30 სექტემბერს, ქუთაისში, ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდი - "ტორპედო" და "დილა" წარსდგებიან
30 სექტემბერს გასამართ, ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურში ორი გამორჩეული ცენტრალური მატჩის მომსწრენი გავხდებით.

ყველაზე საინტერესო დაპირისპირებები იმერეთში გაიმართება და ყველაზე მეტად სწორედ ქუთაისურ და ზესტაფონურ მატჩებს შეუძლია სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი გადაადგილებების გამოწვევა.

დავიწყოთ "ტორპედო"-"დილას" მატჩით, სადაც ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდი შეხვდება.

"ტორპედომ" ჩემპიონატის მთელი საწყისი ნაწილი სტაბილურად განვლო, "დილა" კი აღმავლობის გზას პირწმინდად ჩაგდებული სტარტის შემდეგ დაადგა.

გორელთა პროგრესი მათ ახალ მთავარ მწვრთნელს, გიორგი დარასელიას უკავშირდება, რომლის ხელმძღვანელობითაც "დილამ" მიყოლებით სძლია უშუალო კონკურენტებს, "დინამოს", "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" და 30-ში კალენდრის რთულ მონაკვეთს "ტორპედოსთან" ბრძოლით დაასრულებს.

წესით, ფრე არც ერთი გუნდის ინტერესებში უნდა შედიოდეს - დიდი ალბათობით, "ტორპედო" ვერმოგების შემთხვევაში უმაღლესი ლიგის თანალიდერობას დაკარგავს, "დილა" კი ლიდერების დაწევის კარგ შანსს გაუშვებს ხელიდან.

თანაც, "ტორპედოცა" და "დილაც" ბოლო დროს შემტევი ფეხბურთით გამოირჩევიან და ნაკლებად წარმოსადგენია, ქუთაისში ცუდი სანახაობის მომსწრენი გავხდეთ.

მეორე ცენტრალური შეხვედრაც არანაკლებ საინტერესო უნდა გამოდგეს. საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო, მოწინავე პოზიციების დათმობას არ აპირებს და მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი ზესტაფონში ელის.

"ზესტაფონმა" წინა ტურში მცხეთაში მოპოვებული გამარჯვებით ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამოისწორა და სატურნიროც.

ჯერ ძნელია იმის თქმა, რა დრო დასჭირდება საქართველოს მოქმედ ჩემპიონს იმ დონეზე დასაბრუნებლად, რასაც ცოტა ხნის წინ გვთავაზობდა, თუმცა თუ ფეროელებმა ზემოიმერული დერბიც მოიგეს, ლიდერთა ჯგუფში დამკვიდრებაზე უკვე რეალურ პრეტენზიას განაცხადებენ.

"დინამოს" ერთპიროვნულად გალიდერების კარგი შანსი აქვს. დედაქალაქელები "სიონთან" საშინაო მატჩში უდავო ფავორიტები არიან და თუ დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს და "ტორპედომ" შინ "დილას" ვერ სძლია, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცევიან.

თუკი საჩხერეში ნათამაშები ფრე "დინამოსთვის" არცთუ კატასტროფული შედეგი იყო, დინამოელები ამ ტურში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ უცნობია, სად უმასპინძლებს "დინამო" "სიონს" - მშობლიურ "დინამო არენაზე" თუ "მიხეილ მესხზე"...

გორში განცდილი მარცხის შემდეგ "მეტალურგი" "ვიტ ჯორჯიას" მასპინძლობს და მასთან გამარჯვებით შეეცდება საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციას.

თავის მხრივ, არც "ვიტ ჯორჯია" აპირებს სტატისტის როლში ყოფნას, მით უფრო, რომ ვეტერინარებს არცთუ სახარბიელო პოზიციები უკავიათ და სასწრაფოდ საჭიროებენ ქულათა მარაგის შევსებას.

საინტერესო უნდა გამოდგეს მარტვილში გასამართი "მეგრული დერბიც".

თუ რას ნიშნავს საშინაო არენა "მერანისთვის", ამის გამეორება აღარც არის საჭირო. შესაბამისად, მარტვილელები მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ისახავენ, ზუგდიდელთათვის კი არც ფრე უნდა იყოს ურიგო შედეგი.

წინა ტურში "ზუგდიდმა" ქულა ბოლნისში აიღო და ახლაც მინიმუმ იგივე ამოცანის შესასრულებლად იბრძოლებს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი" წამყვან ქართულ კლუბთა კატეგორიაში შედიოდნენ და შიდა სარბიელზე თბილისის "დინამოს" ღირსეულ კონკურენციასაც უწევდნენ, დღეს კი მოკრძალებული მიზანი - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ამოძრავებთ.

"კოლხეთს" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერაც არ მოუგია, "დინამომ" კი ნავსი გასულ ოთხშაბათს განახლებულ "ჩელე არენაზე" გატეხა და VIII ტურშიც იგივე სტადიონზე შეეცდება მორიგი სამი ქულის მოპოვებას.

ბუნებრივია, უშანსოდ არც "კოლხეთია". რაღა თქმა უნდა, ზღვისპირულ დერბის აღარ აქვს ძველებური ელფერი, მაგრამ თავისი წილი პუბლიკა მასაც ეყოლება.

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

დინამო (თბ)

7

5

1

1

17-4

16

2.

ტორპედო

7

5

1

1

18-5

16

3.

ჩიხურა

7

4

1

2

10-8

13

4.

მეტალურგი

7

4

0

3

6-9

12

5.

დილა

7

3

1

3

10-7

10

6.

ზესტაფონი

7

3

1

3

8-6

10

7.

ზუგდიდი

7

2

4

1

7-4

10

8.

მერანი

7

3

0

4

4-12

9

9.

სიონი

7

1

4

2

7-8

7

10.

დინამო (ბთ)

7

1

2

4

7-14

5

11.

ვიტ ჯორჯია

7

1

2

4

4-11

5

12.

კოლხეთი

7

0

3

4

3-13

3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე