დღეს მსოფლიოს ჩემპიონატში ერთვება მოქმედი ტრიუმფატორი იტალიის ნაკრები, რომელსაც გუშინ გეგმები აერ-დაერია...

საქმე ისაა, რომ ქეიფ თაუნში, სადაც "სკუადრა აძურაა" დაბანაკებული, ძლიერი წვიმა წამოვიდა და მარჩელო ლიპი იძულებული გახდა, ახალდაწყებული ვარჯიში შეეწყვიტა.

მოგვიანებით ლიპიმ მწუხარება გამოთქვა ამის გამო, ხაზი გაუსვა რა იმ გარემოებას, რომ პარაგვაისთან მატჩისწინა ვარჯიშზე ძირითადი შემადგენლობის დაზუსტება სურდა. თუმცა "აძურას" მწვრთნელმა დრო მაინც არ დაკარგა და ბიჭებს თეორიული მეცადინეობა ჩაუტარა. იტალიელიები ქეიფ თაუნის "გრინ პოინტზე" (სადაც დღეს პარაგვაის შეხვდებიან) მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდებიან და მსუბუქად წაივარჯიშებენ.

ამასობაში აპენინური მედია ლიპისეული არჩევანის გამოცნობას ცდილობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მაესტრო" 4-3-3-ზე გააკეთებს აქცენტს. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, თავდასხმაში იქნებიან ალბერტო ჯილარდინო და ვინჩენცო იაკუინტა, რომელთაც ფლანგიდან სიმონე პეპე ("უდინეზეს" ყოფილი გარემარბი, რომელიც რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსში" გადავიდა) დაეხმარება, და არა ანტონიო დი ნატალე, როგორც მოსალოდნელი იყო. თუმცა ვინ იცის... ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლიპი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე