35 წლის ფიფას არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ უკვე იმსაჯა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგისა და დუბშლემადგენლობათა მატჩები
აბდულა ბასლეჰლო - ასეთია სირიელი არბიტრის სახელი, რომელმაც უკვე იმსაჯა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგისა და დუბშლემადგენლობათა მატჩები, სულ მალე კი, დიდი ალბათობით, უმაღლეს ლიგაშიც ვიხილავთ.

35 წლის ფიფას არბიტრი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, სირიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს და იქ ფეხბურთისთვის არავის სცხელა. ბასლეჰლომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას მიმართა და დროებით ჩვენს ქვეყანაში დასაქმება სთხოვა.

ანალოგიური თხოვნით სირიის ფეხბურთის ფედერაციამ ქართულ მხარეს მიმართა.

ჩვენს სამსაჯო განყოფილებას ფიფას კატეგორიის მსაჯზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონია. ფიფასგან თანხმობა ჩამოვიდა, თანაც, ბასლეჰლომ ტესტებზე მაღალი შედეგები აჩვენა და პირველი ლიგისა და დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის შეხვედრების განსჯა ანდეს. მან იქ თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინა და სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, სულ მალე სირიელი არბიტრი უმაღლეს ლიგასაც მოემსახურება.

მან თავიდანვე თქვა, რომ ანაზღაურება მისთვის პრიორიტეტი არ იყო და საქართველოში ჩამოსვლის მთავარ მიზნად პრაქტიკის გაგრძელება დაასახელა. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ უფასოდ არ იმუშავებს და ანაზღაურებას იგივე სისტემით მიიღებს, რითაც მისი ქართველი კოლეგები.

ერთი სიტყვით, წინ საინტერესო ამბავი გველის - აქამდე არასდროს ყოფილა, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს უცხოელი მსაჯები გაძღოლოდნენ. მხოლოდ ერთხელ, ისიც საქართველოს თასის ფინალი განსაჯეს თურქმა "შავოსნებმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა