ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ქრისტინე ესებუამ ჩემპიონებს დაუმიზნა

ქრისტინე ესებუამ ჩემპიონებს დაუმიზნა

ჩვენებურს ლონდონში ძალიან მძიმე წილისყრა
27 ივლისს ლონდონში მშვილდოსან ქალთა საკვალიფიკაციო შეჯიბრება გაიმართა, რომელიც ქრისტინე ესებუამ 642 ქულით და 34-ე ადგილით დაასრულა.

ამ შედეგით ის 64-კაციანი სიის შუაში დამკვიდრდა და პლეი ოფის პირველივე წრეში - 1/32-ედფინალში საინტერესო წყვილი მივიღეთ - ესებუა ჩილელ მსოფლიოს ჩემპიონ დენისე ასტრიდ ვან ლემოენს ხვდება ანუ მსოფლიოს პირველობის ფინალი მეორდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მასთან შარშან მსოფლიოს პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა.

ჩვენებურს ლონდონში ძალიან მძიმე წილისყრა ერგო - ჩილელს თუ გასცდება, სავარაუდოდ, მომდევნო მეტოქე სამხრეთ კორეელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, შესარჩევ ეტაპში მეორეზე გასული სუნგ ჯინ ლეე იქნება, ამ წრესაც თუ გაივლის და შესაძლოა, ბრიტანელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ მედალოსან ალისონ ვილიამსონს შეხვდეს, რომლის შემდეგაც საკმაოდ ძლიერი დანიელი კარინა კრისტიანსენია ცხრილში...

ერთი სიტყვით, ესებუას მედლისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. ვფიქრობთ, ჩილელი ტრაგედია არაა - ის არც შარშანდლამდე მიიჩნეოდა ფავორიტად და მას მერეც ტიტული, თორემ ლიდერი არაა.

ვფიქრობთ, მან პიკი სწორედ მსოფლიოზე გადაიარა და ვიქონიოთ იმედი, ესებუა თავისი ჟინიანი, მებრძოლი ხასიათით რევანშს შეძლებს. ჩილელზე ბევრად უფრო ძლიერი კორეელი გვგონია, რომელიც ოლიმპიურ ციკლში ნაკლებად ჩანდა. ის საკმაოდ ახალგაზრდაა - 27 წლისა, თუმცა კარიერის პიკზე სულ მთლად ბავშვი ავიდა.

ის ათენის ოლიმპიადაზე 18 წლისა გუნდურში ჩემპიონი გახდა, პირადში კი მხოლოდ ფინალში დამარცხდა იმხანად მსოფლიოს ჩემპიონ თანაგუნდელ სუნგ ჰიუნ პარკთან. მას რევანში მომდევნო წელს მადრიდში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე აუღო, სადაც მერე ფინალიც მოიგო და გუნდურშიც გაიმარჯვა.

უდაოა, მისი სახით ესებუას ძლიერი მეტოქე ელოდება (ცხადია, ჯერ იქამდე უნდა გავიდეს), მაგრამ გავიხსენოთ მსოფლიოს შარშანდელი პირველობა, სადაც ჩვენებურმა სამხრეთ და ცრდილო კორეელი, ჩინელი, ინდოელი, ბრიტანელი მეტოქეები დაამარცხა. ვიქონიოთ იმედი, რომ ესებუა ამჯერადაც შემოგვთავაზებს სიურპრიზს, თუმცა ეს მისი მხრიდან უკვე მოულოდნელობა არ იქნება.

გუშინ ქართველმა ასპარეზობა 10-იანით დაიწყო - პირველივე ისარი ფარის შუაგულს დაასვა, თუმცა მთლიანად ტურნირზე უმაღლესი ქულა საკმაოდ ცოტა ჰქონდა - 72-დან მხოლოდ 15. საინტერესოა, რომ 12 სერიიდან 9-ში პირველი ისარი 10-იანს გაარტყა, თუმცა მერე ამის გაკეთება უჭირდა.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ 3 სერიაში 60-დან 50 ქულა დააგროვა, 2-ში - 53, ერთხელ - 54, 4-ჯერ - 55 და 2-ჯერ - 56.

პლეი ოფის ორი წინასწარი ეტაპი სამ დღეზეა გათვლილი, თუმცა ესებუა შეხვედრებს ჩილელთან და, თუ მოუგო, კორეელთანაც 31 ივლისს გამართავს, დანარჩენი ორთაბრძოლებს კი 2 აგვისტოს გამართავს. ცხადია, ამდენ ეტაპს თუ გაივლის.

აქვე გეტყვით, რომ ესებუამ პეკინის ოლიმპიადაზეც ლამის ასეთი შედეგი აჩვენა - საკვალიფიკაციო ეტაპი 643 ქულით დაასრულა. კიდევ ერთი საინტერესო პარალელი ჩინურ თამაშებთან - იქ შესარჩევში მეოთხე შედეგი ხათუნა ნარიმანიძემ აჩვენა, ახლაც მეოთხე შედეგზე ისევ ქართველი და ისევ ხათუნა, ოღონდ უკვე ამერიკის სახელით მოასპარეზე ხათუნა ლორიგია (ქვრივიშვილი).

პეკინისგან განსხვავება ისაა, რომ მაშინ შესარჩევი სამხრეთ კორეელებმა მოიგეს - პირველ სამ ადგილზე ისინი იყვნენ, ახლა კი ორია ლიდერებში - ბო ბაე კი პირველია, ლეე - მეორე. მესამე პოზიციაზე ტაივანელი ია-ტინგ ტანია, რომელსაც ლორიგი მოსდევს, ხუთეულს კი ისევ ტაივანელი ჩია-ენ ლინი აგვირგვინებს.

მესამე კორეელი 21-ეა, ჩინელები კი საკმაოდ სუსტად გამოვიდნენ - მათი საუკეთესო შედეგი 20-ე ადგილია. აღსანიშნავია, რომ სამეულში სამივეს ერთნაირი ქულა - 671 აქვთ. ქალთა გუნდურ ტურნირშიც ის მოწინავე ქვეყნები ლიდერობენ - კორეა 1993 ქულით პირველია, აშშ - მეორე 1979-ით, ტაივანი კი - მესამე 1976-ით.

კორეელები ლიდერობენ ვაჟთა შორისაც - მოწინავე სამეულში მხოლოდ ისინი შედიან. სუსტად გამოვიდა უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ რიბანი - 43-ეა 660-ით, ამაზე მეტს კი უკვე ჩვენი მშვილდოსნები აკეთებენ. ვაჟთა გუნდურ ტურნირს კორეელები ლიდერობენ 2087 ქულით, მეორეზე ფრანგები არიან 2021-ით, მესამეზე - ჩინეთი 2019-ით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა

პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა