სემ ელერდაისის შეგირდებმა "ქუინზ პარკს" ლონდონურ დერბიში სძლიეს და მე-7 ადგილზე გადაინაცვლეს
სემ ელერდაისის შეგირდებმა "ქუინზ პარკს" ლონდონურ დერბიში სძლიეს და მე-7 ადგილზე გადაინაცვლეს.

ამით "ჩაქუჩებმა" დაადასტურეს, რომ ელიტაში დაბრუნების შემდეგ მათი მიზანი უბრალოდ ადგილის შენარჩუნება კი არა, მინიმუმ, ევროთასების ზონისთვის ბრძოლაა.

ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, ოღონდ აშკარა იყო, რომ სტუმრებს ბედმა გაუღიმა. მეტ ჯარვისს კევინ ნოლანის ფეხზე აჭრილი ბურთი თავზე დააჯდა და მანაც ახლო მანძილიდან გაიტანა. ამ სიტუაციაში პატარა ბავშვივით დაბნეული დარბოდა აქეთ-იქით ჟულიო სეზარი.

ბრაზილიელი გოლკიპერი საუკეთესოდ ნამდვილად არ გარჯილა მეორე გოლის მომენტშიც. მასპინძელთა უკანა ხაზი ისევ ჩავარდა. დაცვამ ბურთის დროულად გამოტანა ვერ შეძლო.

ჯეიმს ტომკინსმა რიკარდო ვას ტე მონახა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ნახევარბრუნში ეფექტური გოლი შეაგდო. სეზარს ბურთი ხელებში გაუძვრა. ორბურთიანმა ჩამორჩენამ "ქუინზ პარკი" გაახელა.

მასპინძელი შეტევაში წავიდა. ჯიბრილ სისემ ორი მშვენიერი საგოლე შანსი გაატანა ქარს. პირველად მან ბურთის დამუშავებაში დაკარგა დიდი დრო, რითაც ჯეიმს კოლინზმა ისარგებლა; მეორედ კი ფრანგმა ვეტერანმა აკრობატულ ნახტომში მოინდომა დარტყმა, მაგრამ იუსი იასკელაინენმა დიდებული ნახტომით უპასუხა.

მეორე ტაიმში პირველი მომენტი ისევ "ვესტ ჰემმა" შექმნა - მოჰამედ დიამეს ძლიერი დარტყმა ჟულიო სეზარმა მოიგერია.

ჩამორჩენა ანგარიშში მალე ერთ ბურთამდე შემცირდა. თამაში თავის თავზე შეცვლაზე შესულმა ადელ ტაარაბტმა აიღო.

მაროკოელმა ფლანგზე მეტოქე ჩამოიშორა, საჯარიმოს მისადგომებთან ჩაისეირნა და მოჭრილი ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია.

მასპინძლებს მატჩის დასრულებამდე რამდენიმე მომენტი კიდევ ჰქონდათ, მაგრამ იასკელაინენს ვერაფერი დააკლეს. ბოლოს ის უნდა აღვნიშნოთ, რომ "ვესტ ჰემს" ეს 3 ქულა სარეკორდოდ ბევრ, 8 (რვა) ყვითელ ბარათად დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა