ქარის თასის რეგულარული გათამაშება რამდენი ტურით ადრე მოიგო დურბანის "ნატალ შარქსმა". გასარკვევი მხოლოდ პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობა იყო...

ქარის თასის რეგულარული გათამაშება რამდენი ტურით ადრე მოიგო დურბანის "ნატალ შარქსმა". გასარკვევი მხოლოდ პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობა იყო. ბოლო ტურის წინ ნახევარფინალში გასვლის თეორიულ შანსს იოჰანესბურგის "ლაიონზი" ინარჩუნებდა, მაგრამ "ლომებმა" შინ სენსაციურად წააგეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასთან" - 27:34 და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.

დიდ ინტერესს იწვევდა ორი ლიდერის, "ვესტერნ პროვანსისა" და "ნატალ შარქსის" დაპირისპირება კეიპთაუნში. დასავლელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ, მეორე ადგილი რომ დაეკავებინათ და ნახევარფინალში ისევ "ნატალ შარქსს" არ შეხვედროდნენ. მასპინძლებს უმოტივაციო "ზვიგენების" დამარცხება დიდად არ გასჭირვებიათ - 33:21.

კვლავ ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა "ვესტერნ პროვანსის" მგეზავ ვილემ დე ფაალს, მან სამი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო გაიტანა (18 ქულა).

ამ გუნდების მეტოქეები დარჩენილ ორ შეხვედრას უნდა გაერკვია. ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" სტუმრად აუტსაიდერი "ლეოპარდსი" გაანადგურა - 78:7 და მესამე ადგილი შეინარჩუნა. ჩიტაზელებმა 12 ლელო გაიტანეს, აქედან ორ-ორი ფილ სნიმანის, იოზეფ დანიერის და კორნი იუისის ანგარიშზეა. ამრიგად, "ჩიტაზის" მეტოქე ნხევარფინალში "ვესტერნ პროვანსი" იქნება.

მეორე ნახევარფინალში კი შარშანდელი ფინალისტები დაწყვილდნენ. ჩემპიონი "ბლუ ბულზი" პირველადგილოსან "ნატალ შარქსს" დაუპირისპირდება. პრეტორიელებმა სტუმრად "გრიკასს" მოუგეს - 48:36. გუნდებმა 12 ლელო გაიტანეს, აქედან შვიდი "ლურჯი ხარების" ანგარიშზეა.

XIV ტური

ლეოპარდსი-ჩიტაზი 7:78, ლაიონზი-პუმასი 27:34, გრიკასი-ბლუ ბულზი 36:48, ვეტერნ პროვანსი-ნატალ შარქსი 33:21

საბოლოო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 52 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 48, 3. ჩიტაზი - 47, 4. ბლუ ბულზი - 47, 5. ლაიონზი - 39, 6. გრიკასი - 37, 7. პუმასი - 23, 8. ლეოპარდსი - 5

პლეი ოფი

16 ოქტომბერი

ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი, ვესტერნ პროვანსი-ჩიტაზი

ფინალი. 30 ოქტომბერი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე