ბათუმელმა მშვილდოსანმა ბაქოში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა და ორივემ გუნდურში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დაფინანსებით ექვსმა ბათუმელმა მშვილდოსანმა (3-3 გოგონა და ვაჟი) ბაქოში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა და ორივემ გუნდურში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბათუმელ და აზერბაიჯანელ მშვილდოსნებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა აქამდე ეს ცალმხრივი იყო - იქ ამ რანგის საერთაშორისო შეჯიბრებები არ ტარდებოდა, მხოლოდ ახლა ჩაუყარეს საფუძველი და ჩვენებიც მიიწვიეს საპასუხო ვიზიტით.

აი, ბათუმი კი ყოველწლიურად ატარებს რამდენიმე შეჯიბრებას უფროსებშიც და უმცროსებშიც, სადაც მუდმივად მონაწილეობენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც.

საერთოდ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო ბათუმი ამიერკავკასიის მშვილდოსნობის ცენტრად იქცა - ისინი ერთმანეთთან არ ჩადიან და ისევ ჩვენს ტურნირებზე თუ გაეჯიბრებიან ერთურთს. ბათუმელები (ბოლო წლებში - თბილისელებიც) სომხეთში რეგულარულად ჩადიან შეჯიბრებებზე, ახლა კი ბაქოსაც გადასწვდნენ.

ბაქოს აღნიშნული ტურნირი უფროსთა შორის იმართებოდა, თუმცა ვინაიდან ქალთა ეროვნული ნაკრების ბათუმელი ლიდერები მომავალი სეზონისთვის ემზადებიან, ბაქოში ახალგაზრდები გაგზავნეს - 19 წლის ნინო დევაძე, მედეა აბულაძე და ციალა ფუტკარაძე, რომლებიც 1996 წელს არიან დაბადებულნი.

ვაჟთა ნაკრებში ძველი თაობის წარმომადგენელი მხოლოდ ტარიელ ქადიძე იყო, ტარიელ ბასილაძე და არჩილ არძენაძე კი ასევე ახალგაზრდები არიან.

მათ ბევრად უფროსებთან მოუწიათ პაექრობა. მით უფრო, რომ ტურნირში რუსეთი, თურქეთი და ირანიც გამოდიოდნენ, რაც პირადში შედეგებზეც აისახა - ჩვენები მედალოსნებში ვერ მოხვდნენ, თუმცა ფუტკარაძე შესარჩევში მეშვიდეზე გავიდა.

სამაგიეროდ, ჩვენებმა ბრძოლისუნარიანობა გუნდურში გამოავლინეს და ორივე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ბათუმელებმა შერეულ წყვილებშიც იასპარეზეს, ქართული დუეტი კი ფუტკარაძემ და ბასილაძემ შექმნეს. შეჯიბრებაში ჩაება აბულაძეც, ოღონდ... თურქ მეწყვილესთან ერთად.

საქმე ისაა, რომ თურქებს გოგოები არ ჰყავდათ და საერთო შეთანხმებით, ინტერნაციონალური წყვილი შეიქმნა.

ბედის ირონიაა, რომ მეოთხედფინალში სწორედ ამ გაერთიანებულმა დუეტმა აჯობა ჩვენებს. კიდევ კარგი, მერე ჩემპიონები გახდნენ, ანუ ბაქოში ერთი ოქრო მაინც მოვიპოვეთ.

24-25 დეკემბერს აზერბაიჯანელები უკვე ხელვაჩაურს ესტუმრებიან სასპორტო სკოლის ღია თასზე, რომელშიც მონაწილეობას თბილისელი, ქუთაისელი და ასპინძელი მშვილდოსნებიც მიიღებენ.

შეჯიბრება უფროსებსა და ახალგაზრდებში ჩატარდება ახალსოფლის სპორტულ ბაზაზე, სადაც 40-მეტრიანი საჭიდაო დარბაზია და იქ 18-მეტრიანი სასროლეთი თავისუფლად მოეწყობა.

ადრეც ვწერდით, რომ ბათუმელთა მიწვევა იტალიელებს სურდათ საკლუბო ტურნირზე, რისი ინიციატორიც იქაური ფედერაციის პრეზიდენტი იყო, რომელიც მსოფლიო ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტობასაც ითავსებს. მან პირობა შეასრულა და 14-17 დეკემბერს ჩვენები მართლაც მიიწვია, თუმცა უსახსრობის გამო წასვლა ვერ შეძლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა