ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა "სანდერლენდთან" 8 დეკემბერს გამართული მატჩის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ინგლისის ჩემპიონატში "სანდერლენდთან" 8 დეკემბერს გამართული მატჩის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

ინგლისის პრემიერლიგის 16-ე ტურის შეხვედრა "ლურჯვების" გამარჯვებით, ანგარიშით - 3:1 დასრულდა. დუბლი გაიფორმა ფერნანდო ტორესმა, კიდევ ერთი გოლი მეტოქის კარში ხუან მატამ გაიტანა.

"ვარჯიშებზე დადებით შედეგებს ვაჩვენებთ. თამაშების წინ განტვირთვის მიზნით კი საწვრთნელ სეანსებს შემსუბუქებული პროგრამით ვატარებთ. ასეთი მეცადინეობა უმთავრესად დიდი დატვირთვების დროს განსაკუთრებული მომენტების დამუშავებას ემსახურება.

ახლა გაცილებით თავდაჯერებულები ვართ. თითოეულმა მოთამაშემ იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. დღეს, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა.

რომეუს დაშავების შემდეგ ტაქტიკური სქემის შეცვლა მოგვიხდა, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად და უნარიანად გავუმკლავდით მასპინძელთა მზარდ წნეხს".

ესპანელმა სპეციალისტმა თანამემამულე ფერნანდო ტორესზეც ისაუბრა.

"როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მთელი გუნდი კარგად გაისარჯება და შექმნის მომენტებს, ტორესიც შეძლებს გატანას.

მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველას გვჯერა მისი. მე გავაანალიზე მისი მოქმედებები მოედანზე და გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე. რაც მთავარია, ის თავდაჯერებული ხდება

არ ვფიქრობ სატურნირო მდგომარეობაზე. წინა მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი ანგარიშით 6:1 გამარჯვებით და იმით, თუ როგორი თამაშით მივაღწიეთ ამ შედეგს.

დღეს დავინახეთ, რომ გუნდს ზუსტად აქვს წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოს. ეს დიდებულია!", - დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა.

ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ჩელსი" "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: როგორ ფერზე შეიღებება მანჩესტერი?

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე