რაგბი ოლიმპიურ სახეობათა რიგში პირველად თანამედროვე ოლიმპიურ თამაშების ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა წარადგინა
რაგბი ოლიმპიურ სახეობათა რიგში პირველად თანამედროვე ოლიმპიურ თამაშების ფუზემდებელმა პიერ დე კუბერტენმა წარადგინა. მანვე ძალიან დიდი როლი ითამაშა რაგბის განვითარებით საფრანგეთში. აღსანიშნავია, რომ პიერ დე კუბერტენი გახლდათ საფრანგეთის პირველი ჩემპიონატის ფინალური მატჩის არბიტრი, რომელიც 1892 წელს გაიმართა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი 1894 წელს დაფუძნდა. რაგბი ოლიმპიურ თამაშებზე 1900 წელს მეორე ცდიდან მოხვდა.

პარიზი, 1900 წელი

მეოცე საუკუნის დასაწყიში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში გუნდები მხოლოდ სამმა ქვეყანამ საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა მიავლინა.

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელები და ბრიტანელები ოლიმპიადაზე ეროვნული გუნდებით არ იყვბნენ წარმოდგენილი. პირველის ღირსებას ფრანკფურტის, ხოლო მეორის მოზლის სარაგბო კლუბები იცავდნენ.

თამაშის წესები, ცხადია, დღევანდელისგან განსხვავდებოდა. ლელო 3 ქულად ფასობდა, საჯარიმო 4 ქულა იყო, ამდენივე ქულა ეძლეოდა გუნდს არეკნისთვის. თანამედროვე სახე ქულების დარიცხვამ 1977 წლიდან მიღო.

ოლიმნპიური თამაშების პირველი გამარჯვებული რაგბიში საფრანგეთის ნაკრები გახდა. მასპინძლებმა დიდ ბრიტანეთს 27:8, ხოლო გერმანიას 27:17 მოუგეს. გერმანიასა და ინგლისს შორის მატჩი არ გამართულა, რაგან ფინანსური სიდუხჭირის გამო, გუნდებმა პარიზში დარჩენა ვერ მოახერხეს.

სააფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გუნდების შეხვედრას 6000 მაყურებელი დაესწრო. ეს იმ დროისთვის რეკორდული რაოდენობა იყო ოლიმპიურ თამაშებზე. საფრანგეთის ნაკრების მორაგბე, კონსტანტინ ენრიკე დე ზუბიერა პირველი ფერადკანიანი სპორტსმენი გახლდათ, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

ლონდონი, 1908 წელი

1904 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სენტ ლუისში გაიმართა მორაგბეებს არ უთამაშიათ. სამაგიოეროდ, ოვალური ბურთით თამაშის მიმდევრებს მომდევნო, 1908 წლის ოლიმპიადაზე გაუმართლათ, რადგან ის რაგბის სამშობლოში, ინგლისში ჩატარდა. ისევ როგორც 1900 წელს ამჯერადაც მონაწილეობა სამმა გუნდმა მიიღო: ავსტრალიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

ავსტრალიის ნაკრებმა ინგლისში ის გუნდი ჩაიყვანა, რომელიც ერთი წლით ადრე უკვე ნამყოფი იყო ტურნეში.

დიდ ბრიტანეთს კი კორნოულის საგრაფო წარმოადგენდა, რომელმაც 1907 წელს ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ავსტრალიამ დაამარცხა დიდი ბრიტანეთის გუნდი და ოქროს მედალი მოიპოვა.

"ვოლაბების" ორმა მოთამაშემ კიდევ ერთხელ შეძლეს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება. დენ კეროლმა ეს 1920 წლის ოლიმპიადაზე მოახერხა, როცა უკვე აშშ-ს ნაკრებში გამოდიოდა. სიდნი მიდლტონმა კი 1912 წელს ნიჩბოსნობაში გაიმარჯვა. ამ წელიწადს რაგბი ოლიმპიური სახეობა არ იყო. 1916 წელს კი ოლიმპიური თამაშები პირველი მსოფლიო ომის გამო გადაიტანეს.

ანტვერპენი, 1920 წელი

ამ ოლიმპიუ თამაშებზე ოქროს მედალი აშშ-ს მორაგბეთა ნაკრებმა მოიგო. ამ ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტმა ანტვერპენში გუნდის გაგზავნა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ერთი წლით ადრე ბერკლის გუნდმა ბრიტანულ კოლუმბიაში გამართული ტურნე ტრიუმფით მოიარა.

აშშ-ს ნაკრები სტენფორდის, ბერკლისა და სანტა კლარას გუნდების საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგებოდა. 1908 წლის ჩემპიონი დენ კეროლი, რომელიც მაშინ სტენფორდის უნივერსიტეტის გუნდის მოთამაშე მწვრთნელი გახლდათ, ყველაზე გამოჩენილი პიროვნება იყო.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ანტვერპენში ჩავიდა ჩეხოსლოვაკიისა და რუმინეთის ნაკრებებმა თავიანთი ეროვნული გუნდები გათამაშებიდან მოხსნეს. ინგლისის რაგბის კავშირმა კი ბელგიაში გუნდი არ გააგზავნა, ვინაიდან იმ პერიოდში ქვეყნის ჩემპიონატი იწყებოდა.

ამრიგად, ანტვერპენში მხოლოდ ერთი სარაგბო დაპირსპირება შედგა. აშშ-ს ნაკრებმა მატჩში, რომელსაც 20 ათასი მაყურებლი ესწრებოდა, საფგანგეთის ეროვნული გუნდი მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 8:0.

ამერიკელთა გუდნის ერთ-ერთმა წევრმა მორის კირკსიმ ანტვერპენიდან კიდევ ორი მედალი წაიღო. მან 100 მეტრზე სპრინტში მეორე ადგილი დაიკავა, ესტაფეტაში 4X100 კი ჩემპიონი გახდა.

პარიზი, 1924 წელი

1924 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ს ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა გუნდი ტიტულის დასაცავად გაეგზავნა. მასპინძელთა გარდა ტურნირში მონაწილეობა რუმინეთის ეროვნულმა გუნდმაც მიიღო.

აშშ-ს ნაკრების ძირითად ბირთვს ისევ კალიფორნიელი მორაგბეები შეადგენდნენ, აქედან შვიდი 1920 წლის ოლიმპიადის მონაწილე იყო.

ამერიკელები ევროპაში საოკეანო ლაინერით გამოეგზავრნენ და ინგლისამდე ჩასვლას ერთი კვირა მოანდომეს.

მიუხედავად დაღლილობისა, მათ რუმინეითის ეროვნული გუნდი მშრალი ანგარიშით 37:0 მოუგეს. თამაშს თვალს 6 ათასი კაცი ადევნებდა. ფრანგებმა "მუხის ფოთლებს" უფრო დიდი ანგარიშით 61:3 მოუგეს.

ფინალი 18 მაისს 21 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა. ამერიკის ნაკრებმა მასპინძელთა გუნდი 17:3 დაამარცხა და ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც რაგბიში ორჯერ მოიგო ოლიმპიადა.

თამაშის დასრუელების შემდეგ მაყურებელი მოედანზე შევარდა. საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებმა, პოლიციასთან ერთად, ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ მეტოქე გუნდი მორაგბეები დაეცვათ. დაჯილდოების ცერემონია, პოლიციის დაცვის თანხლებით გაიმართა.

მას შემდეგ, რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღეს. 2008 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაგბის ნაირსახეობა, შვიდკაცა რაგბი ოლიმპიურ ოჯახში მიიღო და ოვალური ბურთით თამაშის ოსტატები, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში, 92-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ დაუბრუნდებიან მსოფლიოს სრულიად სპორტულ სამყაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა