ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფოთის კოლხეთშიც დიდი პრობლემებია

ფოთის კოლხეთშიც დიდი პრობლემებია

გუშინ "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ფოთის "კოლხეთში" ფინანსური პრობლემებია და კლუბმა, შესაძლოა, ჩემპიონატი მიატოვოს...

გუშინ "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ფოთის "კოლხეთში" ფინანსური პრობლემებია და კლუბმა, შესაძლოა, ჩემპიონატი მიატოვოს. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ხსენებული პრობლემის გამო "კოლხეთს" ვარჯიშებიც კი ჩაუვარდა. თითქმის 2 თვეა სეზონი დაიწყო და კლუბში პრემიები არ დარიგებულა. ფოთელები "ოლიმპთან" თამაშზე გასვლას არც აპირებდნენ, მაგრამ სიტუაცია პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის მეცადინეობით დარეგულირდა. "ლელოს" ინფორმაციით, ფეხბურთელები მაშინ 1 ოქტომბრამდე მოცდას დაყაბულდნენ...

თუმცა სიტუაცია არ შეცვლილა და როგორც გვაცნობეს, ზუგდიდში "ბაიასთან" გამართული შეხვედრის (1:2 "ბაიას" სასარგებლოდ) შემდეგ "კოლხეთი" აღარ ვარჯიშობს, არადა, კვირას ცხინვალის "სპარტაკს" უნდა უმასპინძლოს. ფეხბურთელები არც ხსენებულ შეხვედრაში თამაშს აპირებენ. "ლელოს" ინფორმაციით, მათ წერილი გაუგზავნეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელშიც მას ჩემპიონატის შესაძლო მიტოვებაზე ამცნობენ. აღმოჩნდა, რომ ზვიად სიჭინავას ფოთში არსებულ პრობლემებზე არაფერი სცოდნია.

"ლელო" კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას დაუკავშირდა. "აი, ამ წუთებში შევდივარ გუნდთან შეხვედრაზე, დაახლოებით 10 წუთში დამირეკეთ და უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით", - გვითხრა ბარქაიამ.

ბარქაიას კომენტარით დასტურდება, რომ პროტესტის შესახებ ინფორმაცია მართალი ყოფილა. არადა, "კოლხეთის" პოტენციურ დამფინანსებლად ფოთის პორტი მოიაზრებოდა, თუმცა საქმე გაჯანჯლდა და თუ ის ინფორმაციაც დადასტურდა, რომ პორტიდან ასეულობით თანამშრომელს უშვებენ, არა გვგონია, ეს კარგი ცხოვრებით იყოს გამოწვეული, გამოთავისუფლებული თანხა კი "კოლხეთისთვის" უნდოდეთ. სწორედ პორტს უნდა გაეღო 300 ათასი, ამდენივეთი უნდა დახმარებოდა კლუბს კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, დარჩენილ ნაწილს კი (თანხის მილიონამდე გასაზრდელად) "კოლხეთს" ფოთელი ბიზნესმენები შეაწევდნენ.

თუმცა თემურ ბარქაია დღემდე ერთადერთი ბიზნესმენია, რომელსაც კლუბი მხრებზე დააწვა. ერთადერთი, რითიც მერია ეხმარება, საწვავია. სხვათა შორის, მერიამ გასულ წელს "კოლხეთს" 300 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა, თუმცა ახლა უმაღლესლიგელის ბიუჯეტიდან დაფინანსება აკრძალულია და "კოლხეთიც" ამიტომ გაიჭყლიტა. თორემ, ფოთის მერიას ბიუჯეტიდან სპორტისთვის კარგა გვარიანი თანხა აქვს გამოყოფილი და არც კლუბის დახმარება იქნებოდა შეუძლებელი...

ბოლოს ისევ ბარქაიას მოვუსმინოთ: "გუნდი ივარჯიშებს და "სპარტაკთან" თამაშზეც გავა... რაც შეეხება დაფინანსებას, ეს საკითხი ირკვევა და დეტალებია დასაზუსტებელი".

"კოლხეთის" პრეზიდენტი შეგვპირდა, რომ საკითხის გარკვევის შემდეგ თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა ბატონ თემურს აღარ დაურეკავს. როგორც გავიგეთ, შეხვედრები გვიანობამდე გაგრძელებულა... ვნახოთ, როგორც მოგვარდება "კოლხეთის" პრობლემა.

მამუკა ქანთარია

ფოთიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა