ავსტრალიის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრას შაბათს პერთში, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს
ავსტრალიის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრას შაბათს პერთში, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

პირველ ორ მატჩში "ოლ ბლექსთან" მარცხის შემდეგ "ვოლაბების" ახალზელანდიელ თავკაც რობი დინსს თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა და თავსატეხიც მიეძალა.

ავსტრალიის ნაკრებმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა "პუმებს" ორივე მატჩი მოუგოს და შინ სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდიც აუცილებლად დაამარცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დინსს გადაყენება ემუქრება.

გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავსტრალიელთა დამრიგებელმა ოთხი ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი, 21 წლის გარემარბი დომინიკ შიპერლი მოხვდა.

უნივერსალი შუამარბი ადამ ეშლი-კუპერი კი ისევ შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლებს. ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში მოხვეჭილი 69-ე კეპი იქნება. აქედან ადამმა შუამარბად 30 შეხვედრაში ითამაშა.

ორი ცვლილება შეეხო შერკინებასაც. პირველ ხაზში კვაჭის პოზიციაზე სტივენ მური ითამაშებს. შერკინების შემკვრელი (#8) სკოტ ჰიგინბოთამი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, ძირითადში კი ამ პოზიციაზე რადეკი სამო გაირჯება.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ისევ ძირითადშია მგეზავი ქუადე კუპერი. რობი დინსს იმედი აქვს, რომ ის ცხრა ნომერ ვილი გენისთან დუეტში ისევ გენიალურად ათამაშდება.

შთამბეჭდავად გამოიყურება ტრავმირებულ მოთამაშეთა სია, რომლებიც ავსტრალიის ნაკრებს ვერაფრით ეხმარებიან. ესენია: დრიუ მიტჩელი, დევიდ პოკოქი, ჯეიმზ ჰორვილი, ჯეიმზ ოკონორი, სეკოპე კეპუ, ვიკლიფი პალუ, პეტ მაკკები და ბენ მაკკალმენი.

ავსტრალია

15. ქართლი ბეილი, 14. დომინიკ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სიტელეკი ტიმანი, 5. ნათან შარფი, 6. დეივ დინსი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადეკი სამო.

16. ტატაფუ პოლოტა ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლიამ გილი, 20. ნიკ ფიპსი, 21. მაიკ ჰარისი, 22. ენტონი ფაინგაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე