"ლივერპულის" ამბავმა ინგლისში ისეთი რეზოანასი გამოიწვია, რომ მას-მედია ევრო 2012-ის შესარჩევი ცოკლის მოახლოებულ შეხვედრას იმდენ ყურადღებას აღარ აქცევს, რამდენადაც...
"ლივერპულის" ამბავმა ინგლისში ისეთი რეზოანასი გამოიწვია, რომ მას-მედია ევრო 2012-ის შესარჩევი ცოკლის მოახლოებულ შეხვედრას იმდენ ყურადღებას აღარ აქცევს, რამდენადაც მერსისაიდული კლუბის პრობლემებს. არადა, 12 ოქტომბერს, მოგეხსენებათ, ინგლისი ჩერნოგორიას ხვდება.

"ლივერპულის" ფრონტზე კი ასეთი ამბებია: ამერიკულმა კორპორაციამNew England Sports Ventures შესაძლოა კლუბი სულაც ვერ იყიდოს – არადა, ცოტა ხნის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ გარიგებას წყალი არ გაუვიდოდა. მიზეზი: "წითლების" საქმე ისე ცუდად არის, რომ ის შესაძლოა მართვაში ადმინისტრატორებს გადასცენ და გაკოტრებისთვის სპორტულადაც დასაჯონ, 9 ქულა ჩამოაკლონ. თუ გახსოვთ, გასულ სეზონში ასეთი რამ "პორტსმუთს" გაუკეთეს.

მაშ ასე, ამერიკული კომპანია დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი "ლივერპულის" ყიდვისგან უკან არ იხევს, მაგრამ, ადვილი მისახვედრია, რომ თუკი გუნდს 9 ქულას დააკლებენ დიდი შანსია პრემიერლიგაში ადგილი ვეღარ შეინარჩუნოს, მომავალ სეზონში "ჩემპიონშიპში" მოუწიოს გამოსვლა და... კომერციულად უინტერესო გახდეს.

კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: New England Sports Ventures-ის ხელმძღვანელებმა "ლივერპულის" თავმჯდომარის მარტინ ბრაფტონის დახმარებით მიაღწიეს იმას, რომ კლუბის დირექტორატში მისი ამჟამინდელი მეპატრონეებისთვის ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტისთვის არასასურველი წევრები შეინარჩუნეს, რომელთაც "ლივერპულის" მათთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მიაღებინეს, მაგრამ საპასუხოდ ჰიკსმა და ჯილეტმა უმარლეს სასამართლოში იჩივლეს. თუკი სასამართლო ჯერ კიდევ მოქმედი მეპატრონეების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ლეგენდარული მერსისაიდული კლუბი შავ დღეში ჩავარდება, რადგან პარასკევამდე შოტლანდიის სამეფო ბანკისთვის 237 მილიონი ფუნტი აქვს გადასახდელი.

რასაკვირველია, "ლივერპული" ვალს დანიშნულ ვადაში ვერ გაისტუმრებს, რასაც მოვლენების ნაცნობი სცენარით განვითარება მოჰყვება: კლუბს გაკოტრებულად გამოაცხადებენ, ადმინისტრატორებს გადასცემენ და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრემიერლიგის ცხრილში 9 ქულას დააკლებენ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა