მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ბელგიელ თანატოლებთან მატჩი ანგარიშით 53:65 დათმო
53:65 - ამ ანგარიშით დამარცხდა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოსნიაში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩში.

ამ წაგებით მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. სამი შეხვედრიდან სამივე მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები საუკეთესო 2 გუნდში ვეღარ მოხვდება.

მატჩის პირველი მეოთხედი ბელგიამ 17:10 მოიგო და სხვაობაც მთელი თამაში 7 ქულის ფარგლებში მერყეობდა. საქართველო მეტოქეს ბევრით არ ჩამორჩებოდა, ნიადაგ კუდზე ეჯდა, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს ვერ დგამდა. მატჩის ბოლომდე მდევრის როლში იყო საქართველო და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.

21 ქულითა და 17 მოხსნით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ბექა ბურჯანაძემ, მაგრამ საერთო საქმეს ეს არ ეყო. 13 ქულა დააგროვა, თუმცა 7 ბურთი დაკარგა ირაკლი მიქელაძემ; გიორგი ცირეკიძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს პორტუგალიასთან, თბილისის დროით 23 საათზე ჩაატარებს.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 12 აგვისტო

საქართველო 53:65 ბელგია

10:17, 14:18, 21:15, 8:15

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოსნიასთანაც დამარცხდა

საქართველოს 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყეს

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა