დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, რომელი ტელეკომპანია გააშუქებდა ეროვნულ ჩემპიონატს. გულშემატკივარს უჭირდა იმის დაჯერება, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ტურნირი ტელეეთერის მიღმა დარჩებოდა...
დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, რომელი ტელეკომპანია გააშუქებდა ეროვნულ ჩემპიონატს. გულშემატკივარს უჭირდა იმის დაჯერება, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ტურნირი ტელეეთერის მიღმა დარჩებოდა. არადა, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ტურის ცენტრალური მატჩის რეპორტაჟი და მიმოხილვა არც ერთ არხზე აღარ გადიოდა. გაუგებარი იყო - თუ ახალი პროექტი არ არსებობდა, მედიაკომპანია "კოლხიდასთან" კონტრაქტი რატომ გაწყდა? გულშემატკივრისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ კომპანიას პროფლიგასთან 20-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა თუ ნახევარწლიანი - მთავარი ის იყო, რომ ეროვნული პირველობა შუქდებოდა...

სატელევიზიო საკითხებში კომპეტენტურ რამდენიმე პიროვნებასთან საუბრის შემდეგ დავადგინეთ, რომ ვითარება, შესაძლოა, მალე შეიცვალოს: ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "რუსთავი 2" ტურის მიმოხილვასა და მატჩების სიუჟეტებს შემოგვთავაზებს - "საფეხბურთო ღამე" 11 ოქტომბერს ძველი დროით, 00:00 საათიდან გავა ეთერში. ეს ინფორმაცია "ლელოს" სამაუწყებლო კომპანიის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა დიმიტრი ობოლაძემ გაგვიმხილა: "გადაწყვეტილია, რომ "საფეხბურთო ღამე" ეთერში 11 ოქტომბერს დაბრუნდება. ეს იქნება განახლებული ფორმატის გადაცემა. სამწუხაროდ, ჩემპიონატის მატჩებს არავინ იღებს, თამაშზე ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ოთხი კამერით წასვლა შეუძლებელია, სასურველი ხარისხი არ არის და აქედან გამომდინარე, მატჩების გარჩევები აღარ გვექნება. თუმცა ძველებურად ყველა შეხვედრის სიუჟეტს ვაჩვენებთ".

"საფეხბურთო ღამე" ამიერიდან ერთ-ერთი წამყვანის არჩილ არველაძის გარეშე გავა: "აჩიკომ ჩვენი გადაცემის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ხშირად თურქეთშია, გადაცემისთვის ვეღარ იცლის და ამიტომ, "საფეხბურთო ღამე" მის გარეშე გავა. იმედი მაქვს, მოწვეული სტუმრების სტატუსით მთელი სეზონი ჩვენთან იქნებიან გიორგი დევდარიანი და კობა ჟორჟიკაშვილი. გადაცემის მსვლელობის დროს იქნება მაყურებლის ზარები და ვფიქრობ, გადაცემა კვლავ აქტუალური იქნება".

ობოლაძისვე თქმით, გადაცემის აღდგენა ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციის სურვილითაა განპირობებული: "ეროვნული ჩემპიონატი უკვე მესამე თვეა დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ტელევიზიები მას აღარ აშუქებენ. ასე არ შეიძლება! თუკი მაქსიმალური ყურადღება არ მიექცა და თუნდაც ტურის მიმოხილვა და სიუჟეტები არ ვაჩვენეთ, საქართველოს პირველობა მოკვდება. ტელევიზიას დიდი მნიშვნელობა აქვს და "რუსთავი 2-ს" ამიტომაც სურს მისი გაშუქება. თან წელს საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატია და ეს ბევრმა არც იცის".

პროფლიგის პრესატაშე მიხეილ აბაიშვილის თქმით, მალე "პირველ არხზე" რეპორტაჟები და მიმოხილვა აღდგება.

"პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი "პირველი არხის" ხელმძღვანელ გია ჭანტურიას ესაუბრა. ჭანტურიამ პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და "პირველი არხის" ეთერში ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟების აღდგენის სურვილი გამოთქვა. ასე რომ, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. სხვათა შორის, რეპორტაჟების აღდგენა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩით გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა - უბრალოდ, ვერ მოესწრო. ახლა დაიწყება მოლაპარაკებები ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად და, ალბათ, შეთანხმებას ხელ მოვაწერთ. სავარაუდოდ, გადაცემა სანაკრებო მატჩების შემდეგ, მეორე წრიდან დაიწყება. მეორე წრის მატჩები კი 16 ოქტომბერს იწყება", - ამბობს აბაიშვილი.

"ლელომ" კომენტარი ლექსო თოფურიასაც სთხოვა. მედიაკომპანია "კოლხიდის" პრეზიდენტი გახლდათ პროგრამა "გოლის" იდეის სულის ჩამდგმელი, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, "კოლხიდასა" და პროფესიული ფეხბურთის ლიგას შორის გაფორმებული 20-წლიანი კონტრაქტი სექტემბერში გაწყდა. თოფურია იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც პროექტს პრობლემები შეექმნა.

"მე კი მსურდა პროექტის გაგრძელება, მაგრამ საბოლოოდ, კონტრაქტი მაინც ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ. სამწუხაროდ, ეროვნული პირველობის სატელევიზიო პროექტი რთული განსახორციელებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ამ დასკვნამდე მივედით - სანამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები გარკვეულ კალაპოტში არ ჩაჯდებიან, ფინანსურად უზრუნველყოფილნი არ გახდებიან და სპონსორებს არ მოვიზიდავთ, სრულყოფილი სატელევიზიო პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. გადაცემას თანხები არ მოჰქონდა, რადგან ჩვენი ჩემპიონატი რეიტინგული არ არის და ბიზნესჯგუფებს არ აინტერესებთ. ბევრ ბიზნესმენს ველაპარაკეთ, მაგრამ მათი პოზიციები თითქმის იდენტურია. ვფიქრობ, პირველობას ადრე თუ გვიან მაინც გააშუქებენ და ეთერის მიღმა არ დარჩება, მაგრამ სხვა საკითხია, მოიტანს თუ არა ასეთი გადაცემები შემოსავალს. არადა, ფეხბურთის კომერციალიზაციის პირობებში ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. "კოლხიდის" პროექტი კი სწორედ კომერციალიზაციას ემსახურებოდა. თუმცა მაინც ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან სატელევიზიო პროექტი განხორციელდება და ქართული ფეხბურთი მომგებიანი გახდება", - გვითხრა თოფურიამ.

kutaiski
მზეზე ჯობდა 1 არხს დვალიშვილს მაგარი პროექტი ქონდა.. 1 არხს მაგდენი დრო არ აქ
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება