რუსთავის "მეტალურგის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის წარუმატებლობასა და მისი გათავისუფლების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა
მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შემდეგ რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი თანამდებობას ჩამოაცილეს.

უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. "მეტალურგს" ამიერიდან გიორგი ყიფიანი გაწვრთნის.

საკითხავი ისღა დარჩა, როგორ მოხდა ჟორჟიკაშვილის გადაყენება და როგორ აფასებს ამ ყველაფერს თვითონ სპეციალისტი.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ჟორჟიკაშვილი პასუხობს.

- "მეტალურგი" რვა ტურის შემდეგ 12 ქულით მეექვსე ადგილზეა - ამ შედეგის გამო გუნდის მწვრთნელი აღარ ხართ. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გათავისუფლების მიზეზად ეს დასახელდა?

- წინა ტურში "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხების შემდეგ ჩემთან მოვიდა "მეტალურგის" სპორტული დირექტორი კახა კოპალეიშვილი და მითხრა, მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა შედეგით და გამოსავალი შენი გათავისუფლება იქნებაო.

მე ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. ჩემი "მეტალურგიდან" გაშვება, ალბათ, უფრო სპორტული დირექტორის ინიციატივა იყო.

- თქვენ თვითონ როგორ შეაფასებდით საკუთარ მუშაობას "მეტალურგში"?

- გუნდში ერთი წლის წინ მივედი, ფეხბურთელებით და საკუთარი მუშაობით კმაყოფილი ვიყავი. წინა სეზონში გუნდი ჩემპიონი გახდა, მაგრამ აქედან ცოტა ხანში კაბინეტში გადაწყდა, რომ თურმე ჩემპიონი "მეტალურგი" არ გამხდარა.

- სად, რომელ კაბინეტში გადაწყდა ეს?

- იმ კაბინეტში, საიდანაც ქვეყანაში ფეხბურთს კურირებდნენ.

- თქვენი ოპონენტები ჩემპიონატის დებულებას იშველიებენ, სადაც ეწერა, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონატში მეტი მოგების მქონე გუნდს ექნებოდა უპირატესობა...

- თუ ქულები არ გადადიოდა პლეი ოფში, მაშინ მოგების რაოდენობა როგორ გადავიდა? სად არის აქ ლოგიკა?

"მეტალურგიდან" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაურეკეს, რომელიც მაშინ უცხოეთში იმყოფებოდა და გვითხრა, რით ვერ გაგაგებინეთ, რომ ჩემპიონები თქვენ ხართო.

მეორე დღეს კი დომენტი სიჭინავა საქართველოში ბრუნდება ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და...

მერე რაც მოხდა, უკვე მთელმა საქართველომ იცის.

- ამ სეზონის კარგად დაწყება რატომ ვერ მოახერხა "მეტალურგმა"?

- ვფიქრობ, რომ კარგად ვიმუშავეთ. ევროპალიგის შესარჩევის პირველ ეტაპზე კარგად გამოვედით, მერე კი კენჭისყრაში არ გაგვიმართლა და "პლზენი" შეგვხვდა. ეს გუნდი ახლა ჩეხეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და ევროპალიგაზეც წარმატებით ასპარეზობს.

ევროსარბიელის შემდეგ გადავერთეთ საქართველოს ჩემპიონატზე. ეს გადართვა არ არის ადვილი, ეს საკუთარ თავზე იწვნია ევროსარბიელზე მოთამაშე ყველა ქართულმა გუნდმა.

"მეტალურგი" დატოვა დაცვის ხაზის სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა - გია კვარაცხელიამ, სევასტი თოდუამ და გიორგი სეთურიძემ. ახალი დაცვა და ახალი მეკარე - ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით. გუნდის მშენებლობა სწორედ დაცვის ხაზიდან იწყება და როცა ლამის მთელი დაცვა და კიდევ მეკარეც იცვლება, ყველაფრის დალაგებას დრო სჭირდება, ეს ერთ თვეში არ ხდება.

"მეტალურგიდან" წავიდა თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე. ის ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და ხელოვნურ საფარზე ვარჯიში, რომელსაც ჩვენ საშინაო მატჩებშიც ვიყენებთ, მისთვის სასარგებლო ვერ იქნებოდა.

"მეტალურგიდან" წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაც - მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე. მისი წასვლა დიდი დანაკლისი გამოდგა, რადგან ტყავაძეს საფეხბურთო კლუბში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. სანამ ის იყო "მეტალურგში", მშვიდად ვმუშაობდი, მკაფიოდ იყო განსაზღვრული "მეტალურგის" მიმართულებები. ტყავაძის წასვლის შემდეგ კი გაურკვევლობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეზი უნდა აგვერჩია.

კახა კოპალეიშვილი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სანამ "მეტალურგში" მივიდოდა, ფეხბურთში ერთი დღეც არ უმუშავია. კოპალეიშვილი "მეტალურგში" ტყავაძემ მიიყვანა. კლუბში ფინანსურ საკითხებს და ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთობას ტყავაძე კურირებდა, ადმინისტრაციულს - ირაკლი ქავთარაძე. რა ფუნქცია ჰქონდა კოპალეიშვილს, ვერ გეტყვით.

- კოპალეიშვილთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი იყო?

- ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო და პირველივე და რთული სიტუაციიდან მოძებნა გამოსავალი - ჩემი გათავისუფლება. არა მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მას არ აქვს კლუბის მართვის გამოცდილება, ამას ახლა სწავლობს.

ჩემსა და მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობას შორის "გაფუჭებული ტელეფონი" იყო, რამაც ცუდი როლი შეასრულა.

როცა "მეტალურგი" ჩავიბარე, მაშინ უფრო ცუდი ვითარება იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ საქმე გამოვასწორეთ. საფეხბურთო სეზონი გრძელი მარათონია, გუნდი კი ცოცხალი ორგანიზმია და შესაბამისად, სეზონის განმავლობაში წარუმატებლობაც ექნება და წარმატებაც.

სხვა რა გითხრათ?! დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება...

გაფუჭებული ტელეფონი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუსთავის "მეტალურგში" კობა ჟორჟიკაშვილს გიორგი ყიფიანი შეცვლის

კობა კორჟიკაშვილი რუსთავის "მეტალურგიდან" მიდის

კობა ჟორჟიკაშვილი: საქართველოს ნაკრებს არც შედეგი აქვს და არც სანახაობა

კობა ჟორჟიკაშვილი: ჩვენი მიზანი, მინიმუმ, ევროსაგზურის მოპოვებაა

კობა ჟორჟიკაშვილი: ასეთ გუნდებთან თამაში ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ

kiki
კარგით რაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა