უელსის ტელეარხებზე რეკლამა გამოჩნდა, სადაც ლეიგ ჰალპფენი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ცხენთან ერთად დარბის
უელსის ტელეარხებზე კიდევ ერთი სარაგბო რეკლამა გამოჩნდა. "წითელი ურჩხულების" ფულბეკი ლეიგ ჰალპფენი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ცხენთან ერთად დარბის.

უელსის რაგბის კავშირმა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელიც ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის, უელსის ეროვნული გუნდის ნოემბრის ტესტებს უკავშირდება.

უელსელები შინ ოთხ შეხვედრას გამართავენ არგენტინის, სამოას, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან. ამ კლიპს წინ უსწრებდა კიდევ ერთი სარეკლამო რგოლი, რომელშიც უელსის ნაკრების გარემარბი ჯორჯ ნორსი უღრან ტყეში უზარმაზარ ხეებს მარტო ჭრის.

აღსანიშნავია, რომ მზადდება კიდევ ორი კლიპი რის პრისტლენდის და დენ ლიდიატის მონაწილეობით. ჰალპფენის სარეკლამო რგოლის არსი კი ასეთია: ის ცხენის მხარდამხარ გარბის ზღვის სანაპიროზე, რითაც განასახიერებს, თუ როგორი ფიზიკური მზადყოფნაა საჭირო თანამედროვე სპორტსმენისთვის.

"ჩვენ ევროპის საუკეთესო გუნდი ვართ და ამიტომ ნოემბერში ოთხივე სტუმარი გაორმაგებული ენერგიით ეცდება, დაგვამარცხოს. ეს სარეკლამო კამპანია კი საიმისოდ წამოვიწყეთ, რომ ყველას დავანახოთ, რა მძიმე შრომა უწევთ მოთამაშეებს, რათა იმ სიმაღლეებს მიაღწიონ, რომელზეც ამჟამად იმყოფებიან და ახლაც, კიდევ უფრო რომ განვვითარდეთ, არანაკლები მოცულობის გარჯა გვმართებს.

უელსის ნაკრები ნოემბრის ტესტების წინ, ტრადიციულად, პოლონეთში გაემგზავრება საწვრთნელ შეკრებაზე. დარწმუნებული ვარ, არგენტინის, სამოას, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან კარდიფში, "მილენიუმზე" შესანიშნავი ბრძოლები გაიმართება. უნდა ვცადოთ და ოთხივე მატჩი მოვიგოთ.

იმედი გვაქვს, რომ ეს სარეკლამო კამპანია ქომაგებს კიდევ უფრო მეტად განაწყობს, რათა საყვარელ გუნდს ოთხივე შეხვედრაში გულმხურვალედ დაუჭირონ მხარი; მოსცილდნენ ტელევიზორებს, მოვიდნენ სტადიონზე და "წითელი ურჩხულების" ზეობა საკუთარი თვალით იხილონ", - თქვა უელსის რაგბის კავშირის კომერციულმა დირექტორმა კრეიგ მაქსველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა