22 წლის "სუპერმარიო" "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ეწვია მადრიდს, მაგრამ რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი მოუვიდა

მარიო ბალოტელი და სკანდალები დიდი ხანია, განუყრელ ცნებებად იქცა და ეს ყოველივე, უპირველესად, სწორედ ფეხბურთელის დიდი მეცადინეობით.

22 წლის "სუპერმარიო" "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ეწვია მადრიდს, მაგრამ რობერტო მანჩინისთან კონფლიქტის გამო ის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

"დეილი სტარი" დეტალებით დაინტერესდა და შემდეგი ამბავი შეიტყო:

"სტოკ სიტისთან" მატჩის (1:1) დასრულების შემდეგ მწვრთნელმა ყველას სთხოვა, რომ მაქსიმალურად მორიდებოდნენ დატვირთვას, რათა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი მატჩისთვის ძალები შემოენახათ.

რჩევა ერთადერთმა ფეხბურთელმა არ გაითვალისწინა და გასაგებია, რომ ეს ბალოტელი იქნებოდა. ის გასართობად ღამის კლუბს ეწვია და დილის საათებამდე შემორჩა. ინფორმაციამ გუნდის მთავარ მწვრთნელამდე მიაღწია.

მადრიდში გაფრენამდე ოსტატსა და შეგირდს შორის დაძაბული დიალოგი გაიმართა. მანჩინიმ ბალოტელის ცხადად განუმარტა, რომ ის გუნდს ესპანეთში გაჰყვებოდა, მაგრამ წინდაწინ უნდა სცოდნოდა, რომ განაცხადში ვერ მოხვდებოდა.

ამას გარდა, რობერტომ ფეხბურთელს კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვა, რომ სიგარეტს თავი დაანებოს და დახმარებისთვის ფსიქოთერაპევტს მიმართოს. ბალოტელიმ მწვრთნელის მითითებები შორს დაიჭირა.

"მანჩესტერ სიტის" ინკოგნიტო წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მანჩინისა და ბალოტელის შორის მორიგმა შავმა კატამ გაირბინა და ამის მიზეზი მარიოს ღამეული თავგადასავლები და ნიკოტინისადმი მისი მიდრეკილებაა.

იტალიელ მწვრთნელს მისი შეგირდები კარგ დიპლომატად ახასიათებენ. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ის მარიოს შემორიგებას და თუ მოახერხებს, რამდენ ხანში შეძლებს ამის გაკეთებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა