ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, "ვიტ ჯორჯიამ" გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაუთვალეს...
ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, "ვიტ ჯორჯიამ" გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაუთვალეს. ჩიმაკაძემ მეტოქის კარი ჯანელიძის გადაცემით დალაშქრა, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს.

"ვიტ ჯორჯიას" ოფიციალურ ვებგვერდზე ამ სადავო ეპიზოდის ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, საიდანაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისელებმა გოლი წესების დაცვით გაიტანეს.

კლუბის პოზიციის დაფიქსირება "ვიტ ჯორჯიას" სპორტულ დირექტორსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ დავით თავართქილაძეს ვთხოვეთ.

"ამ ეტაპზე მსაჯების გადაწყვეტილების ოფიციალურად გაპროტესტებისგან თავს ვიკავებთ და ეს არჩათვლილი გოლი უბრალოდ, საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს. დასანანია, რომ ასეთი რამ მოხდა. როცა ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი ეთამაშება, დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერი პირველმა გოლმა გადაწყვიტოს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეპიზოდისას ანგარიში გახსნილი არ იყო, სავსებით შესაძლებლად მეჩვენება, რომ მატჩი "ვიტ ჯორჯიასთვის" ხელსაყრელი შედეგით დასრულებულიყო. ყოველ შემთხვევაში, იმაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ემოციური მუხტი შეიცვლებოდა და სულ სხვაგვარი თამაში წარიმართებოდა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ შეხვედრის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ და თანამსაჯმა ამ მომენტის გამეორება ყურადღებით ნახეს და გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ შეცდომას განიცდიან. "ვიტ ჯორჯია" არ მიეკუთვნება იმ კლუბების კატეგორიას, რომელიც მარცხს მსაჯს აბრალებს, მაგრამ მსგავს უსამართლობებზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ", - გვითხრა თავართქილაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა