თბილისის "დინამოს" ესპანელი ნახევარმცველის თქმით, ქართველები კი არ ვართ ბასკების წინაპრები, არამედ პირიქით
15 მატჩი და 9 გოლი - ასეთია მიკელ ალვაროს სტატისტიკური მონაგარი საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში.

ესპანელი ნახევარმცველი "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფიგურაა და თავს მოედნის ცენტრში დამაჯერებელი თამაშის გარდა, ბომბარდირული მონაცემებითაც გვამახსოვრებს.

დღეს ალვარო "ლელოს" რესპონდენტია და მის ქართულ საფეხბურთო თუ სხვა შთაბეჭდილებებს გაგაცნობთ.

"დინამოს" 29 წლის ესპანელ, უფრო კონკრეტულად კი, ბასკ ნახევარმცველს თავდაპირველად იმის გახსენება ვთხოვეთ, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში.

"საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოს "ატლეტიკი" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

გადაწყვეტილება უცებ არ მიმიღია, მაგრამ როცა ამიხსნეს, რომ კლუბს ამბიციური პროექტები ჰქონდა, გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა და არც მინანია.

ჩემი ჩამოსვლის მომენტში "დინამოში" უკვე თამაშობდნენ ესპანელები, მწვრთნელი ალექს გარსია იყო და ყოველივე ამან უცხო გარემოსთან უცებ ადაპტაციის საშუალება მომცა.

ბუნებრივია, აქაურობასთან შეგუებაში ძალიან დამეხმარნენ ქართველი თანაგუნდელები, კლუბის ხელმძღვანელობა და "დინამოს" ერთგული გულშემატკივრები".

"დინამომ" წინა სეზონი წარუმატებლად ჩაატარა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა, რასაც ალვარო ასე ხსნის:

"ყველას გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.

მწვრთნელებისა და ძირითადი შემადგენლობის ხშირმა ცვლამ სტაბილურ თამაშამდე ვერ მიგვიყვანა. ფაქტია, რომ ალექს გარსიას ფილოსოფიამ არ გაამართლა. "ბარსელონას" ფეხბურთი ბრწყინვალე რამ არის, მაგრამ ასე რომ ითამაშო, შემადგენლობაში მესი, ჩავი და ინიესტა უნდა გყავდეს.

შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გარსიას მაინც ეჩვენებინა შედეგი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და წარსულის გახსენებას აზრი აღარც აქვს, წინ უნდა ვიყუროთ და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლოთ".

გარსიას წასვლის შემდეგ ალვაროს საქმეები არცთუ სახარბიელოდ წავიდა - ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.

"ტრავმა მქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ თამაში ნაკლებად მიწევდა. არ ვიცი, იმდროინდელ მწვრთნელს ჩემი თამაში არ ჰქონდა ნანახი თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ იმ პერიოდში "დინამოსთვის" ნაკლებად საჭირო ფეხბურთელი ვიყავი", - იხსენებს ალვარო.

დიდი იმედი აქვს, რომ "დინამოში" საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინ აქვს, განვლილი შეხვედრებიდან საუკეთესოდ კი, სხვათა შორის, არა ამ სეზონის, არამედ წინა ჩემპიონატში ჩატარებულ თამაშს მიიჩნევს. ეს "დინამო"-"ტორპედოა" - დედაქალაქელებმა ქუთაისელებს გარსიას ხელმძღვანელობით 2:0 სძლიეს. ალვაროსთვის სწორედ ეს არის საუკეთესო მოგონება, იმის მიუხედავად, რომ იმ დღეს მოედანი უგოლოდ დატოვა.

წინასგან განსხვავებით, მისთვისაც და "დინამოსთვისაც" მიმდინარე სეზონი შთამბეჭდავად მიმდინარეობს:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც და ჩემი გუნდიც ასე წარმატებულად ვთამაშობთ. "დინამო" ეფექტურ და შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს, რაც თითოეული ჩვენგანისა და, რაღა თქმა უნდა, ახალი მწვრთნელის დამსახურებაა.

ჩემთვის გოლების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც მოხარული ვარ, რომ ბომბარდირთა შორის ვარ და ჩემს ანგარიშზე უკვე ცხრა გატანილი ბურთია.

წინა სეზონში შვიდი გოლი გავიტანე, ამ მაჩვენებელს კი უკვე გადავაჭარბე და ჩემს დინამოელ მეგობრებს დიდი სიამოვნებით გავეჯიბრები საუკეთესო ბომბარდირობაში.

თუმცა ეს მაინც მეორე პლანზეა, უმთავრესი კი, ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონობაა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა. ეს ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც უდიდესი გამოწვევაა".

ალვაროს მომავალზე საუბარი ჯერ არ სურს, თუმცა იმასაც გვიმხელს, რომ უცხოეთიდან საინტერესო შემოთავაზებები აქვს. ამ სეზონს აუცილებლად "დინამოში" ჩაამთავრებს და ევროტურნირებზეც მოსინჯავს ძალებს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ჩემპიონატის დონეს დამაკმაყოფილებლად აფასებს, წამყვანი ქართული კლუბების თამაში კი მოსწონს. მოხარულია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "დინამოს" კონკურენტები არ აკლია. გული კი იმაზე სწყდება, რომ სტადიონებზე ცოტა მაყურებელი დადის და ისიც შეუნიშნავს, რომ პუბლიკის დიდი ნაწილი ფეხბურთელების ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან შედგება.

ყველაზე დიდი შოკი კი საქართველოს რამდენიმე ქალაქში უხარისხო მოედნის ნახვისგან მიიღო. ამბობს, რომ მსგავსი საშინელება ცხოვრებაში არასდროს უნახავს.

ხშირად ეკითხებიან აზრს ბასკებისა და ქართველების ნათესაობაზე და ამ აზრს ნახევრად ეთანხმება. ხუმრობით პასუხობს, რომ ქართველები კი არ არიან ბასკების წინაპრები, არამედ პირიქით.

ალვარო ბილბაოშია დაბადებული და "ატლეტიკის" დიდი ქომაგია. ჰყავს მშობლები, ძმა და მეუღლე. "დინამოს" ყველა ესპანელი ლეგიონერი დაოჯახებულია და თავისუფალ დროს ერთმანეთთან სტუმრიანობასა და ქალაქში სეირნობაში ატარებენ.

ალვარო ქართველ თანაგუნდელებთანაც ძალიან მეგობრობს და მათთან ერთად სიამოვნებით აგემოვნებს ქართულ სამზარეულოს. ღვინის მოყვარული არ არის, კერძებიდან კი ყველაზე მეტად ხაჭაპური და ქაბაბი უყვარს.

თბილისს იოლად შეეგუა, თუმცა მანქანით გადაადგილება თავიდან გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა:

"თბილისის ქუჩებში ისეთი მოძრაობაა, მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ავტომობილს სამი სარკე აქვს, მაგრამ აქ ექვსი სჭირდება. მანქანაზე უარი მაინც არ მითქვამს და აქაურ მოძრაობასაც ნელ-ნელა შევეჩვიე".

ალვაროს ბოლოს კომენტარი "დილასთან" 24 ნოემბერს გასამართ მატჩზე ვთხოვეთ:

"ფაქტია, რომ განსაკუთრებული შეხვედრაა, რომელიც ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულს გამოავლენს. მეტოქე ჩვენს დიდ პატივისცემას იმსახურებს, რადგანაც ზედიზედ თერთმეტი მატჩი მოიგო.

"დილამ" ჩვენც დაგვამარცხა, ახლა კი რევანშის დროა.

იმის მიუხედავად, რომ ლიდერები ვართ, ფრე არ დაგვაკმაყოფილებს, მიზნად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ. საბრძოლოდ ვართ დამუხტულები და იმის იმედიც გვაქვს, რომ "დინამო არენაზე" ჩვეულზე ბევრად მეტი მაყურებელი მოვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

giga
ალვარო წადი სახსჰი სანამ დროა სჰე საცოდავო სჰენაააააააააააა
shota
ვეთანხმები ალვაროს სეროზულათ უჭირს ეუროპიდან ჩამოსულ ადამიანს თბილისში მოძრაობა ძალიან მოუწესრიგებელია
Walkabout
მართალია ალვარო, ეგ თამაში საუკეთესოა დინამოს მიერ ჩატარებულ თამაშებს შორის ბოლო 2 წლის მანძილზე, შეიძლება მანამდეც...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა