ მათ შანსი არ მისცეს

რიო ფერდინანდი: 80 ათასი ფუნტი სტერლინგი საცვალზე რეკლამის გამო? ასეთი ჯარიმები რასიზმის გამოვლინებებზე არ არის

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა