ახალზელანდიური ჰემილთონის "ჩიფსი" საკუთარ "ვაიკატო სთედიუმზე" სამხრეთაფრიკულ დურბანის "ნატალ შარქსს" ხვდება
ზე რაგბის ფინალში გამარჯვებული ამ ტურნირს პირველად მოიგებს.

ახალზელანდიური ჰემილთონის "ჩიფსი" საკუთარ "ვაიკატო სთედიუმზე" სამხრეთაფრიკულ დურბანის "ნატალ შარქსს" ხვდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ პირველობის ბედიერება არასდროს რგებია, არადა ფინალში ორივეს უთამაშია.

ჰემილთონელებს მეტოქესთან შედარებით უფრო მოკრძალებული შედეგი აქვთ. 2008 წლის ფინლში მათ პრეტორიის "ბლუ ბულზთან" დიდი ანგარიშით 17:61 წააგეს. "ნატალ შარქსმა" კი ფინალში სამჯერ თამაშა, 1996, 2001 და 2007 წლებში. სამივეჯერ წარუმატებლად.

რეგულარულ გათამაშებაში დურბანელები სტარტზე არასტაბილურად თამაშობდნენ, დასკნით ეტაპზე კი შვიდიდან შვიდივე მატჩი მოიგო და მერე, ნახევარფინალში პატარა სასწაულიც ჩაიდინა, როცა სტუმრად, კეიპთაუნში რეგულარული გათამაშების გამარჯვებული "სტორმერზი" დაამარცხა.

თითქმის გმირობის ტოლფასს გამარჯვებას მიაღწია შინ "სტორმერზმა" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან". ჰემილთონელები შინ შესანიშნავად ასპარეზობენ და მათ ფინალში ფავორიტებად მიჩნევენ. თუმცა, ფარ-ხმალის დაყრას, ცხადია, არც "ზვიგენები" აპირებენ.

ჩიფსი-ნატალ შარქსი

ჩიფსი: 15. რობი რობინსონი, 14. ტიმ ნანაი-ვილიამსი, 13. ენდრიუ ჰორელი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. აზაელი ტიკოიტუმა, 10. აარონ კრადენი, 9. ტავერა კერი-ბარლოვი. 1. სონა ტაუმანოლო, 2. მაჰონრი შვალგერი, 3. ბენ ტაიმიეფუნა, 4. კრეიგ კლარკი, 5. ბროდი რეტალიკი, 6. ლიამ მესამი, 7. ტანერაუ ლატიმერი, 8. კენი თომპსონი,

16. ჰიკა ელიოტი, 17. ბენ აფეაკი, 18. მაიკლ ფიცჯერალდი, 19. სემ კენი, 20. ბრენდონ ლეონარდი, 21. ჯეკსონ ვილსონი, 22. ლეილა მასაგა.

ნატალ შარქსი: 15. პეტ ლამბიე, 14. ლუის ლუდიკი, 13. ჯეი პი პიტერსენი, 12. პაულ იორდანი, 11. ლვაზი მვოვო, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9, კარლ მაკლოიდი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. ვილიამ ალბერტსი, 5. ენტონ გრესლერი, 6. კიგან დენიელი, 7. მარსელ კუცია, 8. რაიან კანკოვსკი.

16. კრეიგ ბარდენი, 17. ვინან ჰერბტსი, 18. სტივენ საიკსი, 19. იან დეიზელი, 20. იაკ ბოთა, 21. მაიერ ბოსმანი, 22. რიან ვილჯოენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა