ITM -ის თასის გათამაშების მე-11 ტურში ლიდერთა ჯგუფის ყველა წარმომადგენელმა მოიგო. განსაკუთრებულ ინტერსს კი ლიდერ "ქენთერბერის" დაპირისპირება იწვევდა სტუმრად მეხუთეადგილოსან "საუთლენდთან"...

ITM -ის თასის გათამაშების მე-11 ტურში ლიდერთა ჯგუფის ყველა წარმომადგენელმა მოიგო. განსაკუთრებულ ინტერსს კი ლიდერ "ქენთერბერის" დაპირისპირება იწვევდა სტუმრად მეხუთეადგილოსან "საუთლენდთან". ქენთერბერელებმა მეტოქეზე ერთით მეტი ლელო და საჯარიმო გაიტანეს, 26:16 მოიგეს და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

მეორეადგილოსან "ტარანაკის" აუტსაიდერი "მანავატუს" შინ დამარცხება დიდად არ გასჭირვებია - 30:15. ტარანაკელებმა სტუმრებს ოთხი ლელო გაუტანეს და ერთი საპრემიო ქულაც მიიღეს. გამოირჩა მასპინძელთა გარემარბი ანდრე ტეილორი - მან თითო ლელო, საჯარიმო და გარდასახვა გაიტანა (10 ქულა).

ტური მესამეადგილოსანი "ვაიკატოს" გამარჯვებით დაიწყო. ვაიკატოელებმა შინ აუტსაიდერ "ოტაგოს" მოუგეს იოლად - 41:15. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი მგეზავი სტივენ დონალდი იყო, რომელმაც ორი ლელო, ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (26 ქულა).

პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ "მანუკაუს" სტუმრად მოუგო მეოთხეადგილოსანმა "ოკლენდმა" - 37:13. ოკლენდელებმა ხუთი ლელო გაიტანეს, აქედან ორ-ორი გარემარბ ჯო როკოთოკოსა და მესამეხაზელ დენიელ ბრეიდის ანგარიშზეა. მასპინძლებს კი ყველა, ცამეტივე ქულა მგეზავმა დენ კამინსმა მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "ნორთ ჰარბორთან" გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა "ველინგტონმა" - 52:23. სტუმრებმა შვიდი ლელო გაიტანეს, აქედან ორი გარემარბ ალაპატი ლეიუას ანგარიშზეა. მგეზავმა პირი ვიპუმ კი გუნდს 17 ქულა მოუტანა (ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

"ველინგტონს" ახლა 33 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. ველინგტონელები მეოთხეადგილოსან "ოკლენდს" ორი ქულით ჩამორჩებიან და, ცხადია, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

XI ტური

ჰოუქს ბეი-ნორთლენდი 25:13, ვაიკატო-ოტაგო 41:15, ტარანაკი-მანავატუ 30:16, მანუკაუ-ოკლენდი 13:37, საუთლენდი-ქენთერბერი 16:26, ნორთ ჰარბორი-ველინგტონი 23:52, ტასმანი-ბეი ოფ პლენტი 41:39.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქენთერბერი - 40 ქულა, 2. ტარანაკი - 37, 3. ვაიკატო - 36, 4. ოკლენდი - 35, 5. საუთლენდი - 34, 6. ველინგტონი - 33, 7. ბეი ოფ პლენტი - 32, 8. მანუკაუ - 29, 9. ჰოუქს ბეი - 23, 10. ნორთლენდი - 22, 11. ნორთ ჰარბორი - 19, 12. ტასმანი - 15, 13. მანავატუ - 12, 14. ოტაგო - 10.

XII ტური

მანავატუ-ვაიკატო, ტასმანი-ნორთლენდი, ქენთერბერი-მანუკაუ, ველინგტონი-ტარანაკი, ბეი ოფ პლენტი-საუთლენდი, ჰოუქს ბეი-ნორთ ჰარბორი, ოკლენდი-ოტაგო.

რაგბი. ამერიკის თასი

კანადა და აშშ ნოემბრის ტესტების წინ

არგენტინის ქალაქ კორდობაში დასრულდა ამერიკის თასის გათამაშება, რომელშიც ოთხი ქვეყნის, არგენტინის A, ტონგას A, აშშ-ის და კანადის ნაკრებები ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები ნოემბრის ტესტებზე, კანადისა და აშშ-ის ნაკრებები, მთლიანად შინაურ ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული.

ნახევარფინალში არგენტინის A ნაკრებმა კანადისას 49:14 მოუგო. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა ტონგას A ნაკრებს სძლია - 20:15.

ფინალში არგენტინელებმა ამერიკელებსაც კუდით ქვა ასროლინეს და საკმაოდ იოლად - 45:12 დაამარცხეს. მესამე ადგილსითვის მატჩში კი კანადამ ტონგას A ნაკრებს 32:16 მოუგო.

კანადის ნაკრები

15. შეინ ფერგიუსონი, 14. ნიკ ბლევინსი, 13. ტაილერ ვიში, 12. რაიან სმითი, 11. რაიან ტომლინსონი, 10. კონორ ბრეიდი, 9. შეინ ვაითი 1. ფრენკ ველში, 2. მაიკ პლეტჩი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ბრაიან ერიკსენი, 5. ბრეტ ბიკემბუმი, 6. ჯებ სინკლერი, 7. კევინ პერფრი, 8. მარკ მაკსვინი.

16. ჰუბერ ბაიდენსი, 17. პიტ რიორდანი 18. ჯონ ფილანი, 19. ჯერემი კინი, 20. ჯიმი მაკკენზი, 21. ერიკ ვილსონი, 22. მიტჩ გაჯოენი.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე