საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური
მატჩს წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა - ავტოკატასტროფაში ფიფას მსაჯის, ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები დაიღუპნენ...

შეხვედრა კი მოსალოდნელი და ლოგიკური შედეგით დასრულდა. თუმცა პირველ ტაიმში "ვიტ ჯორჯია" "დინამოსთვის" წინააღმდეგობის გაწევასაც ახერხებდა და რეალური საგოლე მომენტიც გაუშვა ხელიდან. თითქოს ვეტერინართა განადგურებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

ტრავმირებული გიორგი ლორიას არყოფნაში "დინამოს" ესპანელმა ჩისკომ უკაპიტნა და ანგარიშიც მანვე გახსნა - საჯარიმო დარტყმა ოსტატურად შეასრულა და ვიტელთა მეკარე ბურთს ვერ შესწვდა.

სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ამის შემდეგაც დუშან უჰრინის გუნდის მხარეზე იყო, თუმცა "ვიტ ჯორჯიას" წონასწორობის აღდგენა მაინც შეეძლო - 38-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ კარს ახლო მანძილიდან ააცილა.

"დინამომ" "ვიტ ჯორჯია" უშანსოდ 70-ე წუთზე დატოვა, როცა ჩისკომ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და დუბლი გაიფორმა.

ამის შემდეგ უკვე სხვების ჯერი დადგა. გიორგი მერებაშვილმა, რომელსაც მოედანზე ამჯერად მხოლოდ 16 წუთის გატარება მოუწია, დროის ექვსწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა.

მერებაშვილმა ორივეჯერ საშუალო დისტანციიდან გაიტანა და საკმაოდ ეფექტურადაც, მაგრამ მატჩის ნამდვილი მშვენება გივი კვარაცხელიას გოლი იყო - "დინამოს" გამოცდილმა მცველმა "ვიტ ჯორჯიას" კარი "მაკრატელათი" დალაშქრა.

ასეთი ეფექტური გამარჯვებით დაიბრუნა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ჩემპიონატის ლიდერობა. "ვიტ ჯორჯიასთვის" კი ხუთბურთიანი მარცხი, მართალია, უსიამოვნოა, მაგრამ არც ტრაგედია უნდა იყოს - უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლ ვეტერინარებს ქულათა მარაგის შევსება, უპირველესად, უშუალო კონკურენტებთან ჭიდილში მართებთ.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური

22.09. თბილისი. დინამო არენა. 300 მაყურებელი

დინამო-ვიტ ჯორჯია 5:0

1:0 ჩისკო (21), 2:0 ჩისკო (70. პენ.), 3:0 მერებაშვილი (76), 4:0 გ. კვარაცხელია (78), 5:0 მერებაშვილი (82)

დინამო ვიტ ჯორჯია

4-3-3 5-4-1

ზარქუა ნ. დაუშვილი

სეთურიძე ხურცილავა

გ. კვარაცხელია კასრაძე

ხიზანეიშვილი გეთიაშვილი

რეხვიაშვილი გოგიაშვილი

ტვილდიანი ღანიაშვილი

ალვარო კორიფაძე

ძარია ვასაძე

ჩისკო გურეშიძე

დვალი დავლაშელიძე

გლიშიჩი ჩიმაკაძე

მწვრთნელები:

დ. უჰრინი მ. კოჭლაშვილი

დინამო

74. დვალი - მერებაშვილი

79. ჩისკო - ვოსკობოინიკოვი

81. ტვილდიანი - ლექვთაძე

სათადარიგოები: სეფიაშვილი, გველესიანი, ნ. კვეკვესკირი, ჯიღაური

ვიტ ჯორჯია

57. დავლაშელიძე - ზაქრაძე

78. კასრაძე - ღიბრაძე

85. კორიფაძე - გაბრიჭიძე

სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ჯავაშვილი, ჯუღელი

გაფრთხილება: დავლაშელიძე (16), ხიზანეიშვილი (66), ვასაძე (70), გურეშიძე (89)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ტურის სხვა მატჩები

ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1 - ზედიზედ მესამედ ოთხბურთიანი სხვაობით

ზესტაფონი-დილა 0:1 - ვისთვის დილა, ვისთვის ღამე

ზუგდიდი-ჩიხურა 4:2 - ჯგირიე! უჯგირიე!

მეტალურგი-კოლხეთი 2:1 - განსხვავებული ტაიმები

მერანი-სიონი 1:0 - მარტვილელთა საშინაო ტრადიცია

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

დინამო (თბ)

6

5

0

1

17-4

15

2.

ტორპედო

6

5

0

1

17 4

15

3.

ჩიხურა

6

4

0

2

10-8

12

4.

მეტალურგი

6

4

0

2

6-6

12

5.

მერანი

6

3

0

3

4-8

9

6.

ზუგდიდი

6

2

3

1

7-4

9

7.

ზესტაფონი

6

2

1

3

5-4

7

8.

დილა

6

2

1

3

7-7

7

9.

სიონი

6

1

3

2

7-8

6

10.

ვიტ ჯორჯია

6

1

2

3

2-8

5

11.

კოლხეთი

6

0

2

4

2-12

2

12.

დინამო (ბთ)

6

0

2

4

3-14

2

ბომბარდირები:

დვალი (დინამო) 4

ჩისკო (დინამო) 4

ჯიქია (სიონი) 4

ალვარო (დინამო) 3

ტატანაშვილი (მეტალურგი) 3

ოდიკაძე (ჩიხურა) 3

საბანაძე (ტორპედო) 3

კუხიანიძე (ტორპედო) 3

VII ტური

26 სექტემბერი, ოთხშაბათი

დინამო (ბთ)-მერანი

კოლხეთი-ტორპედო

დილა-მეტალურგი

ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი

ჩიხურა-დინამო (თბ)

სიონი-ზუგდიდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gugesha
არ დაუჯერო ბიჭო ამათი ...... მართლა 2000 კაცამდე იყო და ეს სი.... ვარაუდზე წერენ მწვანეზე ვიჯექი და ლურჯებზე ქვევით 3 ტრიბუნა სავსე იყო ზემოთაც ბლომად იყო ხალხი და + გლადიატორები 300 კაცამდე
dfjfjh
აქედან 75 კაცი სტადიონის ადმინისტრაციასჰი მუსჰაობს :D:D:D:D 44 კაცი ორივე გუნდიდან ფეხბურტელები,მწვრტნელებს,მსაჯებს ექიმებს არ ცჰავტვლი :D სადგაც 65 კაციც იქნებოდა იმენო მაყურებელი რა :D:D:D:D:D
gio83
მართლა ნამუსი არ გაქვთ ბიჭო რა უბედურებაა ეს ლურჯებს შეხედეთ მაინც გადმოდით მწვანე ტრიბუნაზე და დაითვალეთ ხალხი ესე უაზროდ დაწერას სულ არ დაწეროთ აჯობებს 2000 კაცამდე იყო და 300 გიწერიათ
avto
მაგრები ხართ რა მაყურებლის რაოდენობას რომ ვარაუდზე წერთ მინიმუმ 1500 კაცი იყო და 300 გიწერიათ თვლა მაინც არ იცით? თითო ტრიბუნა 1000 კაციანია და 300 კაცს როგორ წერთ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა