საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ პიროვნებათა გარკვეული ჯგუფის მიერ დასმული შეკითხვების პასუხად განცხადება გააკეთა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ საზოგადოება "ქართული კალათბურთის" წარმომადგენელთა მიერ წარმოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ფედერაციის პრეს-რელიზს უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-რელიზი

პიროვნებათა გარკვეული ჯგუფის მიერ დასმული შეკითხვების პასუხად კალათბურთის ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი განცხადების გაკეთება:

1. ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მუდამ ცდილობდა, რომ საქართველოში მიმდინარე საკალათბურთო პროცესებში მაქსიმალურად მაღალი ყოფილიყო საკალათბურთო საზოგადოების ნებისმიერი წევრის ჩართულობა. ეს სტრატეგია ვრცელდებოდა ფედერაციის საარჩევნო ყრილობებთან მიმართებაშიც.

ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ საარჩევნო ყრილობების მუშაობაში და გამოეხატათ თავისი არჩევანი, მიეცა ამის მაქსიმალური შესაძლებლობა.

ქვემოთ ვაქვეყნებთ ფედერაციის ბოლო, 2009 წლის 11 ნოემბერს გამართული საარჩევნო ყრილობის დელეგატთა სიას, რითაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება შეაფასოს, არიან თუ არა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გამგეობა არჩეულნი საქართველოს საკალათბურთო საზოგადოების მიერ:

1. ქვემო ქართლის კალათბურთის სამხარეო ფედერაცია: წარმომადგენელი მიხეილ ბერუაშვილი

2. ს/კ ,,მერანი" (ჭიათურა): წარმომადგენელი ტარიელ დეკანოიძე

3. საქართველოს ქუჩის კალათბურთის ფედერაცია: წარმომადგენელი გიორგი ზაბახიძე

4. გურიის კალათბურთის სამხარეო ფედერაცია: წარმომადგენელი ლაშა თოიძე

5. მ. კეკელიძის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრი: წარმომადგენელი მერაბ კეკელიძე

6. ს/კ ,,ბათუმი": წარმომადგენელი თემურ კახიძე (ყრილობას არ დაესწრო)

7. ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი: წარმომადგენელი ვალერი ლომაძე

8. ს/კ ,,თბილავიამშენი": წარმომადგენელი ივანე მხეიძე

9. აჭარის კალათბურთის ფედერაცია: წარმომადგენელი ბადრი შამილაძე

10. ს/კ ,,დინამო თბილისი": წარმომადგენელი ზაზა ცაგარეიშვილი

11. ბავშვთა კალათბურთის აკადემია: წარმომადგენელი გელა წულაძე

12. ს/კ თსუ: წარმომადგენელი ნუგზარ ჭეიშვილი (ყრილობას არ დაესწრო)

13. ს/კ ,,ენერჯი ინვესტი" (რუსთავი): წარმომადგენელი ამირან ხაჩიძე

14. ს/კ ,,მაკაბი": წარმომადგენელი ჯამლეტ ხუხაშვილი

15. ს/კ სსაუ: წარმომადგენელი გია ჯავახიშვილი

16. ს/კ ,,ჰიუნდაი": წარმომადგენელი დავით გიორგობიანი

17. ქ. თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახური: წარმომადგენელი როლანდ გელოვანი

18. ალექსანდრე ჩხეიძე: ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი

19. ბესიკ ლიპარტელიანი - ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე

20. ლაშა ძიძავა - ფედერაციის გამგეობის წევრი (ყრილობას არ დაესწრო)

21. მერაბ რატიშვილი - ფედერაციის გამგეობის წევრი

22. ვაჟა ქუთათელაძე - ფედერაციის გამგეობის წევრი

23. პაატა გურასპაული - ფედერაციის გამგეობის წევრი (ყრილობას არ დაესწრო)

24. კახი ნუცუბიძე - ფედერაციის გამგეობის წევრი

25. გიორგი მიქაძე - ფედერაციის გამგეობის წევრი

26. როლანდ ხომერიკი - ფედერაციის გამგეობის წევრი

27. მურმან ქურიძე - ფედერაციის გამგეობის წევრი

28. გიორგი მელაძე - ფედერაციის გამგეობის წევრი

29. აკაკი მეგრელაძე - ფედერაციის დამფუძნებელი წევრი

30. ზურაბ კობახიძე - ფედერაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე

31. ილია კეჭაყმაძე - ფედერაციის სარევიზიო კომისიის წევრი

32. ზვიად კოტრიკაძე - ფედერაციის სარევიზიო კომისიის წევრი

33. ნიკოლოზ დერიუგინი - ვეტერანი კალათბურთელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი

34. გურამ მინაშვილი - ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი

35. ამირან სხიერელი - ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი

36. ლევან მოსეშვილი - მოქმედი მწვრთნელი, ვეტერანი კალათბურთელი, ოლიმპიური პრიზიორი

37. ილარიონ ხაზარაძე - ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი

38. ვაჟა ჟღენტი - ვეტერანი კალათბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

39. ვაჟა გვანცელაძე - ვეტერანი კალათბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

40. გურამ აბაშიძე - ვეტერანი კალათბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

41. ანტონ კაზანჯიანი - ვეტერანი კალათბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

42. თამაზ კაკაურიძე - ვეტერანი კალათბურთელი, საკავშირო სპარტაკიადის პრიზიორი

43. ნოდარ ქორქია - ვეტერანი კალათბურთელი, საბჭოთა კავშირის პრიზიორი

44. ილია მირიანაშვილი - ვეტერანი კალათბურთელი და მწვრთნელი

45. სერგო იშხნელი - მოქმედი მწვრთნელი

46. დავით მაღალთაძე - ვეტერანი კალათბურთელი

47. კახა შენგელია - ვეტერანი კალათბურთელი

48. ზურაბ ტომარაძე - მოქმედი მწვრთნელი

49. თენგიზ ფიცხელაური - მოქმედი მწვრთნელი

50. ზაზა გაბისონია - მოქმედი მწვრთნელი (ყრილობას არ დაესწრო)

51. მიხეილ კობეშავიძე - მოქმედი მწვრთნელი

52. ნოდარ იანქოშვილი - მოქმედი მწვრთნელი

53. ნუგზარ მარკოიშვილი - მოქმედი მწვრთნელი (ყრილობას არ დაესწრო)

54. თამაზ ოქრუაშვილი - მოქმედი მწვრთნელი

55. მაკა კუპატაძე - ფიბა-ს არბიტრი

56. ზაზა მაჩალაძე - ფიბა-ს არბიტრი

57. დავით ბერეკაშვილი - ფიბა-ს არბიტრი

58. დავით არეშიძე - მოქმედი მსაჯი (ყრილობას არ დაესწრო)

59. თენგიზ ქიქოძე - მოქმედი კომისარი

60. ქეთევან ქიქოძე - მოქმედი მსაჯი-მდივანი

61. ნანა მდივნიშვილი - მოქმედი მსაჯი-მდივანი

62. მანანა მოსულიშვილი - მოქმედი მსაჯი-მდივანი

63. თამარ ჩხაიძე - მოქმედი მსაჯი-მდივანი

64. ია ხუნდაძე - მოქმედი მსაჯი-მდივანი

65. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - მოქმედი მწვრთნელი

66. ზაზა გოროზია - ფედერაციის წევრი (ყრილობას არ დაესწრო)

2. წესდება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ფიბა-ევროპის რეკომენდაციებთან.

3. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველთვის მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, მონაწილეობა მიიღოს ქართული კალათბურთის ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. ოღონდ ეს, ისევე, როგორც აქამდე, მოხდება მხოლოდ საქმიან ატმოსფეროში და არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროვოცირებული შესაძლო პოლემიკის სახით.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ასევე იხილეთ:

დაპირისპირება ქართულ კალათბურთში - ბესიკ ლიპარტელიანს შეუტიეს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა