"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ინგლისში დაბრუნების შემდეგ მას "აჯანყებულ" მოდრიჩთან ურთიერთობების დალაგება მოუწევს

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა განაცხადა, რომ ინგლისში დაბრუნების შემდეგ მას "აჯანყებულ" ლუკა მოდრიჩთან ურთიერთობების დალაგება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ იმის იმედად, "რეალში" დღე-დღეზე გადავალო, 26 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ამერიკულ ტურნეში გამგზავრებაზე უარი თქვა, რის გამოც ის 100 ათასი ფუნტით დააჯარიმეს. "წინ რთული პროცესი გველის, რადგან მოდრიჩს ფიზიკური კონდიციების აღდგენა მოუწევს.

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულად ნიჭიერ ფეხბურთელთან.

მთავარია, რომ შექმნილი ვითარება გავაანალიზოთ, შევხედოთ, როგორ შეხვდება ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ტოტენჰემს" არავისგან არ მიუღია წინადადება, რომ მისი დონის ფეხბურთელთან გამოთხოვებად ღირდეს.

ასე რომ, მასთან სერიოზულად დალაპარაკება მომიწევს. ვფიქრობ, ერთმანეთს იოლად გავუგებთ.

ლუკა მაღალი დონის პროფესიონალია, ვინც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გუნდი ბოლო წლებში უმაღლეს დონეზე ათამაშდა.

იმედია, სათამაშო რიტმს იოლად დაუბრუნდება, მაგრამ თუკი ეს არ მოხდა, მეტ ყურადღებას მივაქცევთ მის ინდივიდუალურ ვარჯიშებს.

სიტუაცია თავად დაძაბა უკიდურესობამდე და რაკი ასეა, ვალდებულად ვთვლით თავს, შევახსენოთ მისი ვალდებულებები "ტოტენჰემის" წინაშე. მან უნდა გაიაზროს, რომ ვითარება რთულია როგორც პირადად მისთვის, ისე კლუბისთვის," - განაცხადა 34 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა.

ახალი სატრანსფერო მიზნები

მას მერე, რაც "დეზებმა" "ლიონისგან" უგო ლორისის ტრანსფერზე საბოლოო უარი მიიღეს, ლონდონელები "რომადან" მაარტენ სტეკელენბურგის გადაბირებით დაინტერესდნენ.

ინფორმაციას ჰოლანდიური "დე ტელეგრააფი" ავრცელებს. "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა გუნდისთვის კვალიფიციურ ახალგაზრდა მეკარეს ეძებს, რადგან ვილაშ ბოაშის განკარგულებაში სამი მეკარეა და სამივე უკვე საპატიო ასაკშია - ბრედ ფრიდელი 41 წლისაა, კარლო კუდიჩინი - 38-ის, ეურელიო გომეში - 31-ის.

ჰოლანდიის ნაკრების მეკარე კი ჯერ 29 წლისაა. ცხადია, საქმე მხოლოდ ასაკში არ არის. პირველი ორი 2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას გეგმავს. ბრაზილიელი მეკარის იმედად კი "ტოტენჰემი" ვერ დარჩება.

"ჯალოროსის" თავის დროზე "აიაქსიდან" ფეხბურთელის გადაბირება 6,32 მილიონი ევრო დაუჯდა. სტეკეს ის ყველაზე ცოტა 8-9 მილიონად თუ შეელევა.

16 მილიონი ევრო დაუჯდებათ "დეზებს" მოსკოვის ცსკა-დან 22 წლის ალან ძაგოევის შეძენა. რუსული პრესის ცნობით, ევრო 2012-ის ერთ-ერთი ბომბარდირის სამსახურით "არსენალიც" არის დაინტერესებული.

"მოსისხლე მტრებს" შორის ინტერესთა გადაკვეთა ძაგოევისთვის ბრძოლას დამატებით ხიბლს სძენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა