პოლონეთთან შეხვედრის შემდეგ ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა როი ჰოჯსონის გუნდის თამაში მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს
პოლონეთთან შეხვედრის შემდეგ ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა როი ჰოჯსონის გუნდის თამაში მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ისინი იმ უმთავრეს მინუსებზე ალაპარაკდნენ, რომელიც 65 წლის სპეციალისტმა ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე უნდა გამოასწოროს. მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რაზე ამახვილებენ ყურადღებას ბეჭდური მედიის ექსპერტები.

პირველ რიგში, ლაპარაკია თავდასხმის ხაზში უეინ რუნისა და ჯერმეინ დეფოს დუეტის შეუთამაშებლობაზე. ზუსტად ისე, როგორც "იუნაიტედშია" შეჩვეული, რუნი მეტისმეტად უკან იხევს და თანაგუნდელს წინა ხაზზე მარტოს ტოვებს.

დეფო კი ამისთვის მზად არ არის. მედიის წარმომადგენელთა თქმით, ისინი ვერ იგებენ, თუ რატომ გაამწესა მწვრთნელმა ტომ კლევერლი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე, როცა ის გამოკვეთილი "ცენტრისტია"; ცენტრალური მცველები (ჯოლეონ ლესკოტი და ფილ იაგიელკა) ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან სუსტები არიან და დაცვიდან ბურთის ხეირიანად ამოტანას ვერ ახერხებენ. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე საკმარისია.

ახლა კი "დეილი მეილიდან" ამონარიდს შემოგთავაზებთ, საიდანაც ცხადი გახდება, რომ ინგლისის ნაკრების თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი მარტო ჩვენ არ დავრჩენილვართ.

აი, რას წერს ჟურნალისტი მარტინ სამუელი: "მატჩის შედეგით უკმაყოფილო მხოლოდ ერთი მხარე შეიძლებოდა დარჩენილიყო - პოლონეთი.

მასპინძლებმა უფრო საინტერესო გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, ბევრად უფრო კრეატიულები იყვნენ და კარის აღების მეტი შანსიც ჰქონდათ. გოლი, რომელიც ინგლისმა გაიტანა, ერთადერთი რეალური მომენტი იყო 90 წუთის განმავლობაში. პოლონეთი კი მთელი თამაში მომენტების გაფუჭების მეტს არაფერს აკეთებდა".

რაც შეეხება უშუალოდ ნაკრების წარმომადგენლებს, ერთადერთი, ვინც ვარშავაში აღებული ქულით კმაყოფილი დარჩა, როი ჰოჯსონი იყო - კარგია, რომ შინ ცარიელი ხელებით არ ვბრუნდებითო.

"ხანდახან ხდება, რომ საქმეები სულაც არ მიდის ისე, როგორც გეგმავ, მაგრამ მაინც აღწევ შედეგს, რომელსაც შეგიძლია დადებითი უწოდო. პოლონეთთან ქულა სულაც არ არის ტრაგედია.

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ გარემოფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად ის, რომ მინდორი არ ვარგოდა, რამაც კომბინაციური ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა," - განუცხადა ჰოჯსონმა BBC-ს.

მასპინძელთა გოლის ეპიზოდში უხეშად შეცდა ინგლისელთა დაცვაც და მეკარეც. ჯო ჰარტი გაუაზრებლად გამოვიდა ბურთზე, ჯოლეონ ლესკოტს შეეჯახა, რამაც კამილ გლიკს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

"მანჩესტერ სიტის" 25 წლის გოლკიპერმა მთელი "დანაშაული" საკუთარ თავზე აიღო:

"კუთხურისას გამოსვლაზე თამაში გადავწყვიტე. მე ვერ შევწვდი, მეტოქემ კი ბურთს თავი დროულად დაუხვედრა. ჩემი უხეში შეცდომა იყო, რაც ნაკრებს ქულების დაკარგვად დაუჯდა. უმჯობესი იყო, ხაზზე დავრჩენილიყავი".

p.s. ინგლისის ნაკრები სკანდალის გარეშე არ რჩება: ბრიტანული პრესა ამტკიცებს, რომ მას მერე, რაც სამშაბათს თამაში დიდი წვიმის გამო გადაიდო, ფეხბურთელებმა ძილისმომგვრელი აბები მიიღეს.

ამის გამო მეორე დღეს ლამის თამაშის წინ კოფეინით გაჭყიპვა დასჭირდათ, რათა გამოფხიზლებულიყვნენ.

ფეხბურთელები, კერძოდ, რიო ფერდინანდი და ფილ ნევილი ასეთ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ, რადგან წინა ღამით მიღებული აბები მეორე დღეს თამაშზე გავლენას ვერაფრით იმოქმედებდა. ფეხბურთის ასოციაცია ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა