"სანის" ჟურნალისტი მარკ ირვინი "ჩელსის" 19 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს ესაუბრა
"სანის" ჟურნალისტი მარკ ირვინი "ჩელსის" 19 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველ ოსკარს ესაუბრა.

სამხრეთამერიკელმა სეზონის დასაწყისში პირველი ტურები ნაკლებად ეფექტურად ჩაატარა, მაგრამ 19 სექტემბერს "იუვენტუსთან" 2:2-ის შემდეგ, როცა მან "ბებერ ქალბატონს" დუბლი შეუსრულა, ოსკარმა დაიწყო და მერე როგორ?!

ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთი ლიდერ ოსკარს მიაჩნია, რომ მისი ამჟამინდელი გუნდის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს ბრაზილიის ნაკრებისას.

თვალისმომჭრელად ეფექტური გარემარბი განაგრძობს გულშემატკივართა გულების გახარებას. 19 წლის ვუნდერკინდი კმაყოფილია მთავარ მწვრთნელის, რობერტო დი მატეოს მუშაობით:

"ძალიან სასიამოვნოა იმ გუნდის თამაშის გარედან ყურება, რომელიც დაუღალავად უტევს. თანაც მე ხომ ბრაზილიელი ვარ და ასეთი სტილი საოცრად მიყვარს. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, რადგან სწრაფად გავხდი გუნდის სრულფასოვანი წევრი.

ყველაფერი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლონდონში რეალურად შემიძლია იმ ფეხბურთით ტკბობა, რომელიც ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღებია. ძალიან კარგად ვუგებ ხუან მატასა და ედენ აზარს, რაც ალბათ სხვებისთვისაც სულ უფრო უკეთ იგრძნობა თითოეული მატჩის შემდეგ".

ბრაზილიური "ინტერნასიონალიდან" 25 მილიონ ფუნტად შეძენილი ახალწვეული ალბათ ძნელად წარმოიდგენდა, რომ, პრაქტიკულად, თვალის დახამხამებაში გადაიქცეოდა სასტარტო შემადგენლობის წევრად.

მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მისმა ფანტასტიკურმა გოლებმა დი მატეო აიძულა, პატარა გენიოსისთვის სულ სხვა თვალით შეეხედა.

ლიგის მე-4 ტურში ოსკარმა კიდევ ერთხელ გაიტანა ეფექტური ბურთი, ამჯერად 35 იარდიდან (1 იარდი 91,44 მეტრს უტოლდება, 35 იარდი 32 მეტრი გამოდის. რედ).

"შესანიშნავი გოლი იყო. კარიერაში პირველად გავიტანე ასეთი შორი დისტანციიდან. აქამდე მხოლოდ ლიგაზე მაქვს გატანილი.

იმედია, მალე პრემიერლიგაშიც მოვახერხებ თავის გამოჩენას. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ თითქმის დავასრულე ადაპტაცია ჩემთვის უცხო გუნდთან და უცხო ჩემპიონატთან. თუმცა პროცესი გრძელდება.

პრემიერლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია. ფეხბურთის გარდა, ლონდონურ ცხოვრებასაც ვეჩვევი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აქაურობა ძალიან მომწონს. ლონდონი ჯადოსნური ქალაქია. მე კი, როგორც ფეხბურთელს, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასახვეწი. ყველას უნდა დავუმტკიცო, თუ რა შემიძლია," - ამბობს ოსკარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე