"ტელეკომმა", რომელიც ჩვენთან დაპირისპირებას ბოლომდე დამუხტული, გამძლე "ელემენტით" შეხვდა, დამსახურებულადაც წაიღო გამარჯვება
გექნებოდათ შემთხვევა, როცა მობილური ტელეფონიდან მნიშვნელოვანი ზარის განხორციელება დაგჭირვებიათ. დაგირეკავთ კიდეც, მაგრამ საუბრისას ტელეფონი ჩამქრალა, დამჯდარა... ასე ჩაქრა "არმია" 11 დეკემბრის მატჩის მეორე ტაიმში.

ოქმს თუ გადახედეთ, წაიკითხავდით, რომ არმიელები ეთამაშებოდნენ ბონის "ტელეკომს", რომელიც ჩვენთან დაპირისპირებას ბოლომდე დამუხტული, გამძლე "ელემენტით" შეხვდა და დამსახურებულადაც წაიღო გამარჯვება.

"ამ მოგებით ევროჩელენჯის მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. თამაშამდე კარგად გვესმოდა თბილისური დაპირისპირების მნიშვნელობა და თითოეული კალათბურთელი მოედანზე მაქსიმალურად მომზადებული და მობილიზებული გამოვიდა, - განაცხადა ბონური გუნდის თავკაცმა მიხაელ კოხმა და დასძინა - საპირისპირო სიტუაციაში იყო "არმია". გუნდმა მომდევნო ეტაპზე მოხვედრის შანსი ოთხი ტურის შემდეგ დაკარგა და ვფიქრობ, ამ მატჩისთვის მოტივაციის შენარჩუნება გაუჭირდა. ზოგადად, ურიგო გუნდი რომ არ არის, გერმანიაშიც დაამტკიცა, სადაც გამარჯვება ბოლო წამებზე გამოვგლიჯეთ".

როგორც წესი, უცხო გარემოსთან მორგება ყველას უჭირს, საკუთარ კალათს მიჩვეული მოთამაშე შინ უკეთესად სტყორცნის, ვიდრე სტუმრად.

ამას თავად კალათბურთელებიც ამბობენ ხოლმე. თუმცა გერმანელები თითქოს შინ თამაშობდნენო - პერიმეტრიდან ბურთს არ აცილებდნენ, პირველ ტაიმში 9-დან 6 სამქულიანი გამოიყენეს და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ დიდი შესვენებისთვის სტუმრები 53:38-ს იგებდნენ.

საბოლოოდ მათ 13 შორეული ტყორცნა ჩააგდეს. როცა ერთი გუნდი 39 ქულას სამქულიანებით აგროვებს, ძნელი წარმოსადგენია, მისი მონაგარი ორქულიანებმა გააბათილოს. თუმცა, "არმიას" არც ამ კომპონენტში ჰქონდა ფორა: "ტელეკომმა" 27 ორქულიანი ჩააგდო, ქართველებმა - 19.

საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით დავმარცხდით, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. ასეთი სხვაობა რომ ფიქსირდება, კონკრეტულ კალათბურთელზე ვერაფერს იტყვი, მით უმეტეს, რომ ეს ერთდღიანი ჩავარდნა არ ყოფილა - საქართველოს ჩემპიონმა ხომ ევროჩელენჯზე წლეულს ექვსივე მატჩი წააგო.

შეხვედრის დასრულებისას ქართველთა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა სამართლიანად აღნიშნა: "ტელეკომი" ჩვენზე ძლიერი იყო და მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებდაო. იმავეს თქმა შეიძლება "ანტვერპენსა" და "ჰაპოელ ჰოლონზე".

რატომ აღმოვჩნდით ყველაზე სუსტები, რა დაგვაკლდა, იყო თუ არა ევროჩელენჯის წლევანდელი გათამაშების უკეთესი შედეგით დასრულების შანსი, ამის შესახებ უახლოეს დღეებში ვრცლად დავწერთ.

აქ კი რამდენიმე მომენტზე გავამახვილებთ ყურადღებას: "არმიას" აკლდა ტრავმირებული ვლადიმერ ბოისა, რომელმაც მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და როგორც გუშინ გვითხრა, თავს უკეთესად გრძნობს.

მეოთხე პერიოდში მოედანზე არ გამოჩენილა და საერთოდაც, ჩვეულად ვერ ითამაშა კურტის მილეიჯმა, რომელსაც მუხლი აწუხებდა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის.

მისი სამქულიანები გუნდს ძალიან დააკლდა. წინა თბილისურ შეხვედრებთან შედარებით უკეთესად თამაშობდა ცენტრი იოაკიმ შელბომი, თუმცა დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო იგი მალე შეცვალა გიორგი შარაბიძემ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გიორგის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში.

იგი დაცვაში აქტიური იყო, შეტევაში - თამამი, რაც უთუოდ დამაიმედებელი მომენტია, რადგან აქამდე "არმიას" ყველაზე მეტი პრობლემა ფარქვეშ ჰქონდა. პირველად მოხდა, რომ ევროჩელენჯის მატჩში "არმიას" ბომბარდირი ქართველი კალათბურთელი გახდა - ლაშა ფარღალავა, რომელმაც 20 ქულას მოუყარა თავი.

ასე და ამგვარად, 2012-13 წლების სეზონის ევროპული ეპოპეა ქართველთათვის ფიასკოთი დასრულდა, რამაც როგორც ფეხბურთელები, ისევე კალათბურთელები და მორაგბეები ერთ საკითხზე უნდა დააფიქროს: როცა საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაკრების მოთამაშეები ევროპულ ასპარეზზე უნდა გამოიწრთონ, ერთ ქვაბში ხარშვა არაფრისმომტანია.

იქნებ ამაზე მომავალი სეზონიდან მაინც ვიზრუნოთ და სპორტის წამყვან საკლუბო სახეობებში თითო ისეთი გუნდი შევკრიბოთ, რომელიც თუნდაც რანგით ყველაზე დაბალ ევროტურნირზე ჯგუფში ითამაშებს. ეს ქართულ სპორტს ერთიორად გამოაცოცხლებს.

ა

გუნდი

თ

მ

წ

ქ

1

ტელეკომი

6

4

2

10

2

ჰაპოელი

6

4

2

10

3

ანტვერპენი

6

4

2

10

4

არმია

6

0

6

6

ანტვერპენი-ჰაპოელი 93:74

* - მომდევნო ეტაპზე "ანტვერპენი" იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ "ჰაპოელს" 26 და მეტი ქულის სხვაობით მოუგებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანტვერპენი-არმია 87:54 - დაგვრჩა "ბონი"

არმია-ჰოლონი 72:79 - ჰაპოელმა ევროპიდან ჩამოგვხსნა

ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან

არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო

თემური
უთავმოყვარეო ხალხი... ტუღუში ხომ საერთოდ უნამუსო ყოფილა...იქ 6 წაგება საქართველოს სახელით, აქ 2 წაგება და კიდევ ინტერვიუს იძლევა კმაყოფილი უაზრო სახით...
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის