ესენი არიან: მეკარე ჯო ჰარტი, ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი
15 აგვისტოს, შვეიცარიულ ბერნში იტალიისა და ინგლისის ნაკრებების ამხანაგური მატჩისთვის როი ჰოჯსონის მიერ შეკრებაზე მიწვეული ფეხბურთელების ვინაობა რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ.

ინგლისელთა 65 წლის დამრიგებელს 24 საათის ინტერვალით 3 ფეხბურთელი დააკლდა. ესენი არიან: მეკარე ჯო ჰარტი, ვინც ხერხემლის ტრავმის გამო კვირას "ჩელსისთან" "ქომუნითი შილდზეც" ვერ ითამაშა; ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ვისაც ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული და თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი.

ამ უკანასკნელმა სუპერთასის შეხვედრაში მარჯვენა ფეხზე თითი ისე იტკინა, რომ სიარულშიც კი უშლის ხელს.

"სიტის" კარის დარაჯის ნაცვლად კუნძულელთა ღირსებას ჯენ ბატლენდი დაიცავს ან ჯონ რადი. როი ჰოჯსონმა ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - მეკარის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის გამოკლების შემდეგ ნაკრებში "მანჩესტერ სიტის" მცველ ჯოლეონ ლესკოტს უხმო. ინფორმაცია ფეხბურთელმა თავად გაავრცელა "ტვიტერის" საშუალებით.

ჰოჯსონის განკარგულებაში რჩებიან შემდეგი ფეხბურთელები: ბატლენდი, რადი - ბეინსი, ბერტრანი, კეჰილი, კოლკერი, იაგიელკა, უოკერი, ლესკოტი - კერიკი, კლევერლი, ლემპარდი, ა. ჯონსონი, ჯ. ლივერმორი, მილნერი, როდუელი, იანგი - კეროლი, დეფო, უოლკოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა