სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთარ ხიზანეიშვილთან კონფლიქტის გამო დასაჯა
29 ნოემბერს, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" 24 ნოემბრის მატჩში მომხდარ ინციდენტზეც იმსჯელეს.

მოგეხსენებათ, არბიტრ ლაშა სილაგავას მიერ მატჩისთვის დამატებულ ბოლო, მე-3 წუთზე, ჩვენი გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეონარდო რამოსმა ოთარ ხიზანეიშვილისაგან მუჯლუგუნები ვეღარ აიტანა და მისი მიმართულებით გადააფურთხა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელი მინდვრიდან გააძევა.

დისციპლინარებმა "დილას" 20 წლის ნახევარმცველს სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 პუნქტით (შეფურთხება, ჩადენილი მოთამაშის ან კლუბის ოფიციალური პირის მიერ მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ, მეტოქის და სხვა პირის მიმართ, რომელიც არ ითვლება მატჩის ოფიციალურ პირად) 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს.

კოდექსის დანართი #1-ის პუნქტი 22-ის შესაბამისად კი, ფეხბურთელმა სფფ-ს სასარგებლოდ 1500 ლარი უნდა გადაიხადოს.

აღნიშნული მატჩის მომსახურე 6-მსაჯიანი ბრიგადის მიერ შევსებულ ოქმზე დაყრდნობით, სადისციპლინო კომიტეტმა ოთარ ხიზანეიშვილს 1 მატჩით დისკვალიფიკაცია და 200-ლარიანი ჯარიმა აკმარა.

რაც შეეხება "დინამოსთან" მატჩში 2 ყვითელი ბარათის გამო გაძევებულ გიორგი კახელიშვილს, მას ერთმატჩიანი სასჯელი (ფეხბურთელმა უკვე გამოტოვა "ზესტაფონთან" მატჩი და მომავალ ტურში თამაშის უფლება აქვს) და 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

fcdila.ge

ასევე იხილეთ:

დინამო-დილა 3:0 - საჩემპიონო განაცხადი [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა