ქარის თასის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში თამაშის უფლება ორმა, "ნატალ შარქსმა" და "ვესტერნ პროვანსმა" დაიბევა. დარჩენილი ორი საგზურისთვის კი სამი გუნდი "ბლუ ბულზი", "ჩიტაზი" და "ლაიონზი" იბრძვის...
ქარის თასის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში თამაშის უფლება ორმა, "ნატალ შარქსმა" და "ვესტერნ პროვანსმა" დაიბევა. დარჩენილი ორი საგზურისთვის კი სამი გუნდი "ბლუ ბულზი", "ჩიტაზი" და "ლაიონზი" იბრძვის.

მე-13 ტურის მთავარი შეხვედრა პრეტორიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ბლუ ბულზმა" მეორეადგილოსან "ვესტერნ პროვანსს" უმასპინძლა და უმწვავეს ბრძოლაში 36:32 მოუგო. პრეტორიელებმა პირველი ტაიმი 10:16 წააგეს, თუმცა მეორეში ძალების მობილიზება შეძლეს, მეტოქეზე ერთით მეტი, სამი ლელო გაიტანეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

"ბლუ ბულზიდან" ყველაზე შედეგიანი იყო მგეზავი იაკო პოთხიტერი, რომელმაც გუნდს 18 ქულა მოუტანა (სამი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო). სტუმრებს შორის გამორჩეული, როგორც თითქმის ყველა მატჩში, ასევე მგეზავი ვილემ და ფაალი გახლდათ, რომელმაც ორი გარდასახვა და ექვსი საჯარიმო გაიტანა (22 ქულა).

"ბლუ ბულზი" ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება უმოტივაციო "გრიკასს". პრეტორიელებს რვა ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგებაც აძლევთ ხელს, რადგან ერთ საპრემიო ქულას მიიღებენ და უახლოეს მდევარ "ლაიონზისთვის" მიუწვდომელნი შეიქნებიან.

იოჰანესბურგის "ლაიონზს" საბედისწერო მარცხი აგემა მესამეადგილოსანმა, ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" - 43:37. თამაში უხვლელოიანი გამოდგა, გუნდებმა ათი ლელო გაიტანეს. აქედან ბლუმფონტეინელების ანგარიშზე ექვსი ლელოა. ექვსიდან ორი კი მესამეხაზელმა ეშლი იონსონმა მიითვალა. ცუდად ურტყა კარში მგეზავმა ლუის სტრიდომმა, რომელმაც ექვსიდან მხოლო ორი ლელო გარდასახა. "ჩიტაზმა" პირველი ტაიმი 11:20 წააგო.

შესვენების შემდეგ, ბლუმფონტეინელებმა ხუთი ლელოს გატანა მოახერხეს და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ბოლო ტურში ჩიტაზელების მეტოქე გასვლით მატჩში აუტსაიდერი "ლეოპარდსი" იქნება და, სავარაუდოდ, იოლად მოიგებენ, რითაც პლეი ოფის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ.

გათამაშების ლიდერმა და ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა "ნატალ შარქსმა" შინ სწორედ "ლეოპარდსი" გაანადგურა - 63:6. "ზვიგენებმა" მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს, აქედან ორ-ორი პირველხაზელ იან დუ პლესის, მესამეხაზელ კიგან დენიელისა და გარემარბ ოდვა ნდუნგანეს ანგარიშზეა. მგეზავმა ანდრე პრეტორიუსმა ცხრავე გარდასახა.

"ნატალ შარქსის" მომდევნო მეტოქე საშინაო მატჩში მეორეადგილოსანი "ვესტერნ პროვანსი" იქნება. ამ თამაშის შედეგს მნიშვნელობა მხოლოდ დასავლელებისთვის აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ისინი რეგულარულ გათამაშებას მეორე ადგილზე დაასრულებენ და ნახევარფინალში პირველ ადგილზე გასულ "ნატალ შარქსს" ასცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში პირველადგილოსანი მეოთხე ადგილზე გასულს ხვდება. მეორე ფინალისტის ვინაობა კი მეორე და მესამე ადგილსნების დაპირისპირებაში გაირკვევა.

XIII ტური

ნატალ შარქსი-ლეოპარდსი 63:6, ბლუ ბულზი-ვესტერნ პროვანსი 36:32, პუმასი-გრიკასი 31:61, ჩიტაზი-ლაიონზი 43:37.

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 52 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 44, 3. ჩიტაზი - 42, 4. ბლუ ბულზი - 42, 5. ლაიონზი - 37, 6. გრიკასი - 36, 7. პუმასი - 18, ლეოპარდსი - 5.

XIV ტური

გრიკასი-ბლუ ბულზი, ლეოპარდსი-ჩიტაზი, ვესტერნ პროვანსი-ნატალ შარქსი, ლაიონზი-პუმასი.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა