2008 წელს შეიხმა მანსურმა წარმოთქვა ფრაზა "its, all getting messy" (ყველაფერი რთულდება), რომელიც კლუბის ინგლისურმა თანამშრომლებმა გაიგეს, როგოც "get Messi" (გადმოიბირეთ მესი)
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გარი კუკმა განაცხადა, რომ 2008 წელს გუნდი "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესის შეძენას ცდილობდა.

2008 წლის აგვისტოს ბოლო დღეებში არაბეთის გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჯგუფმა Abu Dhabi United Group (ADUG) "მანჩესტერ სიტის" აქციების 90 პროცენტი შეიძინა.

კუკი ამბობს, რომ სატელეფონო მოლაპარაკებების დროს კომპანიის თავმჯდომარემ, შეიხმა მანსურმა წარმოთქვა ფრაზა "its, all getting messy" (ყველაფერი რთულდება), რომელიც კლუბის ინგლისურმა თანამშრომლებმა გაიგეს, როგოც "get Messi" (გადმოიბირეთ მესი). მაშინ "მანჩესტერ სიტიმ" "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელის შეძენის თხოვნით მიმართა. "სიტი" მესის ტრანსფერში 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო.

მესის ტრანსფერის ვერგანხორციელების შემდეგ ინგლისურმა კლუბმა 32 მილიონ ფუნტ სტერლინგად მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი რობინიო შეიძინა, რაც იმ დროისთვის "სიტის" ისტორიაში უძვირესი ტრანსფერი გახდა.

"მანჩესტერ სიტი" მესის შეძენას მერეც ცდილობდა. 2009 წლის გაზაფხულზე ინგლისური კლუბი არგენტინელში 150 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმა იყო, მაგრამ "ბარსელონას" მხრიდან უარი მიიღო.

მფლობელის გამოცვლის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" მოკლე ხნის მანძილზე ინგლისის თასი და სუპერთასი და ინგლისის ჩემპიონატი (პირველად 1966 წლის შემდეგ) მოიგო.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა