ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დილა-ზუგდიდი 3:0 - გიორგი დარასელიამ მოგებებით წრე შეკრა [VIDEO]

დილა-ზუგდიდი 3:0 - გიორგი დარასელიამ მოგებებით წრე შეკრა [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
გორის "დილას" ხელმძღვანელობა, რასაკვირველია, ძალიან კმაყოფილი იქნება, რომ თავის დროზე მთავარი მწვრთნელის შერჩევისას გიორგი დარასელიაზე გააკეთა აქცენტი. მისი ხელმძღვანელობით "დილამ" უკვე ზედიზედ მეთერთმეტედ მოიგო, გაიტანა 24 გოლი და საპასუხოდ მიიღო ერთადერთი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზუგდიდთან მატჩში დარასელიამ შეკრა ერთი წრე, ანუ შეხვდა უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს და ქულაც კი არავისთან დაუკარგავს! მეტად შთამბეჭდავი შედეგია!

სატურნირო ცხრილში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მომდევნო ტურის მატჩი თბილისში "დინამოსთან" უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ორივე გუნდისთვის, მათ შორის ხომ მხოლოდ ორი ქულაა სხვაობა.

გორელი გულშემატკივრები ზუგდიდთან მატჩის დასრულებისთანავე "დინამოსთან" თამაშზე გასამგზავრებლად იჭერდნენ თადარიგს. ამჟამად საყვარელი გუნდის საქომაგოდ გორელები სტაბილურად რამდენიმე ათასნი დადიან. ისე კი, მაყურებლის სიმრავლე ამ სტადიონზე მთლად მოულოდნელი არაა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ სასიკეთო ცვლილებები გულშემატკივრის ხასიათზეც ადეკვატურად აისახა - ადრე მუდამ გაბრაზებულ, უკმაყოფილო და მოჩხუბარ გორელ გულშემატკივარს ახლა უკვე სულ მოზეიმე იერი აქვს.

მასპინძელთა ქომაგს დადებითი განწყობა არც ამ მატჩში შეცვლია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გოლი არ ჩანდა, ვითარება "დილას" გულშემატკივარს უფრო პირდებოდა უკეთესს. თამაშის სადავეები დარასელიას შეგირდებს ეპყრათ ხელთ. "ზუგდიდი" კი მოლოდინისამებრ კონტრშეტევებით იბრძოდა სასურველი შედეგის მისაღწევად.

სტუმრები ქობალიას და გაბედავას მოისაკლისებდნენ, მასპინძელთა ძირითადი შემადგენლობიდან კი შაშიაშვილი არ ყოფილა მინდორზე. დაცვაში მის პოზიციაზე გიგა ბეჭვაია გახლდათ დაწეული, ხოლო ამ უკანასკნელის ამპლუაში ლაშა გვალია მოგვევლინა, რომელიც გარდა იმისა, რომ კარგად გაირჯა, გოლითაც შეიტანა გუნდის წარმატებაში წვლილი.

ზუგდიდელ მცველებს და მეკარეს "დილა" ფლანგებიდან გარღვევით და საჯარიმოს მისადგომებთან მაღალი ჩაწოდებით უქმნიდა პრობლემებს. შესაბამისად, საჰაერო ბრძოლა სტუმართა კართან არაერთხელ ვნახეთ, პირველი სახიფათო მომენტიც თამაშში ჟუნიორმა მე-6 წუთზე სწორედ თავურით შექმნა.

ჟუნიორი გამოკვეთილი თავდამსხმელის, ირაკლი მოდებაძის უკნიდან მოქმედებდა, პერიოდულად კი თანამემამულე ლეონარდო რამოსს უცვლიდა პოზიციას შეტევის მარცხენა ფრთაზე. "დილას" ორივე ბრაზილიელი ლეგიონერი რიგიანად ირჯებოდა, მაგრამ გაცილებით ნაყოფიერი და ეფექტური ინდივიდუალური მოქმედებებით ლეონარდოს გამოვარჩევთ.

აქტიური ფლანგური ჩაწოდებებით კვირკველიაც ხშირად აწუხებდა მეტოქეს.

32-ე წუთზე ამ გზით გიორგი კახელიშვილს მართებდა გატანა, მაგრამ მან, ისევე, როგორც ცოტა ხანში ჟუნიორმა, კარგი პოზიციიდან დარტყმა დააგვიანა.

30-ე წუთზე შორიდან ძლიერი, ოღონდ მცირეოდენ არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა გიორგი ონიანს. შესვენებამდე "ზუგდიდი" ყველაზე ახლოს გოლთან 36-ე წუთზე ლუკა გუგუჩიას მიერ შესრულებული სტანდარტულის დროს იყო. იქამდე კი თანაგუნდელისგან უკან დაბრუნებული ბურთის მოგერიებისას სკენდერი კინაღამ შეცდა და ბოლო წამს მასვე რომ არ ევარგა, იქვე ჩასაფრებული კუკავა ანგარიშს გახსნიდა.

54-ე წუთზე ლეონარდოს პასით ლაშა გვალიამ საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი დაურტყა ლაშა ძაგანიას - 1:0.

ამ ეპიზოდს "დილას" ერთგვარი აფეთქება მოჰყვა. კიდევ ერთი შეტევა განვითარდა სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე ფაზად, რა დროსაც ლეონარდოს, გოგუას, ჟუნიორსა და კახელიშვილს შეეძლოთ მისი დაგვირგვინება, მაგრამ ამაოდ.

56-ე წუთზე ძაგანია მაინც ვერ გადაურჩა მეორე გოლს - კახელიშვილის შორეული დარტყმული ზუსტი გამოდგა - 2:0. კიდევ ორ წუთში გოგუა იყო ახლოს მიზანთან.

ამ დროს უკვე აშკარა გახდა, რომ ზუგდიდელები მატჩს ვერ შემოატრიალებდნენ. თამაში უფრო გაიხსნა და სახიფათო მომენტებმა იმატა. ცხადია, პირველ ყოვლისა, სტუმართა კართან იყო საგოლე ეპიზოდების სიმრავლე. ცალკეულ შემთხვევებში ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმაც გამოიღეს ხელი, თუმცა გოლამდე საქმე ისევ გორელებმა მიიყვანეს.

65-ე წუთზე გოგიტა გოგუას მიერ შესრულებული სტანდარტული ძაგანიამ მოიგერია, ბურთთან პირველი ონიანი გაჩნდა და ახლოდან იოლად შეაგდო - 3:0.

თვალსასეირო თამაში მატჩის საფინალო სასტვენამდე გაგრძელდა, ოღონდ გოლი მეტჯერ აღარ გასულა.

მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი): "გორში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვედით. ქობალია და გაბედავა არ არიან ის ფეხბურთელები, რომელთა შეცვლა ჩვენთვის იოლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშისგან მაინც მეტს ველოდი. სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ეს არ არის ტრაგედია. მომავალში შევეცდებით, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. რაც შეეხება კლუბში არსებულ ფინანსურ ვითარებას, მდგომარება გამოსწორებულია. ხელფასის გაცემას უახლოეს ხანებში შეგვპირდნენ და როგორც გვითხრეს, საგაისო ბიუჯეტსაც არ შეექმნება პრობლემა".

გიორგი დარასელია (დილა): "დღევანდელ მატჩში ჩემმა გუნდმა შეასრულა მაქსიმუმი იქიდან, რაც დავავალე. ზუგდიდს ჩვენს მერე ყველაზე ნაკლები გოლი ჰქონდა გაშვებული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ჩვენ სამჯერ გავუტანეთ. საგოლე მომენტები იმდენი იყო, რომ რამდენიმე შეხვედრას ეყოფოდა, ოღონდ ცხადია, ყველას რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმშივე გვმართებდა, თუმცა ცოტა დავაგვიანეთ; შესვენების შემდეგ კი უფრო ზუსტად გაირჯნენ ჩვენი ფეხბურთელები და შედეგმაც არ დააყოვნა".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური

18. 11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი

დილა-ზუგდიდი 3:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 გვალია (54. ლეონარდოს პასით), 2:0 კახელიშვილი (56), 3:0 გ. ონიანი (65)

დილა მერანი

4-2-3-1 4-5-1

სკენდერი ძაგანია

ბეჭვაია აფაქიძე

გ. ონიანი თოდუა

თომაშვილი გამეზარდაშვილი

კვირკველია რ. ონიანი

გვალია გუგუჩია

გოგუა სიხარულია

კახელიშვილი ტყემალაძე

ჟუნიორი კოშკაძე

ლეონარდო კუტალია

მოდებაძე კუკავა

მწვრთნელები:

გ. დარასელია ე. ქომეთიანი

დილა

59. ჟუნიორი - არზიანი

70. მოდებაძე - ახალკაცი

75. გოგუა - სალუქვაძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, გურული, კლიმიაშვილი, კაშია

ზუგდიდი

73. გუგუჩია - ფარჯიკია

75. კუკავა - ეხვაია

სათადარიგოები: მერლანი, ნ. შონია, ფოფხაძე, აქუბარდია, აკობია

გაფრთხილება: გუგუჩია (26), ბეჭვაია (34), ტყემალაძე (64), რ. ონიანი (77)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა

ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?