შარშანდელის მსგავსად, "მეტალურგმა" ამჯერადაც გამარჯვებით "აღნიშნა" ქალაქის დღე
შარშანდელის მსგავსად, "მეტალურგმა" ამჯერადაც გამარჯვებით "აღნიშნა" ქალაქის დღე - 2011 წლის "რუსთავქალაქობაზე" თუ სტუმრად "დინამო" დაამარცხა (გეხსომებათ, ალბათ, ირაკლი მაისურაძის ჩინებული გოლები), ახლა არანაკლებ დაძაბულ შეხვედრაში "სიონს" მოუგო.

სხვათა შორის, წლევანდელი ქვემოქართლური "დერბი" ისეთი გამოდგა, ეჭვის საფუძველს რომ არავის მისცემდა; ანუ არანაირ "დათმობაზე" (ერთი ან მეორე გუნდის მხრიდან) გაფიქრებაც არ შეიძლებოდა და ყოველივე ეს მეტოქეთა სატურნირო მდგომარეობითაც იყო განპირობებული.

ჰო, იგივე წინა სეზონისაგან განსხვავებით (როცა "სიონმა" ორ მატჩში 4 ქულა მოიპოვა "მეტალურგთან"), ამჯერად ხომ ყველა მატჩის შედეგს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თანაც, ბოლო დროს ვერც "მეტალურგი" და ვერც "სიონი" წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა: რუსთაველებმა ამ შეხვედრამდე ზედიზედ სამი შეხვედრა წააგეს, ბოლნისელებმა კი ჩემპიონატში ის ერთადერთი გამარჯვება ორი თვის წინათ მოიპოვეს.

მოკლედ, საინტერესო მატჩის მოლოდინი გვქონდა და ვარაუდი გამართლდა; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სანახევროდ ცარიელი "ფოლადის" სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დაძაბული შეხვედრა კი იხილა, მაგრამ აი, თამაშის ხარისხისა რა მოგახსენოთ...

მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი რუსთავში პირველ მატჩს ატარებდა, თანაც იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც შედგა მისი სამწვრთნელო დებიუტი (2010-11 წლების სეზონში); აღარაფერს ვამბობთ მის კოლეგა არმაზ ჯელაძეზე - რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელიც რომ იყო და ვიდრე ბოლნისში გადავიდოდა, რუსთაველთა დუბლშემადგენლობას რომ თავკაცობდა.

მწვრთნელის გარდა, რუსთავის "სიონის" ფეხბურთელთა უმრავლესობისათვისაც არ იყო "უცხო": ბოლნისელთა ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ სამ ფეხბურთელს (დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, თორნიკე თარხნიშვილი) არ უთამაშია სხვადასხვა დროს "მეტალურგში".

შემადგენლობა ვახსენეთ და ორივე გუნდში წინა ტურთან შედარებით მეტ-ნაკლები ცვლილებები იყო, თუმცა თვალშისაცემი მაინც მეკარეთა როტაცია გვეჩვენა: ივან ჰოსმანის ნაცვლად მასპინძელთა კარში გამოცდილი ზურაბ ბათიაშვილი ვიხილეთ, "სიონის" კარში კი 22 წლის ვახტანგ ლობჟანიძე.

ეს უკანასკნელი რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ისე მოხდა, რომ ამ სეზონში პირველი მატჩის ჩატარება მშობლიური ქალაქის გუნდის წინააღმდეგ მოუწია.

რაც შეეხება თამაშს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაძაბულობა მართლაც არ აკლდა, მაგრამ სანახაობის თვალსაზრისითა და საშემსრულებლო ოსტატობით აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა. სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი იყო, თუმცა მასპინძელთა პირველივე გააზრებული შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა: რევაზ გეწაძემ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, სადაც ყველას ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ტაიმის ბოლომდე მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ. ორჯერ ირაკლი მაისურაძემ "გაისროლა" შორიდან (ერთხელ - მეკარემ აუღო, მეორედ - ააცილა), ერთ ეპიზოდში კი გეწაძის ეფექტურ ფინტს სასურველი გაგრძელება არ მოჰყოლია.

სტუმრები კი მხოლოდ ტაიმის მიწურულს გააქტიურდნენ, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილმა ჯერ რევაზ ჯიქიას დარტყმა მოიგერია, მერე კი - თენგიზ ჩიკვილაძის.

საერთო სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა: მასპინძლებს მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ რეალური მომენტი, მაგრამ კარის წინ მარტოდ დარჩენილმა მიხეილ მახვილაძემ ზუსტად ვერ დაარტყა.

შეხვედრის ბოლო 20 წუთი კი უაღრესად ნერვულ ვითარებაში წარიმართა, რაც, მასპინძელთა ქომაგთა თუ გუნდის წარმომადგენელთა აზრით, მსაჯების "დამსახურება" იყო. ყველაფერი კი ლაშა ჯაფარიძის გაძევებით დაიწყო: მასპინძელთა მცველს (მანამდე ყვითელი ბარათი რომ ჰქონდა მიღებული) სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი ხელზე მოხვდა და არბიტრმაც მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.

ამასობაში მოედანზე ხისტი თამაში გაჩაღდა, რისი აღკვეთაც მთავარმა მსაჯმა ალექსანდრე კრიჭაშვილმა ყვითელი ბარათებით სცადა. თუმცა ამ გამოცდილ არბიტრს ერთი-ორ ეპიზოდში, ალბათ, მეტი სიმკაცრეც მართებდა: ირაკლი მაისურაძე დაუნდობლად რომ მოცელეს და მაშინაც, როცა ზურაბ ბათიაშვილზე აშკარა თავდასხმა მოხდა.

საბოლოოდ, ეს ნერვული მატჩი მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დამთავრდა და "მეტალურგმაც" ზედა ექვსეულში დაკარგული ადგილი დაიბრუნა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. X ტური

20. 10. რუსთავი. ფოლადი. 300 მაყურებელი

მეტალურგი-სიონი 1:0

1:0 სიხარულიძე (8, გეწაძის პასით)

მეტალურგი სიონი

4-1-4-1 4-1-4-1

ბათიაშვილი ვ. ლობჟანიძე

ჯაფარიძე ორბელაძე

მახვილაძე სვანიძე

ინწკირველი ქემოკლიძე

სუხიაშვილი ჩიკვილაძე

დობროვოლსკი ჯოჯუა

გეწაძე ჭედია

ქავთარაძე ფეიქრიშვილი

გ. მიქაბერიძე მანწკავა

ი. მაისურაძე თარხნიშვილი

სიხარულიძე ჯიქია

მწვრთნელი: გ. ყიფიანი მწვრთნელი: ა. ჯელაძე

მეტალურგი

46. რაზმაძე - დობროვოლსკი

72. ტატანაშვილი - სიხარულიძე

75. კაკუშაძე - მიქაბერიძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, გავაშელიშვილი, ხიდეშელი, გიორგი გურეშიძე

სიონი

58. ჭანკოტაძე - ფეიქრიშვილი

75. კემუხტაშვილი - ჯოჯუა

80. ისიანი - თარხნიშვილი

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ოქროპირიძე, ხურციძე, მაჭავარიანი

გაფრთხილება: ჯაფარიძე (19), ჯოჯუა (48), რაზმაძე (54), მანწკავა (56), ქავთარაძე (68), ორბელაძე (70), ჯაფარიძე (71)

გაძევება: ჯაფარიძე (71)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე