"სიკვდილის ჯგუფის" მეორე წყვილი მეტად არათანაბარია - იოჰანესბურგის "ელის პარკზე" ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი იდუმალებით მოცულ ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს ეთამაშება.

G ჯგუფი

15 ივნისი. იოჰანესბურგი. ელის პარკი. 22:30

ბრაზილია-ჩრ. კორეა

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ტიაგო სილვა, ბაშტოში - ჟილბერტო სილვა, რამირესი - ელანო, კაკა, რობინიო - ლ. ფაბიანო.

ჩრდ. კორეა (5-4-1): მიონ გუკი - ჯუნ ილი, ნამ ჩოლი, სონ ჩოლი, კვან ჩონი, ჩოლ ჯინი - ინ გუკი, იუნ ჰაკი, ნამ ჩოლი, იონ ჯო - ტაე სე.

არბიტრი: ვ. კასაი (უნგრეთი)

"სიკვდილის ჯგუფის" მეორე წყვილი მეტად არათანაბარია - იოჰანესბურგის "ელის პარკზე" ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი იდუმალებით მოცულ ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს ეთამაშება. გუნდს, რომელმაც ამ მუნდიალზე უკვე გაითქვა სახელი სუპერარაორდინალური საქციელით - კორეელებმა 26 წლის ფორვარდი კიმ მიონ ვონი მესამე გოლკიპერად გააფორმეს. თუმცა მათი ვირეშმაკობა ახლა უკვე დაცინვის ობიექტია, რადგან ფიფამ კორეელებს კიმის მხოლოდ მეკარედ გამოყენების უფლება მისცა. საბრალო კიმი, მოუწევს მთელი მუნდიალის სათადარიგოთა სკამზე გატარება. კორეელთათვის კი არა გვგონია მუნდიალი სამ მატჩზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

ძალებთან ერთად ამ გუნდების ისტორიაც მეტად არათაბარია - თუკი ბრაზილიის ნაკრებმა წინა 18-ვე მუნდიალზე იასპარეზა და აქედან ხუთი მოიგო, კომუნისტური კორეა სულ რაღაც მეორედაა მუნდიალზე, 1966 წელს გუნდმა ჯგუფური ეტაპი გაიარა, თუმცა მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრებთან 3:5 წააგო.

ბრაზილიის ნაკრები მე-6 ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს, გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. დუნგას გუნდს ხშირად აბრალებენ, რომ ის ტრადიციულ, ბრაზილიური ფეხბურთის სტილს ღალატობს. თუმცა ეს დუნგასა და მის შეგირდებს ნაკლებად ადარდებთ.

სხვათა შორის, მთლად უიმედოდ არ არის კორეელთა თავკაცი ან იონ ჰაკი: "ვიცით, რომ ბრაზილიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი გამოჩენილი ვარსკვლავია. ვიცით, რომ ბრაზილიის ნაკრებს თითქმის არა აქვს ნაკლი, ვიცით, რომ ჩვენი შანსები სულაც არ არის დიდი, მაგრამ წინასწარ დამარცხებულები სულაც არ ვართ - გამარჯვებულის მენტალობა, ორგანიზებულონა და ბრძოლაში ერთსულოვნება, ეს ის თვისებებია, რაც, ჩემი აზრით, ჩვენ ბრაზილიაზე მეტი გვაქვს".

ამას ამბობს იმ ნაკრების მწვრთნელი, რომლის გუნდიც ფიფას რეიტინგში 105-ე ადგილზე, მეტოქედ კი პირველი გუნდი ჰყავს.

სელესაოს ტრავმები თითქმის არ აწუხებს. ჯერჯერობით კიდევ არის ეჭვქვეშ გოლკიპერ ჟულიო სეზარის თამაში, რომელმაც ტანზანიასთან სპარინგში დაიზიანა ხელი. თუკი "ინტერის" გოლკიპერი ვერ გამოჯანმრთელდება, მის ადგილს კარში გომეში დაიკავებს. ტანზანიასთან გამორჩეულმა რამირესმა შეიძლება სასტარტო შემადგენლობას გამოჰკრას ხელი. რა ხდება ჩრდილოეთ კორეელთა ბანაკში, არავინ უწყის.

სხვათა შორის, დუნგას ნაკრები ყველაზე გამოცდილია მუნდიალზე - ბრაზილიის ნაკრების საშუალო ასაკია 29 წელი და 60 დღე, ხოლო ჩრდილოეთ კორეის გუნდი ყველაზე ახალგაზრდული - 25 წელი და 140 დღე.

ნიკოლოზ ნეფარიძე

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა