ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი მცველის ფეხბურთიდან წასვლას გაზეთები გამოეხმაურნენ
"ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ლედლი კინგი ფეხბურთიდან 31 წლისა წავიდა. ფეხბურთელმა გადაწყვეტილება გამუდმებული ტრავმებით ახსნა.

სტატისტიკის მოყვარულები მეორე დღესვე ჩაუსხდნენ "დავთრებს" და აღმოაჩინეს, რომ "ტოტენჰემის" რიგებში გატარებული 13 სეზონის შემდეგ ლედლიმ ყველა ტურნირში ერთად 323 მატჩში მხოლოდ 8 (არაფერი შეგვშლია - რვა) ყვითელი ბარათი მიიღო და 14 გოლი გაიტანა. ნაკრებში ჩატარებულ 21 შეხვედრაში კი მცველს გაფრთხილება არ მიუღია.

კლუბის მესვეურებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ყოფილ კაპიტანს გამოსამშვიდობებელ შეხვედრას აუცილებლად გაუმართავენ. დეტალები ამ საკითხზე მოგვიანებით გაირკვევა.

ბუნებრივია, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი მცველის ფეხბურთიდან წასვლას გაზეთებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტები ამ ფაქტზე ერთხმად დაწუხრებულები წერენ.

დეილი მეილი: "ინფორმაცია, რომ ლედლი კინგი ფეხბურთიდან მიდიოდა, "ტოტენჰემის" გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი რასაკვირველია არ იქნებოდა. ის არ უნდა გაჰკვირვებოდა ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივარსაც. მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველანი ველოდით, ეს ფაქტი მაინც გულს გვწყვეტს.

"დეზების" კაპიტანს არამხოლოდ თავისი თაობის უძლიერესი მცველი, არამედ ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შეეძლო, რომ გამხდარიყო".

ტელეგრაფი: "ცხადია, რომ არა პერმანენტული ტრავმები, კინგი რეგულარულად ითამაშებდა ნაკრებში და შესაძლოა, მისი კაპიტანიც კი გამხდარიყო. ის "ტოტენჰემსაც" თავისთავად უფრო მეტ დახმარებას გაუწევდა.

იმ დროს, როცა ვმსჯელობთ, თუ რისთვის შეიძლებოდა მიეღწია მას ყველაფერი სხვანაირად რომ წარმართულიყო, სჯობს იმაზე ვილაპარაკოთ, რას შესწვდა ყველაფრის მიუხედავად.

მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 21 მატჩია. ლედლი აგრძელებდა რა ფეხბურთის თამაშს ასეთ რთულ პირობებში, მისი მთავარი მიღწევა ალბათ ის ხასიათი იყო, რომელიც მან წლების განმავლობაში გამოიმუშავა ტრავმებთან ბრძოლის დროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა