ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებიდან რამდენიმე დღეში "ევროსპორტმა" ვენგერს ინტერვიუ ჩამოართვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებიდან რამდენიმე დღეში "ევროსპორტმა" ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც განვლილი თამაშების შეფასება სთხოვა.

ფრანგ სპეციალისტთან ინტერვიუ, როგორც ყოველთვის, საინტერესო გამოვიდა.

- ჯგუფური ეტაპის მთავარ სიურპრიზად რას მიიჩნევთ?

- ჩემთვის უმთავრესი მოულოდნელობა ის იყო, რომ "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

ლონდონური კლუბი საერთოდაც პირველი აღმოჩნდა მოქმედ ჩემპიონებს შორის, რომელმაც ეს ეტაპი ვერ გადალახა. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტენდენციები ნელ-ნელა იცვლება. თუკი წლების წინ პრემიერლიგური კლუბები ბოლო ეტაპებამდე დომინირებდნენ, ახლა სიტუაცია შეცვლილია.

- ამ მხრივ, განსაკუთრებით გერმანული კლუბების გამოსვლა უნდა აღვნიშნოთ.

- დიახ, გერმანელებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან ძლიერები არიან გუნდურ თამაშში. ამ ქვეყანაში ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. ამ მხრივ, განსაკუთრებით ფინანსური მხარეა აღსანიშნავი, რადგან არასდროს ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ.

- მიიჩნევთ თუ არა დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად?

- დიახ, რადგან მათ პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფში, სადაც ისეთი მაღალი დონის გუნდები ჰყავდათ კონკურენტებად, როგორებიც მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

- ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კიდევ რომელი გუნდების გამორჩევა შეგიძლიათ?

- აღვნიშნავდი "შახტარს". უკრაინელები ურთულესი ჯგუფიდან გავიდნენ მომდევნო ეტაპზე. ისინი მრისხანე კონკურენტებთან მატჩებშიც კი ახერხებდნენ მოედანზე დომინირებას. რასაკვირველია, გამოვყოფ "იუვენტუსსაც", როგორც უდიდეს გუნდს, რომელმაც საბოლოოდ მოახერხა აღორძინება.

- ფეხბურთელებიდან ვის გამოყოფთ?

- მარკო როისს, განსაკუთრებით "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის გამო, სადაც ის წარმოუდგენლად ეფექტური იყო და ბურთს არაჩვეულებრივად გრძნობდა. გამოვყოფ სტეფან ელ შაარავისაც, ნიჭიერ და ტექნიკურ ფეხბურთელს. შესაძლოა, ის უბურთოდ მოძრაობისას ეფექტური არ არის, მაგრამ მთავარია, რომ მუდმივად სწავლობს, რასაც მასში ძალიან ვაფასებ.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში "არსენალს" შეუერთდება?

- არასოდეს ვიცი ზუსტად, თუ რა მოხდება ხვალ, მაგრამ ელ შაარავიზე მხოლოდ ის გითხარით, რომ ძალიან მომწონს მისი თამაში.

- რითი შეგიძლიათ ახსნათ ის, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა 1-ში ორი განსხვავებული გუნდია?

- პარიზელები განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. თუკი ისინი ჩემპიონატს მოიგებენ, ამისთვის მადლობას არავინ ეტყვით, რადგან ყველა ამას ელოდება. ლიგაში კი სიტუაცია სხვანაირია და ამიტომაც ზეწოლის გარეშე ასპარეზობენ.

ხელმძღვანელობამ მოთმინება უნდა იქონიოს. გუნდში ძალიან ბევრი უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, სუპერვარსკვლავია, მაგრამ ეს ფეხბურთია და შედეგის მიღება გაწერილი გეგმის მიხედვით ყოველთვის არ ხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა