ჯონ ტერიმ თქვა, რომ "ჩელსიმ" "მარსელთან" შეხვედრაში გაზს ფეხი აუშვა, რადგან კვირას პრემიერლიგაში "არსენალთან" ელის შეხვედრა და ფეხბურთელებს ძალების შენახვა სჭირდებოდათ...
ჯონ ტერიმ თქვა, რომ "ჩელსიმ" "მარსელთან" შეხვედრაში გაზს ფეხი აუშვა, რადგან კვირას პრემიერლიგაში "არსენალთან" ელის შეხვედრა და ფეხბურთელებს ძალების შენახვა სჭირდებოდათ. შეგახსენებთ, რომ ტერიმ, რომელსაც გოლი ექვსი თვის განმავლობაში აღარ გაეტანა ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის შეხვედრაში შეხვედრის დასაწყისშივე მიაღწია მიზანს - მე-7 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი სტუმართა ბადეში შეაძვრინა ბურთი.

"სიამოვნებით გავიტანდით მესამე გოლს, მაგრამ ძალ-ღონის შენახვა გვმართებდა. ჩვენთვის უჩვეულოა, როდესაც თავიდან აღებულ ტემპსა და რიტმს ვკარგავთ, მაგრამ, ამჯერად სწორედ ასე მოვიქეცით".

კაპიტნის ნათქვმს "ლურჯების" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაამატა:

"ჩვენ ამ სეზონში ნაწვნევი ორი მარცხის ("ქარლინგის" თსსა და პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტისთან") ანალიზი გავაკეთეთ და ახლა ეს მარცხები უკვე დავიწყებულია. "მარსელთან" პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც ვუტევდით".

კიდევ, იტალიელმა მწვრთნელმა ძალიან შეაქო ნიკოლა ანელკა, რომელმაც პირველ ტაიმში მეტისმეტად მშვიდად დაარტყა პენალტი - სტაჟინ ქართველ გულშემატკივარს, ალბათ, შორეულად რევაზ ჩელებაძის დარტყმულებს გაახსენებდა.

"არასდროს მინახავს ნიკოს პენლტის დარტყმის წინ ენერვიულოს - თქვა ანჩელოტიმ - ის ყოველთვის მშვიდადაა, დიდებული ხასიათის ადამიანია".

და კიდევ, 19 წლის გაელ კაკუტამ ამ დღეს დასავლეთ ლონდონელთა შემადგენლობაში სულ მეორე მატჩი ითამაშა. ანჩელოტიმ თქვა:

"მან გუნდური თვალსაზრისით ძალიან კარგად ითამაშა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა