ქართველი მშვილდოსანი კორეელ სუნგ ჯინ ლეესთან ვერაფერს გახდა
ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამაც დაასრულა - პლეი ოფის მეორე წრიდან გამოვარდა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა 1/32-ფინალში ჩილელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენს რევანში კი აუღო მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალში მარცხისთვის, მაგრამ 1/16-ფინალში ვერაფერს გახდა კორეელ სუნგ ჯინ ლეესთან.

ჩვენებურმა ჩილელს სამივე სეტი მოუგო და 6:0 დაამარცხა, კორეელთან კი 2:6 დათმო. ესებუას ჩილელთან პრობლემები არც შეჰქმნია, მხოლოდ მესამეში ვერ მოუგო დიდი ანგარიშით, სეტებში კი 28:22; 28:26; 26:25 იმარჯვა.

მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი კორეელი ჩილელზე ბევრად ძლიერია. წინა შეხვედრაც ლამის სულ 10-იანებით მოიგო და ქართველთანაც წარმატებით დაიწყო გამოსვლა, თუმცა პირველ სეტში დიდად არც ჩვენებური ჩამორჩენია - 25:26 წააგო.

კორეელმა მომდევნოში უფრო დამაჯერებლად ისროლა და 29:25 მოიგო, რითაც საერთო ანგარიშში 2:0 დაწინაურდა.

ესებუამ საბოლოოდ გაიბრძოლა და მესამეში 28:27 იმარჯვა. მეოთხეც წარმატებით დაიწყო - პირველივე ისარი 10-იანში გაარტყა, მაგრამ მეტოქემაც ანალოგიურად უპასუხა. მეორე გასროლაც ერთნაირი გამოდგა - 9 ქულა; აი, მესამეში, ყველაზე კრიტიკულ მომენტში კი, რომელსაც ანგარიშის გათანაბრება შეეძლო და გადამწყვეტი, მეხუთე სეტის გამართვა გახდებოდა საჭირო, ესებუას ხელი აუკანკალდა - 8-იანში გაარტყა, კორეელმა კი 9 აჩვენა და 28:27 მოიგო.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა