"ჩელსის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ ხელაღებით მტკიცება, რომ მისი გუნდი ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთა შორის შედის, ძალიან ადრეა
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ გასულ უქმეებზე "არსენალთან" მოპოვებული უმნიშვნელოვანესი სამი ქულის შემდეგ განაცხადა, რომ მართალია, მისი გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ იმის ხელაღებით მტკიცება, რომ "ჩელსი" ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთა შორის შედის, ძალიან ადრეა.

იტალიელს საამისოდ წონადი არგუმენტი მოჰყავს - პრემიერლიგაში ჯერ მხოლოდ ექვსი ტურია ჩატარებული.

მისი მტკიცებით, ასევე ნაადრევია "სტემფორდ ბრიჯზე" ახალი გუნდის საბოლოო ფორმირებაზე ლაპარაკი.

ჩვენს ინგლისელ კოლეგებთან დი მატეომ სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა:

- ხუან მატა გარკვეული პაუზის შემდეგ თავის ძველ ფორმას უბრუნდება. აშკარაა, რომ ბოლო შეხვედრებში ის სულ უფრო ეფექტურად თამაშობს.

"არსენალთან" ძალიან კარგი იყო ფერნანდო ტორესიც. მან მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო და ამას გარდა, გუნდისთვისაც ძალიან ბევრი იმუშავა. მისით ყოველთვის კმაყოფილი ვარ ხოლმე, რადგან მაშინაც კი, როცა გოლი ვერ გააქვს, თანაგუნდელებს უქმნის სახიფათო მომენტებს.

"ემირიტსზე" კარგი ფეხბურთი ვუჩვენეთ და ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ძლიერი მეტოქე იდგა.

გეგმის მიხედვით, ინიციატივა ჩვენს ხელში უნდა ყოფილიყო, რაც საბოლოოდ გამოგვივიდა კიდეც. რაკი სეზონი ახალი დაწყებულია და გუნდური მექანიზმის დახვეწამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშაოთ.

ამის საფუძველს ვარჯიშებზე ვუყრით. დერბიში დავამტკიცეთ, რომ განსხვავებულ სტილში შეგვიძლია თამაში და გუნდი ამ დიაპაზონს სულ უფრო აფართოებს.

მერე რა, რომ ჩეხი ვარ?

"ჩელსის" მეკარემ, 30 წლის პეტრ ჩეხმა განაცხადა, რომ ხანდახან უკვე ფიქრობს კარიერის დასასრულზე, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას მინიმუმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე არ გეგმავს. მერე კი იმის მიხედვით იმოქმედებს, რამდენად შერჩება სათანადო მოტივაცია:

"ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის დიდი მიღწევა იქნებოდა.

იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება ნამდვილად იქცევა რეალობად. მას მერე კი მხოლოდ იმ დრომდე ვითამაშებ, ვიდრე ეს საქმე სიამოვნებას მომანიჭებს. თუკი 5 ან 6 წელი მოვახერხებ საკუთარი თავის მოტივაციას, მაშინ ამდენი ხნითაც კი დავრჩები. მთავარია, სათამაშო ფორმა შევინარჩუნო.

ნამდვილად არ მინდა, მინდორზე მხოლოდ იმის გამო გამოვდიოდე, რომ პეტრ ჩეხი მქვია და უკვე 10 წელია, "ჩელსის" ძირითადი მეკარე ვარ".

პეტრმა "ჩელსიში" მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ აქტიური სატრანსფერო კამპანიის წყალობით მისი გუნდი ძალიან შეიცვალა და თანაც, დადებითი კუთხით:

"ჩვენ მთლიანად ახალი გუნდი გვყავს. ახლა ტექნიკურ ფეხბურთზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს, ვიდრე ძალისმიერზე.

ახალ სტილს კი ჩვენი მხრიდან შეგუება სჭირდება. ჩვენს თამაშში მეტი დინამიკა იმის წყალობით არის, რომ ბევრი ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელი გვყავს.

ამ მხრივ ედენ აზარი სხვებისგან მაინც გამორჩეულია. მან იოლად მონახა საერთო ენა ოსკარსა და მატასთან. მათი ერთად ყურება ერთი სიამოვნებაა".

კიდევ ერთი შეთავაზება

ათიოდე დღის წინ ვწერდით, რომ "ჩელსი" ფრენკ ლემპარდისა და ეშლი კოულისთვის ახალი, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტების შეთავაზებას არ აპირებს.

და აი, ამ დღეებში კლუბმა ვეტერანებს კიდევ ერთხელ მიმართა წინადადებით, გაეფორმებინათ თითოწლიანი კონტრაქტები. ლემპარდზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, კოულის პოზიცია კი ცნობილია, ის ამ პირობებზე თანახმა არ არის.

შესაბამისად, სეზონის ბოლოს 31 წლის მარცხენა მცველი "სტემფორდ ბრიჯს" აუცილებლად დატოვებს. ჩვენი ვარაუდით, ლემპარდი საბოლოოდ მაინც დათანხმდება რომან აბრამოვიჩის წინადადებას. 34 წლის ვარსკვლავს კარიერის დასრულება სწორედ "ჩელსიში" სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა