სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა იმ 30 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომლებიც მომავალი უქმეებიდან ოთხი ერის გათამაშებაში ჩაებმებიან
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა იმ 30 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომლებიც მომავალი უქმეებიდან ოთხი ერის გათამაშებაში ჩაებმებიან.

"ბოკეს" რიგებში ხუთი ახალი მოთამაშე იქნება. ესენია: სიია კოლისი, პატ კილიერსი, ჯეი ჯეი ენგელბერტხი, ელტონი იანტისი და იან ვერმაკი. აღსანიშნავია, რომ მეიერმა ნაკრებში დააბრუნა ანდრიას ბეკერი, რომელმაც ბოლოს ეროვნული ნაკრების კვართი 2010 წელს მოირგო. ის ყველაზე მაღალი მორაგბეა სამხრეთ აფრიკის რაგბის ისტორიაში - ბეკერის სიმაღლე 208 სანტიმეტრია.

ტრავმების გამო სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს დააკლდებიან ბიორნ ბესონი, ხუან სმიტი, სხლაკ ბურხერი, ჰაინრიხ ბრსოუ, ბანდის მაკუ და კონი ოსტჰოიზენი.

გუნდის კიდევ ორმა ლიდერმა, ვინანდ ულიფიემ და რაიან კანკოვსკიმ, კონტრაქტი გააფორმა იაპონურ კლუბებთან და ქვეყანა დატოვა. შესაბამისად, მათი თამაში ოთხი ერის გათამაშებაში გამორიცხულია.

ამასთან ერთად, საგულისხმოა, რომ "ბოკეს" შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი მაინც ირიცხება. ეს ირლანდიური "ალსტერის" უკანახაზელი რუან პინარია.

აღსანიშნავია, რომ თაობათა ცვლა უნარიანი თავკაცის ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკის ნაკრებში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ეროვნულ გუნდში მორნი და ფრანსუა სტეინების მხარდამხარ ადგილს იმკვიდრებს ახალგაზრდა პატრიკ ლამბიე, რომელიც სამხრეთაფრიკული რაგბის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და მასზე იქაური სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ.

"ბოკე" საწვრთნელ შეკრებას კეიპთაუნში გადის და 18 აგვისტოს "ნიულენდს სთედიმზე" არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. სამხრეთაფრიკელთა თავკაცი ჰეინკე მეიერი მოუთმენლად ელოდება მომავალ ბატალიებს.

"იოლი არ არის, რვა კვირის განმავლობაში ექვსი შეხვედრა გამართო მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან. ამიტომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ, დაახლოებით ისე უნდა ვიასპარეზოთ, როგორც ეს ივნისის ტესტებისას ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში შევძელით.

ტრავმების გამო ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა. ისინი თუ გამოჯანმრთელებას მოასწრებენ, საშუალება მიეცემათ, ტურნირის მეორე ნახევარში დაეხმარონ გუნდს.

კარგად ვიცნობ არგენტინის ნაკრების თამაშის სტილს. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და საკმაოდ მძლავრი, მობილური შერკინება ჰყავთ, შესანიშნავად ირჯებიან რაკში და უკომპრომისონი არიან დაცვაში თამაშისას.

ამიტომ მზადების პროცესში დიდი ყურადღება დავუთმეთ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას. ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება" - თქვა "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა.

ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბოკეს" მორკინალ კიგან დენიელსს ობობამ უკბინა.

"წარმოდგენა არ გვაქვს, ობობა საწვრთნელ ბაზაზე საიდან გაჩნდა. კიგან დენიელს ხელი ცუდ დღეში ჰქონდა.

კარგია, რომ ანტიბიოტიკებზე ალერგია არ აქვს. წუხანდელთან შედარებით, ის ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს" - დაამშვიდა "ბოკეს" ქომაგები ეროვნული ნაკრების ექიმმა კრეიგ რობერტსმა.

სამხრეთ აფრიკა

ვილემ ალბერტსი, მარსელ კუცია, კიგან დენიელი, ბისმარკ დუ პლესი, იანი დუ პლესი, პატრიკ ლამბიე, ტენდაი მთავარირა, ლუაზი მვოვო, ჯეი პი პიტერსენი, ფრანსუა სტეინი, (ყველა-ნატალ შარქსი), ანდრიას ბეკერი, იან დე ფილიერსი, ებენ ესტებესი, ბრაიან ჰაბანა, სიია კოლისი (ხუთივე-სტორმერზი), პატ კილიერსი, ელტონ იანტისი (ორივე-ლაიონზი), ჯეი ჯეი ენგელბერხტი, დეან კრილინგი, ფრანსუა ჰუგარი, ზან კირხნერი, ივანდერ კრუხერი, ჟაკ პოთხიტერი, ჩილიბოი რელეპელე, პიერ სპისი, მორნი სტეინი, ფლიპ ფან დერ მერვე, იანო ვერმაკი (ყველა-ბლუ ბულზი), რუან პინარი (ალსტერი), ადრიან სტრაუსი (ჩიტაზი).

ოთხი ერი

18 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-არგენტინა

25 აგვისტო

არგენტინა-სამხრეთ აფრიკა

8 სექტემბერი

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა

15 სექტემბერი

ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა

29 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

6 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული