3 ოქტომბერს "სამტრედია" საშინაო არენაზე ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლებს, თუმცა უცნობია, რა იქნება ამის შემდეგ. იმერული კლუბი ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის სარკეა...

3 ოქტომბერს "სამტრედია" საშინაო არენაზე ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლებს, თუმცა უცნობია, რა იქნება ამის შემდეგ. იმერული კლუბი ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის სარკეა. უმაღლეს ლიგაში კარგად დაფინანსებულ გუნდებს ველოდით, თუმცა ეს იმედები არ გამართლდა. სამწუხარო ფაქტია - კლუბების ნაწილს ფინანსურად გაუჭირდათ, ტელევიზიები ეროვნულ პირველობას აღარ აშუქებენ, "სამტრედია" კი დაშლის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. კლუბის პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილი გუნდის დაშლას არ გამორიცხავს. მას გუშინ გავრცელებული ხმების გადასამოწმებლად შევეხმიანეთ - თითქოს, "წყალკანალმა" კლუბის სპონსორობა საკუთარ თავზე აიღო. ცნობისთვის, რუსთავში, "ოლიმპთან" მატჩის დაწყებამდე, ხსენებულმა კომპანიამ ფეხბურთელებს ახალი სათამაშო ფორმა და 22 ბუცი გადასცა. კომენტარისთვის კვლავ "სამტრედიის" პრეზიდენტს მივმართეთ.

"ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობა სამი თვის წინ დავიწყეთ. შეგვპირდნენ, ფორმებს გიყიდითო და "ოლიმპთან" მატჩამდე საჩუქრად გადმოგვცეს კიდეც. ამისთვის, "წყალკანალს" სამტრედიელი გულშემატკივრების სახელით უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. თუმცა მათ კლუბის გენერალურ სპონსორობაზე არაფერი უთქვამთ. ასე რომ, ხმები - ჩვენთან სპონსორის მოსვლის თაობაზე, ტყუილია.

გუნდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ერთი ის ვიცი, რომ 3 ოქტომბერს შინ ზუგდიდის "ბაიას" ვუმასპინძლებთ, მაგრამ ამის მერე რა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს. სპონსორი კვლავ არ ჩანს. ასეთ ვითარებაში ხვალინდელ პერსპექტივაზე როგორ ველაპარაკო ფეხბურთელებს და მოედანზე გასვლა ვთხოვო, როცა კვების საკითხების მოგვარებასაც ვერ ვახერხებთ? თუკი იმდენ ქულას დავკარგავთ, რომ მეორე წრეში თამაში აზრს დაკარგავს, მერე სპონსორის მოსვლას აზრი აღარ ექნება და ასეთ მდგომარეობაში უმაღლეს ლიგაში თამაში ქართული ფეხბურთისა და სამტრედიელების შეურაცხყოფა იქნება. გასვლით მატჩებს ვინ ჩივის, დიდი ჯიხაიშის საწვრთნელ ბაზაზე მისვლასაც ვეღარ ახერხებენ ფეხბურთელები. დახმარებას მხოლოდ იმერეთისა და რაიონის ხელმძღვანელობა გვპირდება, თუმცა მხოლოდ ხელფას-პრემიებით სეზონის ჩატარება შეუძლებელია. ვშიშობ, გუნდი არ დაგვეშალოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

torgva10
ის სპონსორები სადღა არიან, რო დაპირდნენ და თავი გამოიდეს სპონსორობას! სიტყვის კაცები არ არიან! შეიძლება ასე მიაგდო გუნდი და ხალხი ერთადერთი სიხარულიც გაუქრო? ეგრეა ტელევიზიით გამოაცხადებენ ასე იქნება ისე იქნებაო და ხალხს გონია რომ გუნდებს სპონსორები ყავს...
gio
ამხელა რკინიგზის კვანძია სამტრედია, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ ვერ უნდა ყავდეთ სპონსორი, ვერ გამიგია რა...
admin
gia@ როგორც ამბობენ, დეკემბრისკენო
gia
როდის იქნება ქარტული საფეხბურტო არხი?
tbiliseli
რა გახდა ამ ერთი კლუბის შენახვა რა უბედურობაა,შეინახოს მთავრობამ,მინიმუმი მაინც მისცეს სანამ სპონსორი გამოჩნდება.ეს გუნდი თუ დაიშალა უპატიებელი იქნება მთავრობისთვისაც და ფედერაციისთვისაც და საერთოდ ყველასთვის.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის