გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზამთრიდან მიმდინარეობს
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზამთრიდან მიმდინარეობს. გორის "დილას” ხელმძღვანელებმა იქ თავდაპირველად მოედნის მწვანე საფარი შეცვალეს, შემდეგ კი სტადიონის დასავლეთი ტრიბუნის დემონტაჟი მოახდინეს და ხელახლა ააგეს.

რემონტის გამო, "დილამ” ზამთრის შესვენების მერე სეზონი თბილისში განაახლა. საკუთარ მოედანზე კი მარტიდან მაშინ დაბრუნდა, როდესაც სამუშაოების ის აუცილებელი ნაწილი დასრულდა, რომელიც მატჩის გასამართადაა საჭირო, ანუ საშხაპე-გასახდელები და მსაჯთა ოთახი მოეწყო.

ტრიბუნის დარჩენილი ნაწილის აშენება და კეთილმოწყობა ევროტურნირებამდე ვერ მოესწრო. შესაბამისად, "დილამ” დანიურ "ორჰუსსაც” თბილისში უმასპინძლა და მომდევნო ეტაპზე "ანორთოსისსაც” იქვე მიიღებს. მიუხედავად ამისა, კლუბის პრეს-ატაშე ზურაბ კარტოზიას ინფორმაციით გორელები ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტზე შინ ჩვეულებრივ ითამაშებენ, ისევე, როგორც გასული სეზონის მიწურულს.

სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასაწყისში დასავლეთ ტრიბუნა უწინდელზე უფრო მაღალი იყო გათვლილი, თუმცა ბოლო ხანს თავდაპირველ პროექტს კიდევ ერთი სართულიც დაამატეს. პირველზე - გასახდელები, მსაჯების, მატჩის დელეგატის ოთახები განთავსდება, მეორე-მესამეზე VIP და პრეს-ლოჟები, ბარები, მეოთხეზე კომენტატორთა ოთახები, ბარები. მომავალში იგეგმება სტადიონის ჩრდილოეთის ტრიბუნის მოწესრიგებაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა