ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოდებაძეშოუ

მოდებაძეშოუ

... წინა შეხვედრაში, ფოთის "კოლხეთთან" განცდილი კატასტროფული მარცხის მერე "ოლიმპის" შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები რომ მოხდებოდა, ამ ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ...

... წინა შეხვედრაში, ფოთის "კოლხეთთან" განცდილი კატასტროფული მარცხის მერე "ოლიმპის" შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები რომ მოხდებოდა, ამ ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ. ასეც მოხდა: მასპინძელთა შემადგენლობაში გრიგოლ ბედიაშვილის, ალექსანდრე კვახაძისა და ლუკა რაზმაძის ნაცვლად ზურაბ ბათიაშვილი, რევაზ ქემოკლიძე და დენის დობროვოლსკი გამოჩნდნენ. თუმცა, ცვლილებები ამით არ ამოწურულა: "სამტრედიასთან" მატჩში "ოლიამპს" მწვრთნელთა "დუეტი" - იური გაბისკირია და არმაზ ჯელაძე ხელმძღვანელობდნენ. რაც შეეხება გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს, კლუბის ხელმძღვანელთა ინფორმაციით გამოცდილ მწვრთნელს ორი ტურით დასვენება უთხოვია...

...მასპინძლების არ იყოს, წინა ტურისგან აშკარად სახეშეცვლილი შემადგენლობით იასპარეზეს სტუმრებმა. თუმცა ყოველივე ამას შედეგი არ მოუტანია. მაშინ როცა "ოლიმპმა", ფაქტობრივად, პირველ ტაიმშვე მოამთავრა საქმე და ეს, უპირველეს ყოვლისა, ირაკლი მოდებაძის დამსახურებაა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებულ თავდამსხმელს სეზონის დასაწყისიდან მართლაც ფატალურად არ უმართლებდა: ევროტურნირებიდან დაწყებული წინა ტურამდე დამთავრებული, თითქმის ყველა შეხვედრაში ხელსაყრელი მომენტები ექმნებოდა, მაგრამ გოლი ვერა და ვერ გაჰქონდა. და აი, წინა ტურში ჯერ "კოლხეთს" გაუტანა, გუშინ კი მართლაც ბენეფისი მოიწყო!

...მატჩის საწყისი 10 წუთი მშვიდი თამაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი "მოდებაძე-შოუ" დაიწყო: მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოასპარეზე ფორვარდმა ორჯერ საშუალო მანძილიდან სცადა გოლის გატანა, მერე კი მის გამჭოლ გადაცემას "სამტრედიის" ფეხბურთელის ავტოგოლი კინაღამ მოჰყვა. და აი, მეოთხე ცდა შედეგიანი გამოდგა: მოდებაძემ, დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 1:0! სამიოდ წუთში კი სტუმართა მეკარემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა: დავით ბოლქვაძემ მოხდენილი სპასით გარღვევაზე თემურ ღონღაძე გაიყვანა, რომელიც მეტოქის მეკარემ აკრობატული ილეთით შეაჩერა. პენალტი დაზარალებულმა შეასრულა: მართალია, დარტყმის წინ საკმაოზე მეტი პაუზაც გააკეთა, მაგრამ არბიტრს წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია და მოდებაძემ "დუბლიც" მიითვალა.

"სამტრედიას" ძალიან მალე მიეცა ერთი ბურთის გაქვითვის შანსი: არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა პენალტი ამჯერად მასპინძელთა კარში დანიშნა, მაგრამ ლაშა ქებაძის დარტყმული მშვენიერ ნახტომში ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია. სხვათა შორის, "ოლიმპის" მეკარემ თავისი გუნდი იმ ეპიზოდშიც იხსნა, როცა შოთა ჩომახიძის მშვენიერი პასის შემდეგ პაატა ბაკარანძე მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ ბათიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მხოლოდ ორჯერ დაარტყეს სტუმრებმა შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძელთა კარში - გნებავთ, კარის მიმართულებით, მაშინ როცა "სამტრედიის" კართან მომენტი-მომენტს ცვლიდა. გოლის გატანა გიორგი ქავთარაძესაც შეეძლო და დავით ბოლქვაძესაც, თუმცა ხან მეკარე კახა ჯინჭარაძე ყოჩაღობდა, ხანაც "სამტრედიის" კარის ხარიხა თუ ძელი "ერეოდა საქმეში". "ოლიმპმა" მაინც შეძლო ერთი გოლის გატანა, თანაც, გოლსაც ხომ გააჩნია! შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ჭელიძემ ეფექტური დრიბლინგით ორი მეურვე ჩამოიცილა, ეფექტურადაც დაარტყა, მაგრამ ჯინჭარაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. თუმცა, ეს ეპიზოდი ამით არ დასრულებულა: გადმოვარდნილ ბურთს პირველი ირაკლი მოდებაძე დაუხვდა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან, უძლიერესი დარტყმით ეფექტურზე ეფექტური გოლი გაიტანა - ესეც ჩემპიონატის პირველი "ჰეთ-თრიქი"!

მეორე ტაიმზე კი სალაპარაკო ბევრი არც არაფერია; უბრალოდ, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა, თუ როგორ ანიავებდნენ ერთი მეორეზე უკეთეს მომენტებს მასპინძლები; ჯერ მარტო გიორგი ჭელიძეს, სულ მცირე, სამჯერ შეეძლო გოლის გატანა, ერთ ეპიზოდში ბოლქვაძე იყო ახლოს მიზანთან, მატჩის მიწურულს კი მოდებაძეს "პოკერის" შესრულებაც შეეძლო. აი, "სამტრედია" კი მხოლოდ ორჯერ, ისიც, ცოტა არ იყოს, "მორიდებით" გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ორივეჯერ სტუმართა ჭაბუკი ნახევარმცველის დავით კირკიტაძის აქტიურობის შედეგად. თუმცა, ორივეჯერ ზურაბ ბათიაშვილმა იყოჩაღა, განსაკუთრებით კი მეორე ეპიზოდში - როცა "სამტრედიის" გამოცდილ ფორვარდს მიხეილ კაკალაძეს ბურთის გატანა არ დაანება.

ამ წარმატებით "ოლიმპმა" "ხასიათიც" ცოტა გამოიკეთა და, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილშიც მეორე ადგილზე გადავიდა.

ოლიმპი 3

სამტრედია 0

29.09. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

1:0 მოდებაძე (17), 2:0 მოდებაძე (20-პენ), 3:0 მოდებაძე (27)

ოლიმპი სამტრედია

4-2-3-1 4-2-3-1

ბათიაშვილი ჯინჭარაძე

ღონღაძე სოსელია

ქკემოკლიძე ხუმარაშვილი

რეხვიაშვილი გოგია

ჯაფარიძე ჩხიკვაძე

ქავთარაძე ქებაძე

დობროვოლსკი ი. შალიკაშვილი

მოდებაძე დ. კირკიტაძე

დ. ბოლქვაძე ჩომახიძე

გეწაძე პავლიაშვილი

ბერიაშვილი ბაკარანძე

ოლიმპი

13. გეწაძე - გ. ჭელიძე

46. დობროვოლსკი - ყაზაიშვილი

60. ბერიაშვილი - ახალკაცი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ა. კვახაძე, რაზმაძე, უგულავა

სამტრედია

46. ჩომახიძე - გუჩუა

46. ქებაძე - ბაკურაძე

46. პავლიაშვილი - კაკალაძე

სათადარიგოები: ძაგანია, ეცადეიშვილი, დვალიშვილი, ნინუა

გაფრთხილება: ჯინჭარაძე (20), სოსელია (45), ქავთარაძე (75), ხუმარაშვილი (90)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ