ჯერ ეროვნულ ჩემპიონატს ეკვატორამდეც არ მიუღწევია, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ საჩხერის "ჩიხურა" წლევანდელი სეზონის აღმოჩენაა
ჯერ ეროვნულ ჩემპიონატს ეკვატორამდეც არ მიუღწევია და ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, საბოლოოდ ადგილები როგორ განაწილდება. თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ საჩხერის "ჩიხურა" წლევანდელი სეზონის აღმოჩენა არის.

გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომლებმაც "ჩიხურა" სხვა დონეზე აიყვანეს და გამოუცდელ თანაგუნდელებს თავდაჯერებულობა შემატეს.

მშვენიერ სეზონს ატარებს დავით ოდიკაძე, რომელიც გუნდს სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შეუერთდა.

ბოლო ტურში "ჩიხურამ" ბოლნისში "სიონი" დაამარცხა, რაშიც ოდიკაძემ დიდი წვლილი შეიტანა - გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ექს-დინამოელი თავისიანების შეტევებს მშვენივრად უძღვებოდა (იხილეთ ვრცლად).

დისკვალიფიცირებული ნიკა კვასხვაძის არყოფნაში საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მარჯვენა მცველი გამთამაშებლად დააყენა და ოდიკაძეც მისთვის უჩვეულო პოზიციას მშვენივრად მოერგო.

"გამთამაშებლად გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დამაყენეს. მიხარია, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე.

შეტევა ჩემთვის უცხო არ ყოფილა, ბავშვობიდან თავდამსხმელი ვიყავი. როდესაც "თბილისში" ვთამაშობდი, ბევრი გოლიც გამიტანია, თუმცა, მაშინაც ფლანგიდან ვუტევდი და არა - ცენტრიდან. თანაც, დიდი ხანია, რაც დაცვაში დამწიეს და პლეიმეიკერობა ჩემთვის უცხო პოზიცია იყო", - ამბობს ოდიკაძე.

"ჩიხურას" ერთ-ერთი ლიდერი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მისი წარმატება სენსაცია არ არის:

"თავიდან არავის სჯეროდა, რომ "ჩიხურა" ძლიერი გუნდი იყო და ამ დამოკიდებულებას ჩემპიონატის დასაწყისში ყველა ვგრძნობდით. მაშინ ამბიციური მიზანიც არ გვქონია, მხოლოდ ექვსეულში მოხვედრას გვთხოვდნენ, მაგრამ ისეთი შემადგენლობა შეიკრიბა, მაშინვე დარწმუნებული ვამბობდი, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვეძლო.

სეზონი მართლაც კარგად დავიწყეთ. პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება და გუნდი მესამე ადგილზეა. ეს "ჩიხურას" პოტენციალზე მეტყველებს.

მადა ჭამაში მოდისო და ჩვენც მადაზე მოვედით - მჯერა, რომ მეორე ეტაპზე მინიმუმ სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ახლა მაინც დაიჯერებენ, რომ ჩვენი მესამე ადგილი შემთხვევითი მოვლენა არ არის".

ოდიკაძემ ბესო მიქიაშვილზეც ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ყოფილი ფეხბურთელი ერთი კვირის წინ დაკრძალეს. მიქიაშვილი იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი; კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა, ერთი ხანობა კი, "თბილისის"კაპიტანი გახლდათ:

"სამძიმარი მინდა ვუთხრა ბესო მიქიაშვილის ოჯახს - კარგი ფეხბურთელი და ადამიანი დაგვაკლდა. ბესო ჩემი მეგობარი იყო, ერთად გვითამაშია და კარგად ვიცი, საფეხბურთო სამყაროში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. საწყენია, ნაადრევი გარდაცვალებით გული ყველას უზომოდ დაგვწყვიტა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტურის წინათქმა

უმაღლესი ლიგა. XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

დავით კირკიტაძე: იმედი მაქვს, რომ კიდევ მომეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი

რატომ დაიწუნა დავით ოდიკაძემ რუსთავის "მეტალურგი"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე